wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

UNDP ტრენინგი "საჯარო პოლიტიკის ანალიზი"

Total questions: 20

Worksheet time: 40mins

Name
Class
Date
1.
  1. პროგრეს ანგარიში სულ მცირე უნდა მომზადდეს
a)

ყოველ 1 თვეში

b)

ყოველ 3 თვეში

c)

ყოველ 6 თვეში

d)

ყოველ 1 წელში

2.

შემოხაზეთ არასწორი განცხადება

a)

ლოგიკური ჩარჩო შეიცავს მიზნებს, ამოცანებს, გავლენის ინდიკატორებს, ამოცანის შედეგის ინდიკატორებს, საბაზისო, შუალედური და საბოლოო ინდიკატორებს და წლებს, დადასტურების წყაროს

b)

სამოქმედო გეგმა შეიცავს ინფორმაციას ამოცანების, ამოცანის შედეგების, აქტივობების, აქტივობის შედეგის ინდიკატორების, პასუხისმგებელი უწყებების და საჭირო რესურსების ფასების თაობაზე

c)

ბიუჯეტირების ინსტრუმენტი შეიცავს ინფორმაციას აქტივობების, ღონისძიებების, აქტივობის შედეგის ინდიკატორების, საჭირო რესურსებისა და მათი ფასების, ბიუჯეტისა და დაფინანსების წყაროს შესახებ

3.

ზოგადი სახის ეროვნული ან სექტორული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიის შემუშავების საჭიროებას, ხედვას, ძირითად პრინციპებსა და პრიორიტეტებს არის...

a)

სამოქმედო გეგმა

b)

კონცეფცია

c)

პოლიტიკის დოკუმენტი

d)

სტრატეგია

4.

სახელმძვანელო ითვალისწინებს პოლიტიკის დოკუმენტების შემდეგ იერარქიას:

a)

1. ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები; 2. სექტორული/მულტისექტორული პოლიტიკის დოკუმენტები; 3. ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტები.

b)

1. მთავრობის მიერ დასამტკიცებელი პოლიტიკის დოკუმენტები; 2. სამინისტროების მიერ დასამტკიცებელი პოლიტიკის დოკუმენტები; 3. სსიპ-ების მიერ დასამტკიცებელი პოლიტიკის დოკუმენტები;

c)

1. სტრატეგიები; 2. პოლიტიკები; 3. განხორციელების გეგმები

d)

1. სტრატეგიები; 2. კონცეფციები; 3. სამოქმედო გეგმები

5.

თქვენ მუშაობთ განათლების სამინისტროში. ახლახანს გამოქვეყნდა PISA-ის მსოფლიო კლევის შედეგები. PISA-ს ტესტები აფასებს 15 წლის ასაკის ბავშვების უნარ-ჩვევებს (წაკითხული ტექსტის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა დარგებში). საქართველომ მონაწილე 77 ქვეყანას შორის, წაკითხულის გააზრების მიმართულებით, 70-ე ადგილი დაიკავა. მედიამ და ოპოზიციამ ხელისუფლება უმწვავესად გააკრიტიკა და წამოიწყო კამპანია „გასამმაგდეს ხელფასი მასწავლებლებისთვის!“. თქვენ დაგავალეს შეიმუშაოთ PISA-ის რეიტინგებში საქართველოს დაწინაურების პოლიტიკა. რა ნაბიჯებს გადადგამდით? შემოხაზეთ სწორი პასუხი.

a)

ჩავატარებდი მოსახლეობის გამოკითხვას იმაზე, თუ რა მიაჩნიათ ქართველი მოსწავლეების წარუმატებლობის მიზეზად

b)

დავეთანხმებოდი მასწავლებლებისთვის ხელფასის გასამმაგების მოთხოვნას

c)

მოვიძიებდი მაღალი ხარისხის კვლევებს ან მონაცემებს, რომლებიც ასაბუთებს თუ რაში მდგომარეობს პრობლემა და მისი მიზეზები და როგორია მისი გადაჭრის ეფექტური გზები

d)

ჩავატარებდი ჩაღრმავებულ ინტერვიუებს და ფოკუს ჯგუფებს ყველაზე ცნობილი კერძო და საჯარო სკოლების დირექტორებთან

6.

