wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ავთანდილი -2

Total questions: 10

Worksheet time: 8mins

Name
Class
Date
1.

რატომ ტირის ავთანდილი თინათინთან შეხვედრის შემდეგ?

a)

დავალების შესრულება ეძნელება.

b)

სატრფოსთან განშორება ეძნელება.

c)

ეშინია, ვეღარ დაბრუნდება ცოცხალი.

d)

თინათინის ფიცმა სიხარულის ცრემლით ატირა.

2.

რატომ არ უმხელს ავთანდილი როსტევანს თავისი წასვლის ნამდვილ მიზეზს?

a)

თინათინმა უბრძანა, არ გაემხილა.

b)

ეშინოდა, როსტევანს არ შეეტყო მისი სიყვარულის შესახებ.

c)

ფიქრობდა, როსტევანი თავის სპასპეტს ვერ შეელეოდა.

d)

ისეთი მიზეზი მონახა, რაზეც როსტევანის უარი ნაკლებ სავარაუდო იყო.

3.

რომელ ტაეპში ჩანს, რომ როსტევანი "მდაბალია"?

a)

წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!

b)

მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი.

c)

როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

d)

"ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?!

4.

რა მიზეზს ეუბნება ავთანდილი შერმადინს, როცა თავისი წასვლის გადაწყვეტილებას ამცნობს?

a)

თინათინის ბრძანებას წინ ვერ აღუდგება, როგორც მიჯნური.

b)

სალაშქროდ წასვლით უნდა, რომ მეფეს ერთგულება დაუმტკიცოს.

c)

ემორჩილება თინათინის სურვილს როგორც ყმა და როგორც მიჯნური.

d)

არ გაუმხელს წასვლის ნამდვილ მიზეზს.

5.

რა დავალებას აძლევს ავთანდილი შერმადინს?

a)

მის მაგივრად ილაშქროს და სამეფოს უპატრონოს.

b)

მეფეს ავთანდილის წასვლის ნამდვილი მიზეზი მოახსენოს.

c)

თინათინი ხშირად მოინახულოს.

d)

სამეფოში სამეურნეო საქმიანობა აწარმოოს.

6.

რა არ ჩანს ავთანდილისა და შერმადინის საუბრიდან?

a)

პატრონ-ყმური სიყვარული

b)

ვის უტოვებს ავთანდილი თვის სამეფოს სიკვდილის შემდეგ.

c)

ავთანდილის სურვილი, უხვად გასცენ საჭურჭლე მისი არდაბრუნების შემთხვევაში.

d)

შერმადინის ერთგულება.

7.

რას ნიშნავს "მემცა მიწა ვიაკვანე"

a)

აკვანივით ვირწეოდე.

b)

მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს.

c)

აკვანში ჩაწოლილს ვგავდე.

d)

მიწამ დამარწიოს.

8.

რომელ აფორიზმს ესადაგება ფრაზა: "ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი, მარტოება ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი".

a)

არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

b)

არ გარდავა გარდაუვლად მომავალი საქმე ზენა.

c)

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.

d)

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.

9.

რა არის ავთანდილის ყმებისადმი მიწერილი წერილის მთავარი სათქმელი?

a)

დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი.

b)

მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

c)

მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს.

d)

მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი.

10.

რომელი დასკვნა არ გამომდინარეობს ქვეშევრდომთა შემდეგი ფრაზიდან: ყოვლთა ჰკადრეს: "თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?

a)

ავთანდილის გარეშე სამეფოს საქმე ცუდად წავა.

b)

ავთანდილის გარეშე გაუძნელდებათ ყოფნა.

c)

შერმადინს ენდობიან.

d)

შერმადინის უპირატესობას აღიარებენ.