Search Header Logo

ამოცანები IV კლასი (ევერესტი)

Authored by nana metreveli

Mathematics

3rd - 5th Grade

Used 27+ times

ამოცანები IV კლასი (ევერესტი)
AI

AI Actions

Add similar questions

Adjust reading levels

Convert to real-world scenario

Translate activity

More...

    Content View

    Student View

10 questions

Show all answers

1.

MULTIPLE CHOICE QUESTION

3 mins • 1 pt

ცნობილია, რომ მართკუთხედის პერიმეტრი ნაკლებია 30 სმ-ზე და ასევე ცნობილია, რომ სიგრძე და სიგანე კენტი რიცხვებია. ქვემოთ მოცემულთაგან რომელი შეიძლება იყოს მართკუთხედის სიგრძე და სიგანე?

14 სმ და 1 სმ

12 სმ და 2 სმ

11 სმ და 19 სმ

11 სმ და 3 სმ

2.

MULTIPLE CHOICE QUESTION

3 mins • 1 pt

ბებიას ზუსტად იმდენი ლარი აქვს, რომ შეუძლია შეიძინოს 16 მეტრი ძაფი, რომლის ერთი მეტრი 3 ლარი ღირს. მაქსიმუმ (ყველაზე ბევრი) რამდენი მეტრი ძაფის ყიდვას შეძლებს ბებია, თუ ძაფის ფასი 1 ლარით მოიმატებს?

4 მეტრი

9 მეტრი

12 მეტრი

24 მეტრი

3.

MULTIPLE CHOICE QUESTION

3 mins • 1 pt

ვასოს უფლება აქვს ნებისმიერი ორი ერთნიშნა რიცხვი ერთმანეთზე გაამრავლოს და მიღებულს გამოაკლოს რიცხვი 1. ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომლის მიღებას ვერ შეძლებს ვასო?

20

19

18

17

4.

MULTIPLE CHOICE QUESTION

3 mins • 1 pt

გია კინოს ბილეთის რიგში დგას. რიგში გიას წინ მხოლოდ მამაკაცები და ქალბატონები დგანან. თუ გიას წინ მდგომი ყველა მამაკაცი რიგს დატოვებს, მაშინ გია რიგში მეოთხე აღმოჩნდება. ხოლო, თუ გიას წინ მდგომი ყველა ქალბატონი დატოვებს რიგს, მაშინ იგი რიგში მეექვსე აღმოჩნდება. მერამდენე დგას გია რიგში?

მეთერთმეტე

მეათე

მეცხრე

ამის გაგება შეუძლებელია

5.

MULTIPLE CHOICE QUESTION

3 mins • 1 pt

ქვემოთ მოცემული რამდენი წინადადებაა ჭეშმარიტი?

 ნებისმიერი ორნიშნა რიცხვის მომდევნო რიცხვი ორნიშნა რიცხვია;

 ნებისმიერი ორნიშნა რიცხვის წინა რიცხვი ორნიშნა რიცხვია;

 ნებისმიერი ლუწი რიცხვის მომდევნო რიცხვი კენტი რიცხვია;

 ნებისმიერი კენტი რიცხვის მომდევნო რიცხვი კენტი რიცხვია.

ერთი

ორი

სამი

არც ერთი

6.

MULTIPLE CHOICE QUESTION

3 mins • 1 pt

დაფაზე დაწერეს სამი ერთმანეთის მომდევნო რიცხვი. ამ სამ რიცხვს შორის უდიდესისა და უმცირესის ჯამია 58. რას უდრის ამ სამ რიცხვს შორის უმცირესი რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვების ჯამი?

60-ს

58-ს

56-ს

54-ს

7.

MULTIPLE CHOICE QUESTION

3 mins • 1 pt

აწონეს 2 ერთნაირი მასის ნესვი და 1 საზამთრო. ორივე ნესვი ერთად 12 კილოგრამი აღმოჩნდა. ასევე ცნობილია, რომ ნახევარი საზამთრო 2-ჯერ მძიმეა, ვიდრე ერთი ნესვი. რას იწონის ერთი საზამთრო?

12 კგ-ს

16 კგ-ს

18 კგ-ს

24 კგ-ს

Access all questions and much more by creating a free account

Create resources

Host any resource

Get auto-graded reports

Google

Continue with Google

Email

Continue with Email

Classlink

Continue with Classlink

Clever

Continue with Clever

or continue with

Microsoft

Microsoft

Apple

Apple

Others

Others

Already have an account?