თქვენ დაგავალეს მოამზადოთ სტრატეგიის დოკუმენტი. სიტუაციის ანალიზის ნაწილისთვის თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. რომელია ისინი? შემოხაზეთ არასწორი პასუხი:

a)

აღწეროთ მისი ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს „პრობლემის ხის ანალიზს“, PESTLE და SWOT ანალიზს

b)

გაანალიზოთ წინა სტრატეგიის შედეგები

c)

საბაზისო კვლევის საფუძველზე, ასახოთ საბაზისო და სამიზნე მონაცემები

d)

ასახოთ ინფორმაცია თუ რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როგორია მისი მასშტაბი, მიზეზები და ვისზე ახდენს გავლენას

7.

„პრობლემის ხის ანალიზი“ შედგება შემდეგი კომპონენტებიდან:

a)

1. ძირითადი პრობლემის განსაზღვრა; 2. მისი გამომწვევი პირველადი და მეორადი ფაქტორების განსაზღვრა; 3. ძირითადი პრობლემის შედეგების განსაზღვრა

b)

1. პირველადი მიზეზების განსაზღვრა; 2. მათგან გამომდინარე შედეგების განსაზღვრა; 3. მეორადი მიზეზების და შედეგების განსაზღვრა;

c)

1. პრობლემის ძირითადი მიზეზების განსაზღვრა; 2. პრობლემის მეორადი მიზეზების განსაზღვრა; 3. შედეგების განსაზღვრა.

8.

თქვენ მუშაობთ ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის შემცირების სტრატეგიაზე. რომელი ტიპის მონაცემის მისაღებად გამოიყენებდით ეროვნულ გამოკითხვას?

a)

შემაკავებელი ორდერის მიმართ მსხვერპლი ქალების დამოკიდებულებების, გამოცდილებებისა და აღქმების შესახებ მონაცემები

b)

სახელმწიფო თავშესაფრით მოსარგებლე მსხვერპლი ქალების შესახებ მონაცემები

c)

ცალკეული „პრობლემური“ რაიონების მოსახლეობაში ქალების პროცენტული წილი

d)

მონაცემები იმის შესახებ, თუ ქალი მოსახლეობის რა პროცენტს განუცდია ფიზიკური ძალადობა მეუღლისგან/პარტნიორისგან ბოლო 12 თვის განმავლობაში

9.

სახელმძღვანელოს მიხედვით, სტრატეგიის დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილი უნდა მოიცავდეს:

a)

ხედვას, სექტორულ პრიორიტეტებს, მიზნებს და ამოცანებს

b)

ხედვას, სექტორულ პრიორიტეტებს, მიზნებს, ამოცანებს, გავლენის ინდიკატორებს, ამოცანის შედეგის ინდიკატორებს, აქტივობის შედეგის ინდიკატორებს და ლოგიკურ ჩარჩოს

c)

ხედვას, სექტორულ პრიორიტეტებს, მიზნებს, ამოცანებს და ლოგიკურ ჩარჩოს

10.

თქვენ მუშაობთ „ბავშვთა კეთილდღეობის და სოციალური ინკლუზიის სტრატეგიაზე“. ჩამოთვლილთაგან რომელი იქნებოდა ამოცანის შედეგის ინდიკატორი?

a)

სიღარიბის ზღვარს მყოფი ბავშვიანი ოჯახების პროცენტული წილი, რომლებიც იღებენ ბავშვზე ფულად დახმარებას

b)

მიზნობრივი სოციალური დახმარების მოცულობის გაზრდა

c)

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშების პროცენტული რაოდენობა

d)

ბავშვთა სიღარიბის შემცირება

11.

ჯანდაცვის სფეროში ცვლილების თეორიის აქტივობების შედეგების კომპონენტს რომელი ინდიკატორი შეესაბემება?

a)

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ები, კლინიკები, ოჯახის ექიმები

b)

სხვადასხვა ავადობის მაჩვენებლები გენდერის, ასაკის, გამომწვები მიზეზების მიხედვით

c)

100,000 მოსახლეზე ექიმების, ექთნების, პირველადი ჯანდაცვის ობიექტების რაოდენობა

d)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის ჩატარება

e)

გაზრდილი პროდუქტიულობა და ეკონომიკის ზრდა

12.

