wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ტარიელის გამიჯნურება

Total questions: 10

Worksheet time: 6mins

Name
Class
Date
1.

რატომ არ შეიყვანა ფარსადანმა ტარიელი ნესტანის სამყოფელში?

a)

ტარიელმა იუარა.

b)

არ სურდა, რომ მისი ასული ვინმეს ენახა.

c)

სასახლის ეტიკეტი ირღვეოდა.

d)

ნესტანს უკითხავად ვერ დააყენებდა თავზე სტუმარს.

2.

გონზე მოსული ტარიელი ...

a)

მეფეს მადლობას უხდის თანაგრძნობისთვის.

b)

მუყრებს და მულიმებს იმედის თვალით შესცქერის, იქნებ უწამლონ.

c)

ნესტანის ნახვას ითხოვს.

d)

შმაგივით იქცევა და ისევ გული მისდის.

3.

ასმათთან ურთიერთობის ეპიზოდის მიხედვით ტარიელი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ...

a)

კადნიერი

b)

გულუბრყვილო

c)

სულსწრაფი

d)

თავმოყვარე

4.

რატომ ევედრება ტარიელი ღმერთს, რომ სახლამდე მისვლა შეაძლებინოს?

a)

ეშინია, რომ სასახლეში გამჟღავნდება მისი "სენის" ნამდვილი მიზეზი.

b)

თავი მოაბეზრა ხელმწიფეთა ამდენმა ზრუნვამ.

c)

სასულიერო პირების ბუტბუტი აღიზიანებს.

d)

იმედი აქვს, რომ სახლში უკეთ იგრძნობს თავს.

5.

რაზე მიუთითებს ნათქვამი: დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა?

a)

ასმათთან აშიკობით სურს რომ გული გადააყოლოს.

b)

მხევლებთან ასეთი ქცევა მიღებული იყო.

c)

გაბრაზდა და საკადრისი პასუხი გასცა.

d)

უარი შეუთვალა.

6.

რატომ მალავს ტარიელი თავის გრძნობებს?

a)

სცხვენია.

b)

"წესი არის მიჯნურისა არ დამჩნევა, ჭირთა მალვა".

c)

ტექსტში არ ჩანს ნამდვილი მიზეზი.

d)

ამირსპასალარისთვის შეუფერებელ საქციელად მიაჩნია.

7.

რა იყო ასმათის მოსვლის მიზეზი?

a)

ტარიელთან გასაუბრება სურდა.

b)

ნესტანისგან წერილი მოუტანა.

c)

ტარიელთან აშიკობას აპირებდა.

d)

ტარიელის ჯანმრთელობის ამბის შეტყობა სურდა.

8.

რა საერთო თვისება აღმოაჩნდათ თინათინსა და ნესტანს?

a)

მიჯნურობის დამალვა.

b)

კდემამოსილება

c)

პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა

d)

სითამამე მიჯნურობაში.

9.

რით განსხვავდება მიჯნური ავთანდილი მიჯნური ტარიელისან?

a)

სულსწრაფობით

b)

სილაღით

c)

ცრემლთა დენით

d)

თავდაჯერებულობით

10.

ორივე ქალი მიჯნურს დავალებას აძლევს. რა საერთო შეიძლება დავინახოთ ამ ორ დავალებაში?

a)

ორივე დავალება პოლიტიკური ხასიათისაა.

b)

ორივეს ორი კურდღლის დაჭერა უნდა.

c)

ორივეს ეჭვი ეპარება მიჯნურის წარმატებაში.

d)

ორივეს სძულს მიჯნურის ბნედის ყურება.