Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

მგლის მოკვლა

Total questions: 10

Worksheet time: 5mins

Name
Class
Date
1.

"სულს ღაფავს" გამოთქმის შესაბამისი განმარტება არის

a)

ქოშინებს

b)

იხრჩობა

c)

კვდება

d)

იღლება

2.

რას ნიშნავს გამოთქმა "მგელი დაგვედო"

a)

მგელი მოგიახლოვდა

b)

მგელი შემოგვეჩვია

c)

მგელი დავინახეთ

d)

მგელი მიზანში ამოვიღეთ

3.

მონიშნე ფრაზა, რომელიც განმარტავს მეტაფორას "მთვარიანი ღამეებია - ფეტვს აკრეფ თოვლზე":

a)

თეთრ თოვლზე ადვილად იკრიფება ფეტვი.

b)

მიდამო მთვარითაა გაჩახჩახებული.

c)

ფეტვის მარცვლები თეთრ თოვლზე ყრია.

d)

მთვარე ფეტვივით დაიბნა.

4.

რას გამოხატავს გამოთქმა "ლამფას რომ ჩაუწევენ, აეგრე ნელ-ნელა ჩაიწია სინათლემ იმის თვალში"?

a)

ნელ-ნელა დაბრმავდა

b)

ნელ-ნელა დახუჭა თვალები

c)

ნელ-ნელა გამოელია სიცოცხლე

d)

ნელ-ნელა დაბნელდა გარშემო.

5.

რას ნიშნავს დაიმშა?

a)

ძალიან მოშივდა

b)

ძალიან შეეშინდა

c)

გალამაზდა

d)

მოიყინა

6.

მონიშნე "გომურის" სინონიმი:

a)

საკუჭნაო

b)

ბაგა

c)

ბოსელი

d)

სანათური

7.

რას ნიშნავს ფიანდაზი?

a)

ძვირფასი ნოხი

b)

სალამური

c)

საფენი

d)

ფარდაგი

8.

რას ნიშნავს იდიომი "ძილი გვერევა"?

a)

ჩაგვეძინა

b)

ძილი გაგვიფრთხა

c)

გვეძინება

d)

ვფხიზლდებით

9.

რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული წინადადებაში: "ძეძვის ღობესავით რაღაცა იძვრის, მოდის, მოიწელება".

a)

ეპითეტი

b)

მეტაფორა

c)

შედარება

10.

რას ნიშნავს "ჩავცვივდით ფლაქვაფლუქვით კბოდეზე"?

a)

ჩავცვივდით ფლოქვების თქარუნით

b)

ფლავივით დავიბენით

c)

ჩავცვივდით კისრისტეხით

d)

ტაშისკვრით ჩავცვივდით