wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

გრამატიკა V კლასი

Total questions: 30

Worksheet time: 23mins

Name
Class
Date
1.

ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის არსებითი სახელის ჯგუფი?

a)

კონკრეტული

b)

საკუთარი

c)

კრებითი

d)

მხოლობითი

2.

ხროვა არის ... არსებითი სახელი.

a)

უსულო

b)

აბსტრაქტული

c)

კრებითი

d)

ნივთიერებათა

3.

ჩამოთვლილთაგან რომელია აბსტრაქტული არსებითი სახელი?

a)

სინათლე

b)

მარსი

c)

სიკეთე

d)

ჯოგი

4.

წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა არის .....


ეზოში სამი ცისფერთვალა ბიჭი თამშობდა.

a)

რიცხვითი სახელი

b)

არსებითი სახელი

c)

ზედსართავი სახელი

d)

ზმნა

5.

ჩამოთვლილთაგან რომელ ჯგუფებს მიაკუთვნებდით არსებით სახელს ,,რძე" ?

a)

რა ჯგუფის, სულიერი, საკუთარი, კრებითი

b)

რა ჯგუფის, უსულო, საზოგადო, კრებითი

c)

რა ჯგუფის, აბსტრაქტული, საკუთარი, ნივთიერებათა

d)

რა ჯგუფის, კონკრეტული, საზოგადო, ნივთიერებათა

6.

რომელ ბრუნვაში არ ხდება კუმშვა?

a)

ნათესაობითი

b)

მოქმედებითი

c)

ვითარებითი

d)

წოდებითი

7.

რომელ ბრუნვაში ხდება კვეცა?

a)

სახელობითი და მოთხრობითი

b)

მიცემითი და ნათესაობითი

c)

ნათესაობითი და მოქმედებითი

d)

მოქმედებითი და ვითარებითი

8.

ჩამოთვლილთაგან რომელი სიტყვაა მოქმედებით ბრუნვაში?

a)

კალმით

b)

კატად

c)

მზემ

d)

წყლით

9.

ჩამოთვლილთაგან რომელი სიტყვაა კუმშვადი?

a)

წიგნი

b)

კოვზი

c)

ქათამი

d)

ტელეფონი

10.

ჩამოთვლილთაგან რომელი სიტყვაა კვეცადი?

a)

რძე

b)

ორმო

c)

ფურცელი

d)

ბოთლი

11.

მოცემულ წინადადებაში რომელია ზედსართავი სახელი?


წითელი სკამის წინ ორი მოხრილი ხე იდგა.

a)

სკამი და ხე

b)

იდგა

c)

წითელი და ორი

d)

წითელი და მოხრილი

12.

რომელ წინადადებაშია ვითარებითი ზედსართავი სახელი?

a)

ჩემმა დამ ნათელი ბინა იყიდა.

b)

ნიჭიერი მოსწავლე სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდა.

c)

უქუდო კაცს ძალიან შესცივდა.

d)

მზიანი დღის ბოლოს ქარი ამოვარდა.

13.

რომელ ზედსართავ სახელშია ქონა-ყოლის ზედსართავი სახელი სწორად გამოყოფილი?

a)

ყინულ-ოვან-ი

b)

ყინულო-ვან-ი

c)

ყინულ-ოვანი

d)

ყინულოვ-ან-ი

14.

რომელ წინადადებაშია ქონა-ყოლის ზედსართავი სახელი?

a)

გრძელი დღის ბოლოს გიორგი დაღლილი დაბრუნდა სახლში.

b)

გოჭი ჭყვიტინით იკლებდა ეზოს.

c)

გიორგი სამფეხა სკამზე იჯდა.

d)

გატეხილი ჭიქა ისევ კარადაში იდო.

15.

რომელ ორ წინადადებაშია უქონლობის ზედსართავი სახელი?

a)

ზღვის პირას ცარიელი ნავი ტივტივებდა.

b)

უღრუბლო ცაზე მზეც არ ჩანდა.

c)

ნინომ იფიქრა, რომ უგულო მეგობარი ჰყავდა.

d)

ნინოს ზაფხულის მოახლოება არ ახარებდა.

16.

მონიშნეთ ის ფორმა, რომელშიც უქონლობის მაწარმოებელი სწორად არის გამოყოფილი.

a)

უგემურ-ი

b)

უ-გემუ-რი

c)

უგემ-ურ-ი

d)

უ-გემ-ურ-ი

17.

