Worksheetsასმათი და ავთანდილი
Total questions: 10
Worksheet time: 5mins
რომელ წინადადებაში არის ეპითეტი:
ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი ...
ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა ...
მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული ...
ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა ...
რომელ თვისებას ვერ მივაწერთ ასმათს?
ენამოსწრებული
გაბედული
გულჩვილი
ამაყი
რატომ მიაბჯინა ავთანდილმა დანა ყელზე ასმათს?
მოთმინება დაკარგა
მოკვლას უპირებდა
ასმათმა სთხოვა, მომკლიო
სხვა გზა აღარ დარჩა
როგორ პასუხობს ასმათი ავთანდილის მუქარას?
ზიზღით
მუდარით
ირონიით
გულგრილობით
"ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია". რას ნიშნავს პატიჟი?
პრესტიჟი
ტანჯვა
მოპატიჟება
აღსასრული
რას გამოხატავს სიტყვები: მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლეევინო, ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.
სიკვდილისათვის მზადყოფნას
სიკვდილის შიშს
სიამაყეს
თავგანწირულობას
რატომ დაიწყო ავთანდილმა ტირილი?
სასოწარკვეთილებაში ჩავარდა
ტაქტიკა შეცვალა
თინათინი მოაგონდა
გულმა ვეღარ გაუძლო
რამ მოულბო გული ასმათს და გადააწყვეტინა ავთანდილის დახმარება?
ავთანდილის მჭევრმეტყველებამ
ავთანდილის მიჯნურობის ამბის გაგებამ
ავთანდილის საცოდავმა იერმა
ავთანდილში მეგობარი დაინახა
რას ნიშნავს გამოთქმა: "ორისაგან ერთი მიყავ: ტყვედ მქმენ, ანუ მააზატე".
ორში ერთი აირჩიე: ან დამატყვევე, ან გამიშვი თავისუფლად.
ორივე ერთნაირად მადარდებს: გინდა გამიშვი, გინდა მომკალი.
ჩემი დატყვევებაცა და გაშვებაც შენს ხელშია.
შენი გადასაწყვეტია, ამ განსაცდელში ჩამტოვებ თუ მიხსნი
რატომ მოუყვა ავთანდილმა ასმათს ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავი?
თავი შეაცოდა
ამ ხუმრობით აგრძნობინა, რომ მის იქით გზა არ აქვს.
ასმათს ქარაგმებით საუბარში გაეჯიბრა
მჭევრმეტყველებით დაარწმუნა, დახმარებოდა
