Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ანალიზის უნარის სავარჯიშო

Total questions: 5

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

ბეჯითობის უმაღლესი აღიარების გამოცდაზე ჰერმიონმა უფრო მაღალი ქულები მიიღო, ვიდრე ჰარიმ და რონიმ. ამ გამოცდის შედეგების მიხედვით, ჰოგვორტსის მოსწავლე გოგონები უკეთ სწავლობენ, ვიდრე ბიჭები.


ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელი წინადადებაა მართალი?

a)

ბეჯითობის უმაღლესი აღიარების გამოცდა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდაა ჰოგვორტსში.

b)

მიუხედავად განსხვავებული ქულებისა, ჰარი, ჰერმიონი და რონი საუკეთესო მეგობრები არიან.

c)

ჰერმიონის მსგავსად, სხვა გოგონებმაც მაღალი ქულები მიიღეს გამოცდაში.

d)

ჰარისა და რონის მეცადინეობაზე მეტად ჭადრაკის თამაში ეხალისებათ.

2.

ჰარი არაერთხელ დახმარებია გრიფინდორის გუნდს ქვიდიჩის მატჩში გამარჯვებაში და დაუჭერია სნიჩი.


ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელი წინადადებაა მართალი?

a)

სნიჩის დაჭერა მხოლოდ პრესტიჟია გუნდებისთვის.

b)

ჰარის ქვიდიჩის თამაში ურჩევნია მეცადინეობას.

c)

მეგობრები ყოველთვის ტრიბუნებიდან გულშემატკივრობენ ჰარის.

d)

სნიჩის დაჭერა ხშირად გადამწყვეტია გამარჯვებისთვის.

3.

ლუნა ხშირად დახმარებია ჰარის რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში. როგორც ამბობენ, მეგობრები სწორედ ასეთ დროს უდგანან ერთმანეთს გვერდში.


ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, რა შეგვიძლია ვთქვათ ლუნაზე?

a)

ლუნას უყვარს საკუთარი ცოდნის დემონსტრირება.

b)

ჰარის არ შეუძლია თავად დაძლიოს სირთულეები და ამიტომ ლუნა ეხმარება.

c)

ლუნა და ჰარი მეგობრები არიან.

d)

ლუნას უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.

4.

ჰერმიონის აზრით, ჰარი და რონი დაბალ ქულებს იღებენ, რადგან ცოტას მეცადინეობენ. ამიტომ ჰერმიონი ფიქრობს, რომ უკეთესი ქულების მისაღებად ჰარიმ და რონიმ მეტი დრო უნდა დაუთმონ სწავლას, ჰარი და რონი კი მის მოსაზრებას არ ეთანხმებიან.


ქვემოთ ჩამოთვლითაგან რომელი შეიძლება გამოიყენონ ჰარიმ და რონიმ თავიანთ არგუმენტად?

a)

ჰერმიონი მაღალ ქულებს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ სულ კითხულობს.

b)

სხვა მოსწავლეები, რომელიც ბევრს მეცადინეობენ, მაინც ვერ იღებენ მაღალ ქულებს.

c)

თუ მეტ დროს დაუთმობენ მეცადინეობას, ჭადრაკის სათამაშოდ დრო აღარ დარჩებათ.

d)

ჰარისთვის ქვიდიჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი ქულები.

5.

ჰარი ფიქრობს, რომ თუ ის ჰორკრუქსებს შეაგროვებს და გაანდგურებს, ის შეძლებს ლორდი ვოლდემორტის დამარცხებას.


ამ ინფორმაციიდან გამომდინარე არის თუ არა მართალი შემდეგი წინადადება:

ლორდი ვოლდემორტის დამარცხების ერთადერთი გზა ჰორკრუქსების განადგურებაა.

a)

მართალია

b)

არ არის მართალი