NEW
Font size
Worksheetsმათემატიკა. ქვიზი. 21.05
Total questions: 10
Worksheet time: 30mins
სანდრომ 3 კანფეტი ლიზას ისე გაუნაწილა, რომ თვითონ ერთით ნაკლები დაიტოვა. რამდენი კანფეტი დაიტოვა სანდრომ?
3
1
2
მარიამმა 9 კალამი ბარბარეს ისე გაუნაწილა, რომ თვითონ ერთით მეტი დაიტოვა. რამდენი კალამი დაიტოვა მარიამმა?
5
4
10
ანამ და ქეთიმ 11 რვეული იყიდეს. ანამ ერთი რვეულით მეტი იყიდა, ვიდრე ქეთიმ. რამდენი რვეული იყიდა ანამ?
12
5
6
დათიმ და მაქსომ 13 ბუშტი ისე გაიყვეს, რომ მაქსოს ერთით ნაკლები შეხვდა. რამდენი ბუშტი შეხვდა მაქსოს?
14
7
6
აკამ 15 ვაშლი დიდ და პატარა თეფშებზე დააწყო. დიდ თეფშზე 1-ით მეტი ვაშლი აღმოჩნდა. რამდენი ვაშლი დევს დიდ თეფშზე?
8
7
16
ყუთში დევს 6 ლურჯი და 4 შავი ფანქარი. რამდენი ფანქარი უნდა ამოიღოს კონსტანტინემ ყუთში ჩაუხედავად, რომ ერთი ფანქარი მაინც იყოს შავი?
10
7
5
ყუთში 10 წითელი და 8 მწვანე ბურთულაა. რამდენი ბურთულა უნდა ამოიღოს ნიკამ ყუთში ჩაუხედავად, რომ ერთი მწვანე ბურთულა მაინც ამოჰყვეს?
9
18
11
ტომარაში 12 ვარდისფერი და 10 იისფერი ბურთია. რამდენი ბურთი უნდა ამოიღოს ტასიმ ტომარაში ჩაუხედავად, რომ ერთი ვარდისფერი მაინც ამოიღოს?
11
13
9
კოლოფში 5 თეთრი და 7 ცისფერი ცარცია. რამდენი ცარცი უნდა ამოიღოს ლუკამ კოლოფში ჩაუხედავად, რომ ერთი თეთრი ცარცი მაინც ამოჰყვეს?
6
7
8
კოლოფში 11 წითელი და 9 მალინისფერი თმისამაგრია. რამდენი თმისამაგრი უნდა ამოიღოს თინომ კოლოფში ჩაუხედავად, ერთი წითელი მაინც რომ ამოჰყვეს?
10
12
20