რატომ გადაიქცევა უქონლობის ,,უ---ურ" მაწარმოებელი ,,უ---ულ" მაწარმოებლად?

a)

იმიტომ რომ სხვადასხვა მაწარმოებელია და სხვადასხვა ფორმა დაერთვის.

b)

ორივეს დართვა შეიძლება ერთი და იგივე ფორმისთვის.

c)

როცა ფუძეში ,,რ" თანხმოვანი ხვდება, -ურ გადაიქცევა -ულ მაწარმოებლად.

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

18.

ჩამოთვლილთაგან რომელშია მოცემული მხოლოდ უქონლობის ზედსართავი სახელები?

a)

გონიერი, ზომიერი, უპურო, ფრიადოსანი

b)

უწიგნური, უფერული, უგემური, უხერხული

c)

უძლური, უეკლო, დანიანი, ქალაქელი

d)

კლდოვანი, ქუდოსანი, უშვილო, კახური

19.

რომელი სიტყვის ფუძეში იყო ,,რ" და ამის გამო ,,უ-ურ" მაწარმოებლის ნაცვლად, ,,უ-ულ" მაწარმოებელი მივიღეთ?

a)

უფერული

b)

უგემური

c)

უბედური

d)

უწიგნური

20.

ჩამოთვლილთაგან რომელია სადაურობის ზედსართავი სახელი?

a)

შოკოლადიანი

b)

ყვავილებიანი

c)

არაბული

d)

მშვიდობიანი

21.

რომელ წინადადებებშია სადაურობის ზედსართავი სახელები?

a)

რაჭველი ბიჭი კაკლის ხეს ბერტყავდა.

b)

ამერიკული ფილმები ძალიან მომწონს.

c)

თუშური საკრავების გამოფენაზე ვიყავი.

d)

ქალაქელმა ბიჭმა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა პირველად ნახა.

22.

რომელ წინადადებებშია ხელობის ზედსართავი სახელები?

a)

მეფუტკრე ვანო დილით 6 საათზე იღვიძებს.

b)

სკოლის ეზოში ჭადრის ხე დგას.

c)

მებადური კაცი მისდევს ბადეს.

d)

საბავშვო ოთახში ნათურა გადაიწვა.

23.

რომელ წინადადებაშია დანიშნულების ზედსართავი სახელი?

a)

სევდიანი ნიკოლოზი მთელი დღე მოწყენილი იჯდა.

b)

ცარიელ ფურცელზე სახლი დაეხატა.

c)

სამზარეულო ოთახში მთელი ოჯახი შეკრებილიყო.

d)

მეპურე კაცს თეთრი ქუდი ეხურა.

24.

ჩამოთვლილთაგან რომელია კუმშვად-კვეცადი არსებითი სახელი?

a)

პეპელა

b)

პური

c)

სკამი

d)

ხე

25.

ჩამოთვლილთაგან რომელია კუმშვად-კვეცადი არსებითი სახელი?

a)

ბურთი

b)

ქვეყანა

c)

სამშობლო

d)

საქართველო

26.

ჩამოთვლილთაგან რომელია უკუმშველი არსებითი სახელი?

a)

ატამი

b)

ბუ

c)

ბაღი

d)

დრო

27.

ჩამოთვლილთაგან რომელი ფორმაა არასწორი?

a)

ნიგოზის

b)

უჯრის

c)

საპნის

d)

მაწვნის

28.

ჩამოთვლილთაგან რომლებია კვეცადი არსებითი სახელები?

a)

ბზა, გზა, მუხა.

b)

თარო, სპილო, უთო.

c)

წერილი, მგელი, ჭიქა.

d)

წყარო, მთა, ვარდი.

29.

რომელ წინადადებაში არ არის დაშვებული შეცდომა?

a)

ორ წუთში დავბრუნდები, ფანქარის მოსატანად მივდივარ.

b)

ძალიან მიყვარს ნიგოზის გოზინაყი.

c)

ხელი უთოთი დავიწვი.

d)

დილით მამალის ყივილმა გამაღვიძა.

30.

რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა?

a)

ფანჯარის რაფაზე ორი ქოთანი იდგა.

b)

ქარხნის წინ ტრიალი მინდორი იყო.

c)

ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარების.

d)

ზოოპარკში სპილო ძალიან პატარა გალიაში იყო.