Worksheetsაკადემიური
Total questions: 20
Worksheet time: 10mins
რას ქმნის სამეცნიერო ნაშრომის დასკვნა შესავალ ნაწილთან ერთად?
ნაშრომის ჩარჩოს
ლოგიკურ მსჯელობას
არგუმენტაციას
ნაშრომის მეთოდოლოგიას
პრობლემის ინტერპრეტაციას
რა დანიშნულება აქვს დასკვნას?
ჩამოაყალიბოს პასუხი საკვლევ კითხვაზე
წარმოაჩინოს, როგორ განხორციელდა კვლევის მიზანი
შეაჯამოს კონკრეტული შედეგები
აღწეროს ექსპერიმენტები
მოიძიოს პასუხები შესავალში დასმულ საკვლევ კითხვებზე
ნაშრომის რომელ ნაწილში უნდა გადმოიცეს, რა დადგინდა კვლევის, ანალიზის, ინტერპრეტაციის და ა.შ. შედეგად?
დასკვნაში
შესავალში
ძირითად ნაწილში
დანართებში
ბიბლოგრაფიაში
რამდენ ძირითად საფეხურს მოიცავს კონკრეტული შედეგების შეჯამება?
სამს
ორს
ოთხს
8.5-ს
რომელ ძირითად საფეხურებს მოიცავს კონკრეტული შედეგების შეჯამება?
კვლევის მიზნის, ჰიპოთეზის, მთავარი კითხვის რეკონსტრუქციას
კოკნკრეტული შედეგების წარმოდგენას
სამომავლო პერსპექტივის დასახვას
ფაქტობრივი მასალის ანალიზს
კონკრეტულ საკითხზე სამეცნიერო მონაცემების მოპოვებას
დასკვნაში არ იწერება:
ის მონაკვეთები, რომლებიც უკვე წერია ნაშრომის შესავალ ან ძირითად ნაწილებში თეორიული მიმოხილვა ან კონტექსტის აღწერა
ციტატა და პარაფრაზი
კონკრეტული შედეგები
კვლევის მონაპოვარი და სიახლე
სამომავლო პერსპექტივები
ნაშრომის რამდენ %-ს უნდა წარმოადგენდეს დასკვნა?
8,5%-ს
10%-ს
15%-ს
5%-ს
20%-ს
ჩამოთვლილთაგან, რომელი კომპონენტი არ განეკუთვნება დასკვნით ნაწილს?
საკვლევი კითხვა
გრაფიკებისა და ცხრილების ჩამონათვალი
გამოყენებული ლიტერატურის აღწერა
კვლევის შედეგების შეჯამება
სამომავლო პერსპექტივების დასახვა
რას ნიშნავს სიტყვა - ბიბლიოგრაფია?
წიგნების აღწერას
წიგნების მწერალს
წიგნების მოყვარულს
წიგნების მაძიებელს
წიგნების შემგროვებელს
ჩამოთვლილთაგან სიტყვა ,,ბიბლიოგრაფიის'' სინონიმებია:
ლიტერატურა
გამოყენებული ლიტერატურა
ლიტერატურის ნუსხა
ბიბლუსი
დანართი
რომელი წყაროები იყრის თავს ბიბლიოგრაფიაში?
ყველა ის წყარო, რომელიც გამოყენებულია ნაშრომში
ყველა ის წყარო, რომელიც წაგიკითხავთ ნაშრომზე მუშაობისას
ყველა ის წყარო, რომელიც მოძიებულია ინტერნეტის მეშვეობით
ყველა ის წყარო, რომელიც მოძიებულია ბიბლიოთეკაში
როგორ ლაგდება ბიბლიოგრაფიაში აღნუსხული ლიტერატურა?
ანბანური თანმიმდევრობით ავტორთა გვარების მიხედვით
ლიტერატურს გამოცემის თარიღის მიხედვით
ლიტერატურის მითითების თანმიმდევრობის მიხედვით
ჯერ - ინტერნეტში მოძიებული ლიტერატურა, შემდეგ - ბიბლიოთეკაში მოძებული
ფორმის მიხედვით წყაროები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:
ხელნაწერი
საარქივო კოლექცია
ვიდეო ჩანაწერები
პირველწყარო
მეორეული წყარო
როდის არ არის საჭირო წყაროს დამოწმება?
როცა საყოველთაოდ ცნობის ჭეშმარიტებაზე მსჯელობთ
როცა აკეთებთ პერიფრაზს
როცა მოგყავთ ციტატა
როცა აკეთებთ რეზიუმეს
სამეცნიერო ნაშრომის რომელ სტრუქტურულ ერთეულზეა საუბარი: ესაა ,,სტრუქტურული ერთეული, რომელშიც ნაშრომში განხილული, დამუშავებული და ციტირებული ყველა წყარო არის აღნუსხული ანბანური თანმიმდევრობით“?
ბიბლიოგრაფიაზე
შესავალზე
ძირითად ნაწილზე
სქოლიოზე
დანართებზე
რის მიხედვით შეიძლება დაიყოს წყაროები კატეგორიებად?
ფორმის მიხედვით
ენის მიხედვით
რიგის მიხედვით
ანბანის მიხედვით
ნაშრომის რომელ სტრუქტურულ ერთეულს ეკუთვნის მოცემული აბზაცი - ,,ამრიგად, მზე ქრისტიანულ სიმბოლიკაში ღვთის ხატია. მისი სიმბოლიკა უნივერსალურია სხვადასხვა ხალხის ენაში, მითოსსა და კულტურაში, მაგრამ ქართული განსაკუთრებით მდიდარია მზესთან დაკავშირებული ლექსიკა ფრაზეოლოგიით, წყევლისა და ფიცის ფორმულებით“?
დასკვნას
შესავალს
დანართს
ძირითად ნაწილს
სქოლიოს
მოცემული აბზაცი ეკუთვნის : ,,პროფესორი მაიუამი ტიტო აცხადებს: თუკი გენეტიკის საშუალებით მოვახერხებთ მანიპულირებას სასიგნალო პროტეინებით, შესაძლებელი გახდება თმის გაჭაღარავების თავიდან აცილება. ჩვენ წარმატებით გამოვცადეთ აღნიშნული ტექნოლოგია მღრღნელებზე. ასევე ვიმედოვნებთ, რომ აღმოჩენა დაგვეხმარება არა მარტო ჭაღარასთან გამკლავებაში, არამედ სინათლეს მოჰფენს დაავადებებს, რომლებიც მელანოციტებთან არის დაკავშირებული, მათ შორის,მელანომასაც“.
ძირითად ნაწილს
დასკვნით ნაწილს
შესავალ ნაწილს
სქოლიოს
დანართებს
მოცემული აბზაცი ეკუთვნის : ,,კულტურათა დიალოგის გარეშე უცხო კულტურისადმი შიშისა და სიძულვილის დაძლევა წარმოუდგენელია. ცივილიზებული კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია არა ძალდატანებით, არამედ მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, ერთმანეთის ღირსებებისა და ღირებულებების აღიარებით. ესაა ბუნებრივი გზა ორი კულტურის ურთიერთგამდიდრებისა, ურთიერთგაგებისა, ჰარმონიის მიღწევისა. ამ შემთხვევაში შემაკავშირებელი, უფრო სწორად, შუამავალი უნდა იყოს მხატვრული სიტყვა, ამიტომაც წერს ფამუქი: ,,შეჰზადესი არ იყოს, მეც იმიტომ ვყვები, საკუთარი მეობა რომ შევინარჩუნო“ (ფამუქი 2013:399).
ძირითად ნაწილს
დასკვნას
შესავალ ნაწილს
სქოლიოს
დანართს
ნაშრომის რომელ სტრუქტურულ ერთეულს ეკუთვნის ამონარიდი : ,,როგორც ვხედავთ, გლობალიზაციის, საკომუნიკაციო-ინფორმაციული რევოლუციის ეპოქაში, როცა მთელი მსოფლიო იქცა ერთ ,,უზარმაზარ სოფლად“ , არ აქვს მნიშვნელობა, 80-მილიონიანი ხალხის შვილი ხარ თუ 5-მილიონიანის, ყველა ეროვნების მწერალს აწუხებს ნაციონალური სახისა და კულტურის შენარჩუნების პრობლემა, სწორედ ამიტომ წერდნენ დიდი ქართველი ანუ ეროვნული მწერლებიც, წერდნენ ქართველი ერის კულტურული ავტონომიისა და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, წერდნენ, რათა ქართველმა ხალხმა კვლავ უცხოთაგან ამართულ კერპებზე არ ილოცოს“?
დასკვნას
შესავალს
ძირითად ნაწილს
დანართს
მიმოხილვას
