wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ზედსართავი სახელი

Total questions: 11

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

ჩამოთვლილთაგან რომელია ზედსართავი სახელი?

a)

შორს

b)

დიდებული

c)

ბეჭები

d)

ვერცხლისფერი

2.

რომელ წინადადებაში გვხვდება ვითარებითი ზედსართავი სახელი?

a)

უფლისწულმა ცხრა მთა გადაიარა.

b)

კლდეებს შორის ვიწრო გასასვლელი შენიშნა.

c)

უფოთლო ხე ნელ-ნელა ხმებოდა.

d)

წყლიანი ჭიქა მაგდიდან გადავარდა.

3.

რომელ წინადადებაშია მიმართებითი ზედსართავი სახელი?

a)

აურზაური არაფრის გამო ატეხილიყო.

b)

კლლდოვან ნაპირებს ლალი ნელა მიუყვებოდა.

c)

ატირებული ტარიელი წყლის პირას იჯდა.

d)

მოწყენილი როსტევანი თინათინს ესაუბრებოდა.

4.

ჩამოთვლილთაგან რომელა ქონა-ყოლის ზედსართავი სახელი?

a)

კოპლიანი

b)

სანიმუშო

c)

ცისფერთვალება

d)

უმზეო

5.

რომელ წინადადებაშია გამოყენებული ქონა-ყოლის ზედსართავი სახელი?

a)

გონიერი მოწმე ხშირად კარგ დეტექტივზე მეტს ნიშნავს.

b)

უბედურ ძალღს გზაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა.

c)

სარკმლიდან მზის სხივები შემოდიოდა.

d)

ინგლისელი პიანისტი კონცერტს ზღვისპირა ქალაქში მართავდა.

6.

ჩამოთვლილთაგან რომელია უქონლობის ზედსართავი სახელი?

a)

ცხენოსანი

b)

მეზღვაური

c)

უჩანთო

d)

სამელნე

7.

რომელ წინადადებაშია გამოყენებული უქონლობა-უყოლობის ზედსართავი სახელი?

a)

სხვენს ყოველ ღამით უცხო ბინადარი სტუმრობდა.

b)

საკუჭნაოდ იყენებდნენ უფანჯრო ოთახს.

c)

სარკმლიდან გადახედვისას მიხვდა, რომ უფერული დილა გათენებულიყო.

d)

ჩემი სახლის წინ ასწლოვანი აკაციის ხე მოჭრეს.

8.

ჩამოთვლილთაგან რომელია სადაურობის ზედსართავი სახელი?

a)

წიგნებიანი

b)

სანაყინე

c)

მეთევზე

d)

პარიზელი

9.

რომელ წინადადებაშია გამოყენებული სადაურობის ზედსართავი სახელი?

a)

ქარიანი დილა გაუთენდა თბილისს.

b)

იაპონური ბრენდის მაღაზიის გახსნა შაბთს არის დაგეგმილი.

c)

უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.

d)

შერლოკი ინგლისელი დეტექტივი იყო.

10.

რომელ წინადადებაშია გამოყენებული დანიშნულების ზედსართავი სახელი?

a)

ნინოს საწვიმარი მოსაცმელი სახლში დარჩენოდა.

b)

ჩანთა უამრავი უსარგებლო ნივთით ჰქონდა სავსე.

c)

საკლასო ოთახში მოსწავლეები ონლაინ ქვიზს წერდნენ.

d)

უმნიშვნელო სიტყვებიც კი მის მდგომარეობაზე მოქმედებდა.

11.

რომელ წინადადებაშია გამოყენებული ხელობის ზედსართავი სახელი?

a)

დილით ადგომა ყოველთვის ძალიან რთულია.

b)

ზღვა ღელავდა, მებადური ბიჭი ბადეს მისდევდა.

c)

იქნებ ხვალ მაინც გათენდეს ბედნიერი დღე!

d)

იგი უკანმოუხედავად მიუყვებოდა გზას.