Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

მზადება სამეცნიერო ნაშრომისთვის

Total questions: 10

Worksheet time: 5mins

Name
Class
Date
1.

საკვლევი თემის შერჩევისას რომელი ტიპის მკვლევრის გამოყოფაა შესაძლებელი:

a)

მკვლევარი, რომელიც მხოლოდ წყაროებს ეცნობა

b)

მკვლევარი, რომელიც თავდაპირველად გასაქანს აძლევს იდეებს მათთვის წერილობითი ფორმის მიცემის გარეშე

c)

მკვლევარი, რომელიც ფიქრის პროცესში თანადროულად წერის დაწყებას ცდილობს

2.

საკვლევ თემაზე მუშაობის დაწყებამდე რომელ მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა უპასუხოს მკვლევარმა?

a)

ვინ დაგავალათ ნაშრომის დაწერა

b)

რატომ წერთ, რა მიზანი გამოძრავებთ

c)

რას წერთ, რისთვის წერთ, ვისთვის წერთ

3.

რომელი სტრატეგიები დაეხმარება სტუდენტს საკვლევი თემის ჩამოყალიბების პროცესში:

a)

გაიხსენოთ, რომელი თემაა ისეთი, რომელზეც უკვე გაქვთ რაიმე ტიპის ნაშრომი დაწერილი

b)

გაესაუბროთ ოჯახის წევრებს, რომელი თემებია მათთვის პრიორიტეტული

c)

ჩამოწეროთ თქვენთვის საინტერესო თემები და დაფიქრდეთ, მათგან რომელ საკითხზე ისურვებდით წერას

4.

რა არის ნაშრომის სათაურის მიზანი?

a)

საშინაო ნაშრომის სიტყვათა რაოდენობის გაზრდა

b)

საშინაო ნაშრომის ჰიპოთეზის წარმოჩენა

c)

ნაშრომის ძირითად იდეაზე აქცენტის გაკეთება და ნაშრომის თემის დაკონკრეტება

5.

დაასახელეთ სწორად შერჩეული სათაურის მახასიათებლები:

a)

სათაური უნდა იყოს საკვლევ საკითხთან დაკავშირებული და მასში უნდა აისახოს საკვლევი პრობლემა

b)

სათაური უნდა იყოს სკანდალური, რომ მაქსიმალური ინტერესი გააღვიძოს მკითხველში

c)

სათაური უნდა იყოს მაქსიმალურად გრძელი და ნათლად წარმოაჩინოს კვლევის დიზაინი

6.

რა უნდა გაითვალისწინოს სტუდენტმა იქამდე, ვიდრე აკადემიურ ნაშრომზე მუშაობას შეუდგებოდეს?

a)

რამდენად განიხილავს ამ საკითხს მასმედია

b)

ამ თემებზე დაწერილი აქვთ თუ არა აკადემიური ნაშრომები წინაკურსელებს

c)

რა წინარე ცოდნაა საჭირო თემის დასაწერად

7.

რატომ არის თემის დაგეგმვის პროცესისათვის დროის დათმობა ღირებული?

a)

რათა თქვენს მიერ არჩეული თემა იყოს მაქსიმალურად სკანდალური

b)

რათა შეძლოთ სხვადასხვა დარგის წყაროების მოძიება

c)

რათა წარმატებულად შეასრულოთ სამუშაო და მიიღოთ საუკეთესო შეფასება გაწეული შრომისათვის

8.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნაშრომის წერის პროცესში კვლევის მიზნის სწორად დასახვა?

a)

სწორად ჩამოყალიბებული მიზანი ჰიპოთეზის დადასტურებას უზრუნველყოფს

b)

კვლევის მიზნის განსაზღვრა აუდიტორიის დაინტერესების გარანტიაა

c)

როდესაც დასახული გაქვთ კვლევის მიზანი, იცით, რას ემსახურება თქვენი ნაშრომი

9.

უნდა ჰქონდეს თუ არა ავტორს საკვლევი თემის მიმართ ემოციური დამოკიდებულება?

a)

დიახ, რადგან ავტორი შეძლებს სუბიექტური კუთხით წარმოაჩინოს საკვლევი თემა

b)

სულ ერთია, ავტორს ექნება თუ არა ემოციური დამოკიდებულება საკვლევი თემის მიმართ

c)

არა, რადგან ავტორს გაუჭირდება ობიექტურად განიხილოს ნაშრომი

10.

განიხილეთ, რომელი ზოგად-საგნობრივი კრიტერიუმები იქნება შეტანილი საშინაო ნაშრომის შეფასების სქემაში?

a)

ნაშრომის შესავალი ნაწილი და მისი კომპონენტები

b)

ნაშრომის აკადემიური მახასიათებლები

c)

ნაშრომის ვიზუალური მხარე