Font size
Worksheetsლოგიკური ამოცანები
Total questions: 10
Worksheet time: 20mins
მოცემულია რიცხვები: 22, 18, 45, 32, 13 და 34. რამდენი რიცხვი აღმოჩნდება 34-ის მარცხნივ, თუ მოცემულ რიცხვებს დავალაგებთ ზრდადობით?
ერთი
ორი
სამი
ოთხი
მოცემული რიცხვებიდან 60, 21, 22, 16, 48 და 13, რომელი ორი უნდა შევკრიბოთ იმისათვის, რომ მიღებულ რიცხვში იყოს შვიდი ერთეული და სამი ათეული?
48 და 22
16 და 21
60 და 13
30 და 7
სანდრომ დაასახელა რიცხვი, რომელიც თორნიკემ გაანახევრა. თორნიკეს მიერ მიღებული რიცხვის მომდევნო რიცხვია 9. რა რიცხვი დაასახელა სანდრომ?
18
17
16
8
თეფშზე დევს ყურძენი, დაჭრილი მსხალი, დაუჭრელი ვაშლი და დაჭრილი ატამი. კობამ თეფშიდან რომელიღაც ხილი აიღო. ცნობილია, რომ მას არ აუღია არც ყურძენი და არც დაჭრილი ხილი. რომელი ხილი აიღო კობამ?
მსხალი
ყურძენი
ატამი
ვაშლი
ვატოს აქვს 8 ლარი. მარის ვატოზე 5 ლარით მეტი აქვს. ნუცას მარიზე 3 ლარით ნაკლები აქვს. რამდენი ლარით მეტი აქვს ნუცას ვატოზე?
1 ლარით
2 ლარით
3 ლარით
4 ლარით
თავდაპირველად კალათში რამდენიმე ვაშლი იდო. კალათიდან სამი ვაშლი ამოიღეს. თუ კიდევ ერთ ვაშლს ამოიღებენ, კალათში იმდენივე ვაშლი დარჩება, რამდენიც პირველად ამოიღეს. რამდენი ვაშლი იდო კალათში თავდაპირველად?
ოთხი
ექვსი
შვიდი
ცხრა
ბესოს სხვადასხვა ფერის ბუშტები ჰქონდა: 2 მწვანე, 3 ყვითელი და 7 წითელი. მას რამდენიმე წითელი ბუშტი გაუსკდა და გადააგდო. ახლა ბესოს იმდენივე წითელი ბუშტი აქვს, რამდენიც მწვანე და ყვითელი ბუშტები ერთად. რამდენი წითელი ბუშტი გაუსკდა ბესოს?
ორი
სამი
ოთხი
ხუთი
ხეს აქვს ხუთი დიდი ტოტი, თითოეულ დიდ ტოტს აქვს სამი საშუალო ზომის ტოტი, თითოეულ საშუალო ზომის ტოტს აქვს ორი პატარა ტოტი. სულ რამდენი პატარა, საშუალო და დიდი ზომის ტოტი აქვს ხეს?
20
45
50
65
თაროზე კოვზები და ჩანგლები აწყვია, სულ 16 ცალი. თუ თაროზე კიდევ 2 ჩანგალს დავდებთ, მაშინ კოვზების და ჩანგლების რაოდენობა გათანაბრდება. რამდენი კოვზი დევს თაროზე?
რვა
ცხრა
თერთმეტი
თოთხმეტი
მერაბისა და ზაზას წლოვანებათა ჯამია 16. რამდენი წლისაა ზაზა, თუ მერაბი ერთი წლის წინ 4 წლის იყო?
5 წლის
7 წლის
8 წლის
11 წლის
