wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ამოცანები N2

Total questions: 10

Worksheet time: 5mins

Name
Class
Date
1.

9 სანტიმეტრის სიგრძის მავთული გაჭრეს ორ ნაწილად. ერთი ნაწილის სიგრძე 2-ჯერ მეტია მეორეზე. გამოთვალეთ თითოეული ნაწილის სიგრძე.

a)

7სმ და 2სმ

b)

4სმ და 2სმ

c)

6სმ და 3სმ

d)

4სმ და 8 სმ

2.

კარადაში დევს სამი წყვილი ერთნაირი ჩექმა. რამდენი ცალი ჩექმა უნდა გამოვიღოთ კარადაში შეუხედავად, რომ შედგეს 1 წყვილი ჩექმა?

a)

5

b)

4

c)

3

d)

2

3.

1-დან 40-მდე რიცხვებს შორის რამდენი რიცხვის ჩანაწერში გვხვდება ციფრი 3?

a)

14

b)

13

c)

10

d)

9

4.

რამდენჯერ ნაკლებია უდიდესი ერთნიშნა რიცხვი უდიდეს ორნიშნა რიცხვზე?

a)

90

b)

11

c)

19

d)

21

5.

იპოვეთ სამნიშნა რიცხვი, რომლის ასეულების ციფრიც და ერთეულების ციფრიც 9-ით მეტია ათეულების ციფრზე.

a)

190

b)

990

c)

199

d)

909

6.

ქოთანი თაფლით იწონის 3 კგ-ს. როდესაც ქოთნიდან გადმოასხეს ნახევარი, აღმოჩნდა, რომ ქოთანი დარჩენილი თაფლით 2 კგ-ს იწონის. რამდენი კილოგრამი თაფლი იყო ქოთანში თავდაპირველად?

a)

2 კგ

b)

3კგ

c)

1 კგ

d)

არც ერთი არ არის სწორი

7.

მართკუთხედის სიგანე მისი სიგრძის ნახევარია და უდრის 15 სანტიმეტრს. გამოთვალეთ მართკუთხედის პერიმეტრი.

a)

30

b)

60

c)

70

d)

90

8.

გოგონას 18 მეტრი სიგრძის ლენტი აქვს, რომელსაც ყოველდღიურად აჭრის 2 მეტრს. მერამდენე დღეს მოაჭრის გოგონა ბოლო ნაჭერს?

a)

9

b)

8

c)

7

d)

10

9.

სამკუთხედის ერთი გვერდი 20 სმ-ია, მეორე გვერდი ორჯერ პატარაა პირველზე, მესამე გვერდი კი 5 სმ-ით მეტია პირველზე. იპოვეთ სამკუთხედის პერიმეტრი.

a)

45

b)

55

c)

40

d)

50

10.

თუ გაფუჭებული ონკანიდან ჩამონადენი წყლის წვეთებით ყოველ საათში ნახევარლიტრიანი ქილა ივსება, მაშინ რამდენი ლიტრი ჩამოედინება 10 საათში?

a)

5 ₾

b)

10 ₾

c)

20 ₾

d)

ვერ გავიგებთ