NEW
Font size
Worksheetsშემაჯამებელი გაკვეთილი №6
Total questions: 10
Worksheet time: 34mins
თუ გაფუჭებული ონკანიდან ჩამონადენი წყლის წვეთებით ყოველ საათში ნახევარლიტრიანი ქილა ივსება,მაშინ რამდენი ლიტრი წყალი ჩამოედინება
8 საათში?
4
16
12
8
რამდენ ადგილას უნდა გადავჭრათ 8მ სიგრძის თოკი,რომ მივიღოთ 2-2 მეტრი სიგრძის თოკები?
3
4
2
8
სამი სანთელი 18 თეთრი ღირს. რა ღირს ერთი კოლოფი ასანთი,თუ ხუთ სანთელსა და ერთ კოლოფ ასანთში გადაიხადეს 40 თეთრი.
10
15
20
25
მართკუთხედის სიგრძე 20 სმ-ია,სიგანე 5სმ-ით ნაკლები. იპოვეთ მართკუთხედის პერიმეტრი.
35
70
15
25
ეკამ თავისი კანფეტების ნახევარი მაკას მისცა. ამის შემდეგ მაკას 24 კანფეტი გაუხდა. რამდენი კანფეტი ჰქონია ეკას თავდაპირველად, თუ მაკას ჰქონდა 10 ?
28
34
22
12
14
ნინიმ მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან დაინახა,რომ მისი ვაგონი თავიდან მეოთხეა, ბოლოდან კი მეათე. სულ რამდენი ვაგონი აქვს მატარებელს?
13
14
15
16
12
ვთქვათ თქვენ მონაწილეობთ მორბენლების შეჯიბრში და გაასწარით მორბენალს, რომელიც იმ მომენტში მეორე ადგილზე იყო. რომელ ადგილზე ხართ თქვენ გასწრების შემდეგ?
1-ლი
მე-2
მე-3
მე-4
სამმა ძმამ დაიჭირა 29 კალმახი. როცა ლევანმა დას მისცა 6 კალმახი, ნიკამ - 2, ხოლო ანდრიამ - 3, ძმებს თანაბარი რაოდენობის თევზი დარჩათ. რა რაოდენობის თევზი დაუჭერია ანდრიას?
6
7
8
9
10
სამკუთხედის ერთი გვერდი 18 სმ-ია, მეორე – 22 სმ. მესამე გვერდი ამ ორი გვერდის ჯამის ნახევარია, იპოვეთ პერიმეტრი.
60
40
50
70
ელენემ უნდა იყიდოს ერთი ფილა შოკოლადი და ერთი ნამცხვარი. მაღაზიაში არის სამი სახის შოკოლადის ფილა და ორი სახის ნამცხვარი. რამდენი არჩევანი აქვს ნინის?
2
3
6
5
