NEW
Font size
S
M
L
XL
Worksheetsთანდებული
Total questions: 18
Worksheet time: 18mins
Name
Class
Date
1.
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის თანდებულიანი ბრუნვა?
a)
მიცემითი
b)
წოდებითი
c)
ნათესაობითი
d)
მოქმედებითი
2.
რომელ წინადადებაშია გამოყენებული თანდებულიანი სახელობითის ფორმა?
a)
ამ ქალივით ტკბილი ხმა არავის აქვს.
b)
მდინარეში წყაროსავით კამკამა წყალი მოედინებოდა.
c)
კაცი ხესავით იდგა, არ ინძრეოდა.
d)
დასვენება ჰაერსავით მჭირდებოდა.
3.
რომელი ფრაზა წარმოადგენს თანდებულიანი მიცემითის ფორმას?
a)
ბავშვივით უმწეო
b)
ზამთარივით ცივი
c)
ზღვასავით ვრცელი
d)
ვარდივით სურნელოვანი
4.
რომელ წინადადებაშია გამოყენებული მიცემითი ბრუნვის თანდებული?
a)
შესვენებისთანავე გამოვალ.
b)
ჩემთვის ყველაფერი სულერთია.
c)
გოგონა მეგობრითურთ მოსულიყო.
d)
ყველანი სახლში ვიყავით.
5.
რომელ წინადადებაშია გამოყენებული მიცემითი ბრუნვის თანდებული?
a)
ყველაფერზე თანახმა ვიყავი.
b)
ნესტანი ვეფხვისებრი იყო.
c)
ჩემგან დალოცვილი იქნები.
d)
ქალი ჩანთისკენ დაიხარა.
6.
რომელი ბრუნვის თანდებულია გამოყენებული მოცემულ წინადადებაში?-ჩემს ძმასთან მისვლა ძალიან მინდა.
a)
ნათესაობითის
b)
სახელობითის
c)
მიცემითის
d)
მოქმედებითის
7.
რომელია არასწორი?
a)
ვაზზე
b)
ბალიშში
c)
თბილისში
d)
წარსულსზე
8.
რომელ წინადადებაშია შეცდომა?
a)
გასაღები საათთან დევს.
b)
ბართან ერთად ყვავილებიც გამომიგზავნა.
c)
ისეთი არაფერი მომხდარა, პატარა ნაკაწრი აქვს თითთან.
d)
ამანათთან დაკავშირებით პატარა ხარვეზი იყო.
9.
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ნათესაობითი ბრუნვის თანდებული?
a)
ებრ
b)
კენ
c)
თანავე
d)
ურთ
10.
რომელ წინადადებაში არ არის გამოყენებული ნათესაობითის თანდებული?
a)
ყველაფერი კარგისკენ შეტრიალდა.
b)
ქალაქგარეთ გათენებისთანავე წავედი.
c)
ქალი ბავშვითურთ იყო მოსული.
d)
ქაღალდს ხისგან ამზადებენ.
11.
რომელი ბრუნვის თანდებულია "ებრ"?
a)
მიცემითი
b)
ნათესაობითი
c)
მოქმედებითი
d)
ვითარებითი
12.
რომელ წინადადებაში არ არის გამოყენებული მოქმედებითი ბრუნვის თანდებული?
a)
მეზობელი ეზოდან გავიდა.
b)
ცურვა ბავშვობიდანვე მიყვარდა.
c)
მასწავლებელი კლასში რვეულებითურთ შევიდა.
d)
მეხანძრისგან დაუდევრობა დაუშვებელია.
13.
რომელი არ არის თანდებულიანი მოქმედებითის ფორმა?
a)
მეუღლითურთ
b)
სკოლითგან
c)
კვირამდე
d)
დილიდან
14.
რომელ წინადადებაშია გამოყენებული თანდებულიანი ვითარებითის ფორმა?
a)
გიორგი უფრო მეტად პირველი გუნდისკენ იხრებოდა.
b)
მთამდე მისასვლელად გრძელი და რთული გზის გავლაა საჭირო.
c)
ბევრი სტუმარი უცხოეთიდან იყო მოწვეული.
d)
მოხუცი ხშირად საუბრობდა თავის ბავშვობაზე.
15.
რომელ წინადადებაში არ არის დაშვებული შეცდომა?
a)
მოდი, გვერძე მომიჯექი.
b)
გამყიდველი ანგარიში ბევრს იტყუებოდა.
c)
თბილიში ბევრი ლამაზი ქუჩაა.
d)
მეგობრისგან გვიან დავბრუნდი.
16.
რომელია სწორი?
a)
ხიდან გაკეთებული ნივთი.
b)
მეგობრიდან წამოსული ახალგაზრდა.
c)
ვერცხლიდან გამოჭედილი ქარქაში.
d)
რკინისგან დამზადებული კარი.
17.
რომელ წინადადებაშია შეცდომა?
a)
სპორტსმენები ამ ასპარეზზე იბრძოლებენ.
b)
პატარა ბავშვს თავი ბალიშში ჩაერგო.
c)
დუშეთან ახლოს ერთი ლამაზი მონასტერია.
d)
ქართველები სპილენძიდან იარაღს ამზადებდნენ.
18.
რომელ წინადადებაში არ არის დაშვებული შეცდომა?
a)
ასეთი ტვირთით ქალაქამდის ვერ ჩავალთ.
b)
ბავშვი შეშინებულსავით იდგა.
c)
რის შეკერვას აპირებ ამ ნაჭრიდან?
d)
მტრის ჯარისკაცმა ხმალი ქარქაშში ჩააგო.
Reset
