Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ვეფხისტყაოსანი

Total questions: 40

Worksheet time: 39mins

Name
Class
Date
1.
როგორ ახსნა სარიდანმა ის, რომ საკუთარი სამეფოს ფარსადანისთვის გადაცემა სურდა?
a)
დიდი ბრძოლა წააგო და შერცხვენილი იყო.
b)
სურდა, მისი სახელი, როგორც მეფის ერთგულისა, ისე დამახსოვრებოდათ.
c)
ეშინოდა, რომ ფარსადანი ბრძოლით წაართმევდა სამეფოს.
d)
ტარიელმა სთხოვა, ასე მოქცეულიყო.
2.
რას ნიშნავს კაეშანი?
a)
სევდა
b)
ცეცხლი
c)
მარტოობა
d)
ბრძოლა
3.
"უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი" - რომელი პერსონაჟია დახასიათებული ამ ეპითეტებით?
a)
სარიდანი
b)
როსტევანი
c)
ტარიელი
d)
ფარსადანი
4.
რამდენი დღე იწვა გულწასული ტარიელი ნესტანის ნახვის შემდეგ?
a)
1
b)
2
c)
3
d)
4
5.
რას ნიშნავს სახმილი?
a)
სევდა
b)
მარტოობა
c)
მიჯნურობა
d)
ცეცხლი
6.
რამდენ სამეფოდ იყო დაყოფილი ინდოეთი?
a)
5
b)
6
c)
7
d)
8
7.
სად არის შემონახული რუსთაველის ფრესკა?
a)
საბერძნეთში, ჯვრის მონასტერში.
b)
იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში.
c)
მცხეთაში, ჯვრის მონასტერში.
d)
კონსტანტინეპოლში, ჯვრის მონასტერში.
8.
"შვიდისა წლისა შეიქნა, ქალი წყნარი და ცნობილი" - რას ნიშნავს ნესტანისადმი გამოყენებული ეპითეტი "ცნობილი"?
a)
სახელგანთქმულს
b)
გამარჯვებულს
c)
გონიერს
d)
დინჯს
9.
რას სთხოვს ნესტანი ტარიელს სიყვარულის დასამტკიცებლად?
a)
ხატაეთში ლაშქრობას.
b)
დურუჯებზე ნადირობას.
c)
ამირბარობაზე უარის თქმას.
d)
ყვავილების მიტანას.
10.
რას ნიშნავს ამირბარი?
a)
რაინდს
b)
მოლაშქრეს
c)
ფლოტის მთავარსარდალს
d)
მხედართმთავარს
11.
რა უბოძა სამეფოს გადაცემის სანაცვლოდ ფარსადანმა სარიდანს?
a)
ამირბარობა
b)
ერთი სამეფო განსაკარგავად
c)
ამირსპასალარობა
d)
ამირბარობა და ერთი სამეფო განსაკარგავად.
12.
ვინ ზრდიდა ნესტან-დარეჯანს?
a)
ფარსადანის და, დავარი
b)
დეიდამისი, დავარი
c)
სარიდანის მეუღლე, დავარი
d)
ასმათი
13.
"ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა" - რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული მოცემულ ტაეპში?
a)
შედარება
b)
ეპითეტი
c)
მეტაფორა
d)
ჰიპერბოლა
14.
რამდენმარცვლიანი საზომითაა დაწერილი "ვეფხისტყაოსანი"?
a)
14
b)
15
c)
16
d)
17
15.
ჩამოთვლილთაგან, რომელ მხატვრას არ დაუსურათებია "ვეფხისტყაოსანი"?
a)
ლადო გუდიაშვილს
b)
მიხაი ზიჩს
c)
სერგო ქობულაძეს
d)
ნიკო ფიროსმანს
16.
რატომ გადაწყვიტა მეფემ, რომ დავარს გაეზარდა ნესტანი?
a)
მისი დეიდა იყო
b)
ქაჯეთში იყო განათხოვარი და ბრძენი ქალი იყო
c)
ქვრივი იყო და კარგად მიხედავდა
d)
პოემაში ამაზე საუბარი არ არის.
17.
მოღწეულია თუ არა ჩვენამდე "ვეფხისტყაოსნის" დედანი?
a)
კი
b)
არა
18.
რომელ წელს დაიბეჭდა პირველად "ვეფხისტყაოსანი"?
a)
1617
b)
1816
c)
1712
d)
1709
19.
ვინ დაბეჭდა პირველად "ვეფხისტყაოსანი"?
a)
თამარ მეფემ
b)
ერეკლე მეორემ
c)
ვახტუშტი ბატონიშვილმა
d)
ვახტანგ VI-მ
20.
"ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია" - რომელი პერსონაჟი ამბობს ამ სიტყვებს?
a)
ნესტანი
b)
ტარიელი
c)
სარიდანი
d)
ავთანდილი
21.
"ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია" - რას ნიშნავს მუხთალი?
a)
სრულყოფილი
b)
ამაო
c)
ერთგული
d)
მოღალატე
22.
"მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა" - რომელი მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ამ სტრიქონში?
a)
შედარება
b)
მეტაფორა
c)
ეპითეტი
d)
სიმბოლო
23.
რა არის დურაჯი?
a)
დარაჯი
b)
ჯალათი
c)
ფრინველის სახეობაა
d)
ცხოველის სახეობაა
24.
