wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

სახელთა ბრუნება, მათი კუმშვა და კვეცა

Total questions: 22

Worksheet time: 11mins

Name
Class
Date
1.

როგორ ვიპოვოთ სახელის ფუძე?

a)

სახელი უნდა ჩავსვათ სახელობით ბრუნვაში, ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა

b)

სახელი უნდა ჩავსვათ ვითარებით ბრუნვაში, ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა

c)

სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ან მიცემით ბრუნვაში, ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა

d)

სახელი უნდა ჩავსვათ წოდებით ბრუნვაში, ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა

2.

რამდენი ბრუნვაა ქართულ ენაში?

a)

ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა

b)

ქართულ ენაში არის ექვსი ბრუნვა

c)

ქართულ ენაში არის ხუთი ბრუნვა

d)

ქართულ ენაში არის სამი ბრუნვა

3.

როგორია სახელი ფუძის დაბოლოების მიხედვით?

a)

სახელი ფუძის დაბოლოების მიხედვით არის ხმოვანფიძიანი

b)

სახელი ფუძის დაბოლოების მიხედვით არის თანხმოვანფუძიანი

c)

სახელი ფუძის დაბოლოების მიხედვით არის ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი

d)

სახელს ფუძის დაბოლოება არ აქვს

4.

რას ეწოდება კუმშვა?

a)

ფუძის შუიდან თანხმოვნის ამოვარდნას კუმშვა ჰქვია

b)

ბოლოკიდური ხმოვნის ჩამოშორებას ეწოდება კუმშვა

c)

ფუძის შუიდან ხმოვნის ამოვარდნას კუმშვა ჰქვია

d)

ბოლოკიდური თანხმოვნის ჩამოშორებას ეწოდება კუმშვა

5.

რომელი ხმოვნები ამოვარდება კუმშვის დროს?

a)

ა; ე; ი;

b)

ა; ე; ო

c)

ა; ე; უ

d)

ა; ე;

6.

რომელ ბრუნვებში ხდება კუმშვა?

a)

სახელობითში, მიცემითსა და წოდებითში

b)

ნათესაობითში, მოქმედებითში, წოდებითსა და -ებ სუფიქსიანი მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში

c)

მიცემითში, ნათესაობითსა და წოდებითში

d)

ნათესაობითში, მოქმედებითში, ვითარებითსა და -ებ სუფიქსიანი მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში

7.

მოყვანილი მაგალითებიდან აირჩიეთ სახელის ის ფორმა, რომელშიც ხდება კუმშვა

a)

მეომრის

b)

ბავშვის

c)

სახლის

d)

მამის

8.

რას ეწოდება კვეცა?

a)

ფუძის შუიდან ხმოვნის ამოვარდნას

b)

ბოლოკიდური თანხმოვნის ჩამოშორებას

c)

ბოლოკიდური ხმოვნის ჩამოშორებას

d)

ფუძის შუიდან თანხმოვნის ამოვარდნას

9.

რომელი ხმოვნები ჩამოშორდება კვეცის დროს?

a)

ა; ე;

b)

ა;უ

c)

ე;ი;

d)

ა;ი

10.

ა ხმოვანზე დაბოლოებული სახელები რომელ ბრუნვებში იკვეცება?

a)

მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და წოდებით ბრუნვებსა და მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში

b)

მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და ვითარებით ბრუნვებსა და მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში

c)

მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებსა და მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

11.

მოყვანილი მაგალითებიდან რომელში ხდება კვეცა?

a)

შვლის

b)

დის

c)

მასწავლებლის

d)

კომშის

12.

ფუძის დაბოლოების მიხედვით როგორი სახელებისთვისაა დამახასიათებელი კუმშვა?

a)

ფუძეთანხმოვნიანი სახელებისთვის

b)

ფუძეხმოვნიანი და ფუძეთანხმოვნიანი სახელებისთვის

c)

ფუძეხმოვნიანი სახელებისთვის

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

13.

ფუძის დაბოლოების მიხედვით როგორი სახელებისთვისაა დამახასიათებელი კვეცა?

a)

ფუძეთანხმოვნიანი სახელებისთვის

b)

ფუძეთანხმოვნიანი და ფუძეხმოვნიანი სახელებისთვის

c)

ფუძეხმოვნიანი სახელებისთვის

d)

არც ერთი და არც მეორესთვის

14.

რომელი ვარიანტია სწორი თანმიმდევრობის მიხედვით დალაგებული ბრუნვის ნიშნებიდან?

a)

-ი; -მა; -ის; -ს- ით; -ად; -ო;

b)

-ი; -მა; -ს; -ის- ად; -ით; -ო;

c)

-ი; -მა; -ს; -ის- ით; -ად; -ო;

d)

-ი; -ს; -მა; -ის- ით; -ად; -ო;

15.

მოცემული მაგალითებიდან რომელში ხდება კუმშვა და კვეცა ერთდროულად?

a)

პეპლად

b)

სახლად

c)

მოსწავლედ

d)

იად

16.

შესაძლებელია თუ არა სახელის ბრუნებისას ერთდროულად მოხდეს კუმშვა და კვეცა?

a)

დიახ

b)

არა

c)

დიახ, ცალკეულ შემთხვევებში

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

17.

მოცემული მაგალითებიდან რომელში ხდება კუმშვა და კვეცა ერთდროულად?

a)

იად

b)

სახლად

c)

პეპლად

d)

ჩიტად

18.

სულ რამდენი სახელი არსებობს კუმშვად-კვეცადი?

a)

6

b)

4

c)

7

d)

3

19.

აირჩიეთ წარმოდგენილ კუმშვად-კვეცადი სახელებიდან რომელია სწორი

a)

პეპელა, ქარხანა, მასწავლებელი, ტომარა, მოყვარე

b)

პეპელა, ქარხანა, მოყვარე, ტომარა, ბეგარა, ფანჯარა, ქვეყანა

c)

პეპელა, ქარხანა, მოყვარე, ტომარა, სიკეთე, ფანჯარა, ქვეყანა

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

20.

ე ხმოვანზე დაბოლოებული სახელები რომელ ბრუნვებში იკვეცება?

a)

მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებსა და მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში

b)

მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში, მაგრამ არ იკვეცება მრავლობითი რიცხვში.

c)

მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და წოდებით ბრუნვებსა და მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში

d)

მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და ვითარებით ბრუნვებში, მაგრამ არ იკვეცება მრავლობითი რიცხვში.

21.

ერთმარცვლიანი ფუძეხმოვნიანი სახელები წოდებით ბრუნვაში რომელი ნიშნით გადმოიცემა?

a)

-ო ნიშნით

b)

-ვ ნიშნით

c)

ფუძის სახით

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

22.

როგორ ვიპოვოთ სახელის ფუძე?

a)

სახელი უნდა ჩავსვათ სახელობით ბრუნვაში, ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა

b)

სახელი უნდა ჩავსვათ ვითარებით ბრუნვაში, ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა

c)

სახელი უნდა ჩავსვათ მოთხრობით ან მიცემით ბრუნვაში, ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა

d)

სახელი უნდა ჩავსვათ წოდებით ბრუნვაში, ჩამოვაცილოთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება ფუძეა