რომელია რაოდენობრივი ინდიკატორი?

a)

საქართველოში ექთან-ექიმთა რაოდენობის თანაფარდობის შესაბამისობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტთან

b)

ექთნების რაოდენობა საქართველოში

c)

ჯანდაცვის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების დონე

d)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში ექთნების რაოდენობის მიხედვით საქართველოს პოზიცია ევროპული ქვეყნების სიაში

13.

თქვენ მუშაობთ სტრატეგიაზე, რომელშიც ერთ-ერთ ამოცანად განსაზღვრულია „კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესება“. გსურთ აღნიშნული ამოცანა გახადოთ უფრო SMART და ამ მიზნით შეიმუშაოთ ამოცანები და ინდიკატორები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. შემოხაზეთ ის ამოცანა, რომლებიც არაკმაყოფილებს კონკრეტულობის და გაზომვადობის კრიტერიუმებს:

a)

მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაულების რაოდენობა შემცირებულია 50%-ით 2020 წლიდან 2022 წლამდე.

b)

10%-ით გაუმჯობესებულია საპოლიციო მომსახურება 2020 წლიდან 2022 წლამდე.

c)

რეციდივის მაჩვენებელი შემცირებულია 20%-ით 2020 წლიდან 2022 წლამდე.

d)

ქურდობის და ვანდალიზმის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია 30%-ით 2020 წლიდან 2022 წლამდე.

14.

შემოხაზეთ არასწორი განცხადება ინდიკატორებთან დაკავშირებით:

a)

მოსახლეობაში უმუშევრობის მაჩვენებელი არის რაოდენობრივი ინდიკატორი

b)

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით კმაყოფილების მაჩვენებელი არის ხარისხობრივი ინდიკატორი

c)

GINI-ის კოეფიციანტი (რომელიც მოსახლეობაში შემოსავლის განაწილებით ზომავს სოციალურ უთანასწორობას) არის ამოცანის შედეგის (outcome) ინდიკატორი

d)

დასაქმების სახელმწიფო პორტალზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა არის აქტივობის შედეგის (output) ინდიკატორი

15.

სამოქმედო გეგმის შედგენისას თქვენ უნდა გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი. რომელია ისინი? შემოხაზეთ არასწორი პასუხი:

a)

აქტივობების ჩამოსაყალიბებლად რეალისტური პოლიტიკის ალტერნატივების განსაზღვრა მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის გზით

b)

მთავრობის ხელთ არსებული მარეგულირებელი, ადმინისტრაციული, საინფორმაციო, ინსტიტუციური და ფინანსური ინსტრუმენტების განხილვა

c)

სამოქმედო გეგმის შაბლონში, აქტივობების ჩაშლა ღონისძიებებად

d)

აქტივობების გაფილტვრა-შერჩევა შესაბამისობის, სიახლის, ინოვაციურობის და მტკიცებულებებზე დაფუძნებულობის კრიტერიუმებით

16.

შემოხაზეთ არასწორი განცხადება პოლიტიკის ალტერნატივების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით:

a)

უნდა განისაზღვროს რეალისტური ალტერნატივები და მოხდეს მათი შედარება მრავალკრიტერიუმიანი ანალიზით

b)

პოლიტიკის ალტერნატივის განსაზღვრა ხდება მონიტორინგის და შეფასების ანგარიშების, ასევე არსებული კვლევების და რეკომენდაციების საფუძველზე, სხვა ქვეყნების გამოცდილების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეთავაზებების გათვალისწინებით

c)

განისაზღვროს თითოეული ალტერნატივის ხარჯები და სარგებლები

d)

ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო ალტერნატივები ავტომატურად უნდა შევთავაზოთ მინისტრს განსახორციელებლად

17.

