

ბიოლოგიური ფსიქოლოგია
Flashcard
•
Biology
•
University
•
Practice Problem
•
Medium
elene phataridze
Used 3+ times
FREE Resource
Student preview

17 questions
Show all answers
1.
FLASHCARD QUESTION
Front
რა განსხვავებაა სომატურ და ვეგეტატიურ გზებს შორის?
Back
სენსორული ნერვული სისტემის შემთხვევაში სომატური გზა ინფორმაციას იღებს კანიდან, ჩონჩხის კუნთებიდან და სახსრებიდან, მოტორულის შემთხვევაში მას უწოდებენ ნებელობითს და აკონტროლებს ჩონჩხის კუნთებს. ვეგეტატიური ორივე შემთხვევაში აინერვირებს შინაგან ორგანოებს და მათ მოტორულ ფუნქციებს, რაც ხდება ჩვენგან დამოუკიდებლად და უნებლიე ნერვული სისტემა ეწოდება.
2.
FLASHCARD QUESTION
Front
რა განყოფილებებს მოიცავს ვეგეტატური გზები?
Back
ვეგეტატური (ავტონომიური) ნერვული სისტემა არეგულირებს შინაგან ორგანოთა, სისხლძარღვების, ჯირკვლების მუშაობას. იგი მოქმედებს უნებლიეთ, არ არის დაქვემდებარებული ცნობიერ კონტროლს და პასუხისმგებელია ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე. ვეგეტატური გზა მოიცავს:
ცენტრალურ ნეირონებს;
პრეგანგლიონურ ბოჭკოებს;
განგლიონურ (სინაფსურ) განყოფილებას;
პოსტგანგლიონურ ბოჭკოებს;
ეფექტორულ ორგანოებს.
3.
FLASHCARD QUESTION
Front
რას ნიშნავს – „სიმპათიკური და პარასიმპატიკური სისტემის მოქმედება ანტაგონისტურია“?
Back
ეს ნიშნავს, რომ ორივე სისტემა მოქმედებს საწინააღმდეგოდ: სიმპათიკური ააქტიურებს (მაგ. აჩქარებს გულს), ხოლო პარასიმპათიკური ამშვიდებს (ანელებს გულისცემას).
4.
FLASHCARD QUESTION
Front
სადაა ლოკალიზებული პერიფერიაზე ნიკოტინური ქოლინორეცეპტორები და როგორია მათი აქტივაციის ეფექტები?
Back
ნიკოტინური რეცეპტორები მდებარეობს:
● ავტონომიური განგლიონების პოსტსინაპსურ მემბრანაზე
ნეირომკუნთოვან სინაფსში
აქტივაცია იწვევს ნეირონების და კუნთების აგზნებას.
5.
FLASHCARD QUESTION
Front
პერიფერიაზე სადაა ლოკალიზებული მუსკარინული ქოლინორეცეპტორები და როგორია მათი აქტივაციის ეფექტები?
Back
მუსკარინული რეცეპტორები მდებარეობს ეფექტორულ ორგანოებზე (გლუვ კუნთში, გულის კუნთში, ჯირკვლებში).
აქტივაცია იწვევს პარასიმპათიკური ეფექტების გამოვლენას (გულის რიტმის შენელება, მომნელებელი ფუნქციების გააქტიურება და ა.შ.).
6.
FLASHCARD QUESTION
Front
რასთან წარმოქმნის კავშირს ვისცერალური მოტონეირონი? როგორია მისი აქტივაციის ეფექტები?
Back
ვისცერალური მოტონეირონი უკავშირდება გლუვ კუნთებს, ჯირკვლებს, გულის კუნთს.
აქტივაცია იწვევს შინაგანი ორგანოების ავტომატურ (ავტონომიურ) რეაქციებს.
7.
FLASHCARD QUESTION
Front
რა მსგავსება და განსხვავებაა სომატურ და ვეგეტატურ მოტონეირონებს შორის?
Back
მსგავსება: ორივე გადასცემს აგზნებას ცენტრალური ნერვული სისტემიდან. განსხვავება: 1)სომატური უძღვის ჩონჩხის კუნთებს და მოქმედებს ცნობიერად. 2) ვეგეტატური უძღვის შიგნითა ორგანოებს და მოქმედებს უნებლიეთ. სომატური ერთნეირონიანია, ვეგეტატური — ორნეირონიანი.
Access all questions and much more by creating a free account
Create resources
Host any resource
Get auto-graded reports

Continue with Google

Continue with Email

Continue with Classlink

Continue with Clever
or continue with

Microsoft
%20(1).png)
Apple
Others
Already have an account?