
ანდროკლე და ლომი/ი.გოგებაშვილი
Presentation
•
Other
•
3rd - 4th Grade
•
Hard
tam una
Used 28+ times
FREE Resource
17 Slides • 0 Questions
1
ანდროკლე და ლომი
By tam una - თამუნა ვალიშვილი/Fb. Group "სასწავლო რესურსები და აქტივობები"
2
რომი - იტალიის ისტორიული დედაქალაქი
უცხო სიტყვები და გამოთქმები
3
აფრიკა - ერთ-ერთი კონტინენტი
4
უდაბური, უკაცრიელი.
უდაბნო
დიდი ზომის ბუნებრივი ან ხელოვნური შეღრმავება კლდეში.
გამოქვაბული
5
გარეული ცხოველის, ნადირის სადგომი
ბუნაგი
მოედანი, რომელზეც სანახაობა ეწყობა, წარმოდგენა იმართება.
საბრძოლო არენა
6
მონა - უუფლებო, დაჩაგრული ადამიანი, სხვისი მორჩილი, სხვისი ნების ამსრულებელი.
7
ლაქუცი - თამაში ან მიალერსება
სეირი - გასართობი სანახაობა
მაცქერალი - მაყურებელი
8
ლომს სიკეთის საოცარი გადახდა შეუძლია. აი, ამისი უტყუარი მაგალითი.
ძველ დროში რომის ერთი მებატონის მონამ, სახელად ანდროკლემ დანაშაული ჩაიდინა. სასჯელის შეეშინდა და შორეულ ქვეყანაში - აფრიკაში - გაიქცა, სადაც ბევრი ლომი ბინადრობდა და ახლაც ბინადრობს. რადგანაც ანდროკლეს დაჭერისა ეშინოდა, ამიტომ უდაბნოში გავიდა და იქ იმალებოდა.
9
დიდი სიცხის დროს მან თავი შეაფარა გამოქვაბულს, მაგრამ ხიფათს ვერ ასცდა; იმავე გამოქვაბულში ცოტა ხნის შემდეგ უშველებელი ლომი შევიდა, თურმე იქ მისი ბუნაგი იყო. ანდროკლეს სიკვდილის ფერი ედო.
10
როცა ლომმა დაუპატიჟებელი სტუმარი დაინახა თავის ბუნაგში, მშვიდობიანად მიუახლოვდა და მუხლზე დაადო თავისი დაჭრილი ფეხი, რომელიც სისხლში ჰქონდა მოსვრილი. ანდროკლე იმწამსვე მიხვდა ლომის სურვილს, გაუსინჯა დაჭრილი ფეხი და ამოუღო იქიდან გრძელი და წვეტიანი ეკალი.
11
ლომმა შვება იგრძნო და ანდროკლეს ლოკვა და ლაქუცი დაუწყო ნიშნად მადლობისა. ლომმა ესეც არ იკმარა, ყოველთვის, როცა ნანადირევი მოჰქონდა, წილს ანდროკლეს სთავაზობდა. ასე იცხოვრეს ორმა მეგობარმა მთელი სამი თვე.
12
ბოლოს ანდროკლემ გამოქვაბულში მარტოდმარტო ცხოვრება ვეღარ შეძლო და გარეთ გამოვიდა. იგი დაიჭირეს და რომში გააგზავნეს. მალე იგივე უბედურება ლომსაც ეწვია. ისიც დაიჭირეს და რომში წაიყვანეს. იქ, სხვა მხეცებთან ერთად, რომაელებისათვის ლომს სხვადასხვა სეირი უნდა ეჩვენებინა.
13
ანდროკლეს, როგორც დამნაშავე მონას, ლომებთან ბრძოლა მიუსაჯეს. ეს ბრძოლა, საზოგადოდ, დამნაშავის დაგლეჯით და სიკვდილით თავდებოდა. დანიშნულ დროს ანდროკლე გამოიყვანეს საბრძოლო არენაზე და იმწამსვე გამოუშვეს ლომებიც. ყველაზე დიდი და საშინელი ლომი მიუახლოვდა ანდროკლეს.
14
მაგრამ მისი დაგლეჯვის ნაცვლად ხალხს სრულიად სხვა სეირი აჩვენა: დაყნოსა კაცი, გარს შემოუარა და ფეხქვეშ გაუგორდა, თან ლოკვა და ლაქუცი დაუწყო. ეს ის ლომი იყო, რომელთანაც ანდროკლე გამოქვაბულში ცხოვრობდა.
15
ყველა მაცქერალს გული აუჩუყდა და სასიხარულო ჟრიამული შეიქმნა. მონას დანაშაული აპატიეს და ეს ლომიც საჩუქრად მისცეს. სხვადასხვა წყაროდან ცნობილია, რომ ანდროკლეს ეს ცხოველთა მეფე დაჰყავდა რომის ქუჩებში და ხალხს აჩვენებდა. ხალხიც საარსებოდ ფულს უხვად აძლევდა მას და ლომს კი ყვავილებს აყრიდა ნიშნად გულითადი პატივისცემისა.
იაკობ გოგებაშვილი
16
ანდროკლე და ლომი წარმოუდგენელი წყვილია, მაგრამ მათი მეგობრობა ძლიერი და ჭეშმარიტი აღმოჩნდა. როდესაც ანდროკლემ ლომის თათიდან ეკალი ამოიღო, ნდობასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული მეგობრობა დაიბადა. სწორედ ამ ძლიერმა კავშირმა აიცილა ლომი არენაზე ანდროკლეზე თავდასხმისგან.
მეგობრობა საუკეთესოა, როდესაც ის ნდობაზეა დაფუძნებული.
მეგობრები ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ მზრუნველნი და ყურადღებიანნი.
გყავს საუკეთესო მეგობარი?
რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს მეგობარში?
როგორ ფიქრობ, რა მოსწონს მას შენში ყველაზე მეტად?
17
ანდროკლე და ლომი
By tam una - თამუნა ვალიშვილი/Fb. Group "სასწავლო რესურსები და აქტივობები"
Show answer
Auto Play
Slide 1 / 17
SLIDE
Similar Resources on Wayground
Popular Resources on Wayground
24 questions
PBIS-HGMS Day 10
Quiz
•
6th - 8th Grade
10 questions
HCS SCI 03 Summer School Review 3
Quiz
•
3rd Grade
11 questions
Home Scope
Quiz
•
7th - 8th Grade
15 questions
HCS SCI 05 Summer School Assessment 3 Review
Quiz
•
5th Grade
35 questions
Lufkin Road Middle School Student Handbook & Policies Assessment
Quiz
•
7th Grade
18 questions
Geo 11.3 Area of Circles and Sectors
Quiz
•
9th - 11th Grade