შემოხაზეთ არასწორი განცხადება სახელმძღვანელოს მოთხოვნებთან დაკავშირებით.

a)

მიზანს შეესაბამება გავლენის ინდიკატორი, ამოცანას - ამოცანის შედეგის ინდიკატორი. ისინი, საბაზისო მაჩვენებლთან, შუალედურ და საბოლოო სამიზნე მაჩვენებლებთან და მათ წლებთან ერთად, შესაბამის SDG-ზე და დადასტურების წყაროზე მითითებით, უნდა ჩაიწეროს ლოგიკური ჩარჩოს შაბლონში

b)

ბიუჯეტირების ინსტრუმენტის საშუალებით უნდა განისაზღვროს სამოქმედო გეგმის განხორციელების ხარჯი და დაფინანსების წყაროები

c)

სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს აქტივობებს, აქტივობის შედეგის ინდიკატორებს, დადასტურების წყაროს, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებს, შესრულების ვადას, ბიუჯეტს და დაფინანსების წყაროს

d)

რეკომენდირებულია, რომ სულ მცირე შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო პროექტზე გაიმართოს საჯარო კონსულტაციები და მისი შედეგები წარმოდგენილი იყოს პოლიტიკის დოკუმენტის შესავალ ნაწილში.

18.

აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ, თქვენ უწყებაში სტრატეგიული დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს შემუშავებისას თქვენ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს. რომელია ისინი? შემოხაზეთ არასწორი პასუხი:

a)

ინდიკატორების ჩამონათვალს შეიმუშავებთ უშუალოდ მონიტორინგისა და შეფასების ეტაპზე მოსალოდნელ ამოცანის შედეგებთან დაკავშირებით, მისი განხორციელების შედეგების სანახავად

b)

მონიტორინგისა და შეფასებისთვის გამოიყენებთ სტრატეგიის ლოგიკურ ჩარჩოში და სამოქმედო გეგმაში ჩამოყალიბებულ გავლენის ინდიკატორებს, ამოცანის შედეგების ინდიკატორებს და აქტივობის შედეგების ინდიკატორებს

c)

განსაზღვრავთ, სტრატეგია შეფასდება წინასწარ, შუალედურად თუ მხოლოდ ბოლოს, ასევე დაგეგმავთ აქტივობების განხორციელების თაობაზე პროგესის ანგარიშების, ხოლო განხორციელების დონისა და ამოცანის შედეგების მიღწევის თაობაზე წლიურ ანგარიშების მომზადებას, რომლითაც მოხდება პროგრესის პერიოდული შედარება საბაზისო, შუალედურ და სამიზნე მონაცემებთან

d)

მონიტორინგის და შეფასების ჩარჩოში განსაზღვრავთ ანგარიშების მომზადებასა და მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელობის გადანაწილებას სამდივნოსა და პასუხისმგებელ უწყებებს შორის, ანგარიშების მომზადების პერიოდულობას და შესაბამის კალენდარს.

19.

(რეგულირების) გავლენის შეფასება გულისხმობს...შემოხაზეთ არასწორი პასუხი

a)

იმის აღწერას ან მონეტიზებას, თუ რა ხარჯებს და სარგებლებს გამოიწვევს შემოთავაზებული პოლიტიკა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის

b)

წინასწარ იმის შეფასებას, რა ეკონომიკურ და ფისკალურ, სოციალურ, გარემოზე და რეგულირების გავლენები ექნება მთავარ ალტერნატივებს, მათ შორის არსებულ პოლიტიკას

c)

განხორციელებული პოლიტიკის, პროგრამის ან პროექტის მიერ მიღწეული გავლენის შეფასებას

d)

ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის მეთოდით მიმდინარე წმინდა ღირებულების დათვლას არსებული და ყველა შემოთავაზებული ალტერნატივისთვის

20.

შეფასების რომელი დიზაინი გვეუბნება ყველაზე სანდოდ, რა მოხდებოდა, მოცემული პოლიტიკა/პროგრამა რომ არ განხორციელებულიყო?

a)

ერთი ჯგუფის შედარება პროგრამის განხორციელებამდე და შემდეგ (Before and After შედარება)

b)

წყვეტილი დროის სერია (Interrupted Time Series)

c)

შემთხვევითი კონტროლირებადი ექსპერიმენტი (Randomized Controlled Trial)

d)

რეგრესიის წყვეტა (Regression Discontinuity Design)