wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ხმელი წიფელი

Total questions: 10

Worksheet time: 8mins

Name
Class
Date
1.

რა მცენარეა წიფელი?

a)

ბუჩქი

b)

ბალახი

c)

ხე

d)

ყვავილი

2.

"შენის დანახვით, ტიალო,

გულს დარდი მაწევს ცხარია,

რაკი გხედავ, რო ბეჩავად

და უპატრონოდ ხარია", - ნიშნავს:

a)

დარდი მემატება, როცა შენ მახსენდები, შე ტიალო და ბეჩავო.

b)

შენზე ფიქრით გულზე ცხარე დარდი შემომეხვევა.

c)

როცა დაგინახავ, როგორ საწყლად და უპატრონოდ ხარ, გულს დარდი მაწვება.

d)

არ მსურს შენი დანახვა, რადგან ტიალი, ბეჩავი და უპატრონო ხარ.

3.

რას ნიშნავს: „უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ რა შეედრება!“

a)

ავტორს არ მოსწონს დაბურული ტყე

b)

ავტორს უხარია ტყის ნახვა

c)

ავტორს მოსწონს დაბურული ტყე

d)

ავტორს მობეზრდა ტყეში გზის ძებნა

4.

როგორია წიფლის ფოთლები?

a)

ნორჩი, ხასხასა, მწვანე

b)

ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული

c)

ნამიანი, ქორფა, ტენიანი

d)

დაწინწკლული

5.

კოდალა ხშირად ესტუმრებოდა წიფელს. რისი ნიშანია ეს?

a)

მოსწონს წიფლის ტოტები

b)

ისვენებს მის ფოთლებში

c)

ხეში ჩამძვრალი ჭიით იკვებება

d)

იქ ბუდე აქვს.

6.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს ხმელი წიფლის მიმართ?

a)

დაავიწყდათ, რა ლამაზი იყო.

b)

უყვართ, იხსენებენ, მის ახლოს რა მომხდარა.

c)

არ გაუგიათ მის შესახებ.

d)

მისი მოჭრა სურთ.

7.

ხმა დადის სოფელში, ხმელი წიფლის ძირში დაბუდებულაო ...

a)

ლომი

b)

ვეფხვი

c)

დათვი

d)

მგელი

8.

წიპრია, ქედანი, ქერონა არიან ...

a)

მცენარეები

b)

ადამიანები

c)

ცხოველები

d)

ფრინველები

9.

რა არის ნუგეში ხმელი წიფლისთვის?

a)

გაზაფხული

b)

ახლადამოსული ყლორტი

c)

ზაფხული

d)

წვიმა

10.

რა არის მოთხრობის მთავარი სათქმელი?

a)

"ჭიაც ბევრი თუ აქვს ამ წიფელს, რომ რამდენჯერაც მის ახლო გავლა მომიხდება, ზედ მუდამ კოდალასა ვხედავ. ეს დასაქცევი ერთთავად ზედ აზის და, რაც ძალი და ღონე აქვს, ურახუნებს".

b)

"განა ყველა, რაც ხმელია,

კაცისგან საწუნარია?!

ათასს ცოცხლასა ბევრჯელა

ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია".

c)

"სხვა ხეებს კი, რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. არაფრად აგდებენ ხმელს წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ".

d)

" საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან".