wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

საშემოსავლო და მოგების გადასახადი-2

Total questions: 10

Worksheet time: 11mins

Name
Class
Date
1.

დამქირავებელმა დაქირავებულს გადაუხადა ჯანმრთელობის დაზღვევის პრემია. პრემიის თანხა დასაქმებულისთვის წარმოადგენს:

a)

სხვა შემოსავალს.

b)

ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს;

c)

დასაბეგრ მოგებას;

d)

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს;

2.

ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლები მიეკუთვნება

a)

ეკონ. საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს;

b)

სარგებელს;

c)

სხვა შემოსავლებს;

d)

შემოსავლებს არ მიეკუთვნება.

3.

პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა 45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები, საიდანაც მას მხოლოდ 35 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს:

a)

35 000 ლარი;

b)

45 000 ლარი;

c)

30 000 ლარი;

d)

15 000 ლარი.

4.

მეწარმემ 2009 წელს ოფისისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისაგან შეიძინა ხალიჩა 180 ლარად, რაზეც სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო დოკუმენტი არ გამოწერილა. აღნიშნული ხარჯი საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის:

a)

არ არის გამოქვითვადი ხარჯი;

b)

არის გამოქვითვადი ხარჯი;

c)

გამოიქვითება, ნაწილობრივ, არაუმეტეს ღირებულების 10%-ისა;

d)

გამოიქვითება, ნაწილობრივ, არაუმეტეს ღირებულების 20%-ისა.

5.

საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმებს მიეკუთვნება:

a)

მიკრო ბიზნესის სტატუსი;

b)

მცირე მეწარმის სტატუსი;

c)

მიკრო მეწარმის სტატუსი;

d)

ფიქსირებულ გადამხდელთა რეესტრის სტატუსი.

6.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი:

a)

იბეგრება 5 %-იანი განაკვეთით.

b)

იბეგრება 3%-იანი განაკვეთით;

c)

იბეგრება გადახდის წყაროსთან;

d)

არ იხდის საშემოსავლო გადასახადს;

7.

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ერთი ან მეტი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს:

a)

დღგ-ს გადამხდელებს.

b)

მხოლოდ ფიზიკურ პირებს;

c)

როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს;

d)

მხოლოდ იურიდიულ პირებს;

8.

ერთობლივი შემოსავლის შემადგენელ ელემენტებს არ განეკუთვნება:

a)

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

b)

იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება;

c)

ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

d)

სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან დაა ეკონომიკურ საქმიანობასთან.

9.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა 2016 წლის განმავლობაში კომერციული ფართის იჯარიდან მიიღო შემოსავალი 20 000 ლარი. აღნიშნული შემოსავლის მიხედვით მისი ვალდებულება საშემოსავლო გადასახადში შეადგენს:

a)

2000 ლარს (20000*10%)

b)

1000 ლარს (20000*5%)

c)

4000 ლარს (20000*20%)

d)

არ წარმოეშობა ვალდებულება, რადგან მიკრო ბიზნესის სტატუსი აქვს მინიჭებული

10.

2018 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალმა შეადგინა 470 000 ლარი. აგვისტოს თვეში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 50 000 ლარი. ამ შემთხვევაში აგვისტოს თვეში საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით დაიბეგრება

a)

აგვისტოს თვეში მიღებული შემოსავალი სრულად ანუ 50 000 ლარი

b)

აგვისტოს თვეში მიღებული შემოსავლიდან მხოლოდ 20 000 ლარი, ხოლო 30 000 ლარი დაიბეგრება 1 %-ით

c)

1 იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე მიღებული შემოსავალი სრულად

d)

გადამხდელი წლის ბოლომდე გამოიყენებს 1%-იან განაკვეთს