wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

დიდოსტატის მარჯვენა

Total questions: 25

Worksheet time: 15mins

Name
Class
Date
1.

დარდიმანდის რომელ ნიშან-თვისებას გამოარჩევს ავტორი?

a)

სისწრაფეს

b)

სიდინჯეს

c)

ფერს

d)

მოხდენილობას

2.

ვის შვენის, გიორგის ფიქრით, ტირილი?

a)

მოხუცს

b)

ბალღს

c)

პირმშვენიერ ვაჟკაცს

d)

ლამაზ ქალს

3.

რას უწოდებს ავტორი ფარსმან სპარსს?

a)

იბერიელ მწიგნობარს

b)

ბიზანტიის ტყვეს

c)

გამოცლილ სასმისს

d)

თვითმოძრავ ჭურს

4.

რატომ უნდა ეჩვენოს ფარსმანის მინიშნებით ბრძენკაცი ადამიანებს შლეგად?

a)

მტრობისაგან თავდასაცავად

b)

თავმდაბლობის წარმოსაჩენად

c)

გარეგნული ეფექტისათვის

d)

მოწყალების მისაღებად.

5.

რას უპასუხებდა ზვიად სპასალარი, ზვიადისავე თქმით, მელქისედეკ კათალიკოსს, თუ ის შორენაზე რამეს ჰკითხავდა?

a)

რასაც სახელმწიფო ინტერესი მოსთხოვდა

b)

რაც კათალიკოსს ესიამოვნებოდა

c)

რასაც მეფე უბრძანებდა

d)

რაც შორენას უსაფრთხოებას წაადგებოდა.

6.

რას უწოდებს მელქისედეკ კათალიკოსი ბასილი კეისარს”?

a)

საქართველოს მტერს

b)

საქრისტიანოს ორივე ხელს

c)

საქართველოს მფარველს

d)

საქრისტიანოს უზენაეს მამას

7.

ვინ შეატყობინა არსაკიძეს, რომ შორენა სინამდვილეში მისი ძუძუმტე არ იყო?

a)

დედამ

b)

გურანდუხტმა

c)

ვარდისახარმა

d)

ბოდოკიამ

8.

რისთვის შერთეს ფარსმანს ვარდისახარი?

a)

ფარსმანის მრუშობა რომ აღეკვეთათ

b)

ვარდისახარის მრუშობა რომ აღეკვეთათ

c)

ფარსმანის საშუალებით კოლონკელიძეების ოჯახი რომ გაეკონტროლებინათ

d)

ვარდისახარის საშუალებით ხმლების დამზადების საიდუმლო რომ შეეტყოთ

9.

რომელი მხატვრული ხერხები გამოიყენება შორენას ხმის დასახატავად წინადადებაში: ზეცის რეკვასავით ამო იყო მისი ხმა?

a)

ეპითეტი და გაპიროვნება

b)

გაპიროვნება და მეტაფორა

c)

მეტაფორა და შედარება

d)

შედარება და ეპითეტი

10.

რით ჰგავდნენ ერთმანეთს, შორენას თქმით, შორენა და არსაკიძე?

a)

ორივეს სადმე წასვლა ეწადა

b)

ორივეს რამეს შექმნა ეწადა

c)

ორივე შეუძლებელსა და მიუწვდომელს მიელტვოდა

d)

ორივეს მეფის ამალაში ყოფნა უყვარდა

11.

რა ახალი ფაქტორი აძლიერებს გიორგის აგრესიას ქორსატეველას მიმართ?

a)

ის, რომ მამამზემ ფხოველთა დიდი ნაწილი მიიმხრო

b)

ის, რომ მამამზემ მტრობა ვერ მოიშალა

c)

ის, რომ შორენა ქორსატეველას დილეგში იმყოფება

d)

ის რომ ტოხაისძე მამამზეს დაუმოყვრდა

12.

რატომ არ ლაპარაკობდა მეფე გიორგი ბერძნულად?

a)

არ იცოდა

b)

კარგად არ იცოდა

c)

იცოდა, მაგრამ ბერძნულად ლაპარაკს საეკლესიო პირების პრეროგატივად მიიჩნევდა

d)

იცოდა, მაგრამ არ სურდა, რომ ელაპარაკა

13.

რომელი შესიტყვება გამოიყენება უფლისწულ ბაგრატის დაბრუნებით გახარებული ქვეყნის ტერიტორიული საზღვრების აღსანიშნავად?

a)

ნიკოფსიიდგან დარუბანდამდე

b)

ოსეთიდან არდაგანამდე

c)

კავკასიონიდან ბასიანამდე

d)

იალბუზიდან არარატამდე

14.

რით მოკლა გოდერძი ქალუნდაურმა გირშელი?

a)

ისრით

b)

შუბით

c)

მამაპაპური ხმლით

d)

გიორგის მიერ ნაჩუქარი ხმლით

15.

რატომ არ დაიცვა არსაკიძე კათალიკოსმა მეფის სასჯელისაგან?

a)

გაიგო, რომ არსაკიძე ფხოველთა ამბოხში მონაწილეობდა

b)

გაიგო, რომ კოლონკელიძის ასული უყვარდა დიდოსტატს

c)

გაიგო, რომ მკრეხელური სურათი დაეხატა დიდოსტატს

16.

რომელ მონასტერში აღკვეცეს შორენა

მონაზვნად?

a)

ბედიის

b)

ბაგინეთის

c)

ბეთნიის

d)

ყინწვისის

17.

როგორია თავთუხისფერი?

a)

ხორბლისფერი

b)

შავი

c)

წაბლისფერი

d)

წითური

18.

ვინ ამბობს: "ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს არაფერი გამოგივა ხელიდან”?

a)

ზვიადი

b)

არსაკიძე

c)

მეფე გიორგი

d)

ფარსმან სპარსი.

19.

რომელი ხიდია ნახსენები პროლოგში? .

a)

თამარის ხიდი

b)

მეტეხის ხიდი

c)

პომპეუსის ხიდი

d)

ვახუშტის ხიდი

20.

რა სთხოვა მომაკვდავ არსაკიძეს შორენამ ხილვაში?

a)

სიყვარული

b)

პატიება

c)

კოცნა

d)

სული

21.

დაასახელეთ კონსტანტინე არსაკიძის ქმნილება

(a)  

22.

შეავსეთ ციტატა: " ------------------------- თვით უკვდავება"

(a)  

23.

დაასრულეთ ფრაზა: “არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც -------------------.”

(a)  

24.

შეავსეთ დიდოსტატის სიზმარი: “შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს. დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს ---------. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი.”

(a)  

25.

ავტორი რომანისა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა"

(a)