"ვამე, მას აქეთ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!" - ამბობს ტარიელი. როგორ გესმით ეს მეტაფორა?
a)
მას შემდეგ შვებით დავიწყე ცხოვრება
b)
მას შემდეგ სიყვარულის გაუნელებელი ცეცხლი მწვავს
c)
მას შემდეგ ნიადაგ, მუდამ ავად ვარ.
25.
"დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია" - რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ამ სტრიქონში?
a)
ჰიპერბოლა
b)
შედარება
c)
მეტაფორა
d)
ალეგორია
26.
რატომ მოუყვანეს ავადმყოფ ტარიელს მოლები, რათა ელოცათ მისთვის?
a)
ტარიელი მორწმუნე მაჰმადიანია.
b)
ტარიელი ავადაა და მხოლოდ ლოცვა უშველის.
c)
ეგონათ, ეშმაკმა შეიპყრო, ვინაიდან ექიმებმა ვერაფერი გაუგეს მის ავადმყოფობას.
d)
ნესტანის ბრძანება იყო.
27.
რატომ სურს ტარიელს, რომ მალე მომჯობინდეს და საკუთარ სასახლეში დაბრუნდეს?
a)
ეშინია, ნესტანმა არ ნახოს ასეთ მდგომარეობაში.
b)
უნდა, რომ მალე შეძლოს ომში წასვლა.
c)
ერიდება, ფარსადანისა და მისი მეუღლის შეწუხება.
d)
არ უნდა, რომ ავადმყოფობის ნამდვილი მიზეზი გამჟღავნდეს.
28.
რატომ უკვირს ტარიელს ასმათის მიერ გამოგზავნილი წერილის მიღება? 
a)
ასმათს არ იცნობს
b)
ფიქრობს, რომ ქალი კაცს წერილს არ უნდა სწერდეს
c)
ჰქონია, რომ ასმათს ადრესატი შეეშალა
d)
ჰგონია, რომ ასმათი მას ეარშიყება.
29.
როგორ გესმით ნესტანის სიტყვები: "ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?"
a)
სიყვარულს უხდება გულისწასვლა.
b)
როგორ გგონია, მიჯნურს გული არ უნდა მისდიოდეს?
c)
მიჯნურს ხშირად ამაოდ მისდის გული.
d)
ამაო გულისწასვლა შენ მიჯნურობა გგონია?
30.
რას ნიშნავეს გახელებული?
a)
გაგიჟებულს, გაშმაგებულს
b)
შეყვარებულს, მიჯნურს
c)
დარდიანს, სევდიანს
31.
რამდენი წელი ეძებდა ავთანდილი ტარიელს?
a)
1
b)
2
c)
3
d)
4
32.
რატომ დააბრუნა ფარსადანმა ტარიელი უკან, მამასთან, სასახლეში?
a)
ტარიელი ხატაეთში უნდა წასულიყო საომრად.
b)
ნესტანი დაიბადა.
c)
ფარსადანმა შეატყო, რომ ნესტანს მეფობა შეეძლო
d)
სარიდანმა სთხოვა, შვილი დაებრუნებინათ მისთვის.
33.
რისი მეტაფორაა ვარდი მოცემულ სტრიქონში:"გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავმცა რად დასტენე"
a)
ტუჩების
b)
თვალების
c)
პირ-სახის
d)
ხელების
34.
როგორ გესმით ფრაზა: "მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი".
a)
მასთან განშორებას ალმასივით მაგარი გულიც ვერ გადაიტანს.
b)
მასთან განშორება ადვილი იყო
c)
მათი გაყრა აუცილებელი იყო
d)
მასთან გაყრა გულით მსურდა.
35.
რომელი პერსონაჟის შესახებაა ნათქვამი სიტყვები -  "მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი".
a)
თინათინის
b)
ავთანდილის
c)
ტარიელის
d)
ნესტანის
36.
რატომ არ მოსწონს ტარიელს ადამიანები, რომლებიც საწუთროს ენდობიან, "მიმნდონი საწუთროსანი"?
a)
ისინი ადვილად კმაყოფილდებიან ამქვეყნიური სიკეთეებით და არ ფიქრობენ, რომ მომავალში შესაძლოა უბედურება ეწიოთ.
b)
ისინი არასდროს კმაყოფილდებიან მიღწელით და ხარბები, გაუმაძღრები არიან.
37.
პოემის რომელი პერსონაჟის შესახებაა ნათქვამი: "აწ მაშინდელის ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა".
a)
ტარიელის
b)
ნესტანის
c)
ასმათის
d)
თინათინის
38.
ტარიელის აზრით, რა ახასიათებს წუთისოფელს, რის გარეშე არ ჩაივლის ადამიანის ცხოვრება?
a)
იმედგაცრუების, უბედურების
b)
ლხინის, შვების
c)
სიყვარულის დაკარგვის
d)
სიკეთის გამარჯვების
39.
საიდან ვიცით, რომ რუსთაველს შოთა ერქვა?
a)
პოემაშია ნათქვამი, ფრესკაზეც წერია
b)
დაბადების მოწმობა იპოვნეს არქეოლოგებმა
c)
თამარ მეფის წერილი იპოვნეს შოთასადმი
40.
რომელ საუკუნეში დაიწერა "ვეფხისტყაოსანი"?
a)
მე-10
b)
მე-11
c)
მე-12
d)
მე-13