wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

მეოთხე კლასი შემაჯამებელი გაკვეთილი #7

Total questions: 10

Worksheet time: 38mins

Name
Class
Date
1.

რომელი ფარდაა უფრო განიერი და რამდენით თუ ცნობილია,რომ წითელ ფარდას მიაკერეს 5 რგოლი, ერთმანეთისგან დაშორებული 13 სმ-ით და ყვითელ ფარდას - 7 რგოლი, თითოეული 10 სმ-ის დაშორებით..

a)

ყვითელი 8 სმ-ით

b)

ყვითელი 5 სმ-ით

c)

თეთრი 8 სმ-ით

d)

თეთრი 5 სმ-ით

2.

ერთ ყუთში 21-ით მეტი ვაშლია,ვიდრე მეორეში. რამდენი ვაშლი უნდა გადავიტანოთ პირველიდან მეორეში,რომ პირველ ყუთში 7 -ით მეტი ვაშლი აღმოჩნდეს, ვიდრე მეორეში?

a)

7

b)

6

c)

8

d)

9

3.

მხერხავმა 3 მორი დახერხა. თითოეული დაჭრა 5 ნაწილად და გასამრჯელოდ აიღო 6 ლარი. რამდენ ლარს აიღებს ის,თუ 10 მორს დახერხავს ,ამასთან თითოეულს 4 ნაწილად?

a)

15

b)

14

c)

13

d)

16

4.

სასკოლო ბიბლიოთეკისთვის ბოტანიკისა და ზოოლოგიის წიგნები შეიძინეს. სულ 10 ცალი, რაშიც გადაიხადეს 38 ლარი. ბოტანიკის თითოეული წიგნი ღირდა 3 ლარი, ზოოლოგიისა - 4. შეძენილი წიგნებიდან რამდენი იყო ზოოლოგიის?

a)

5

b)

6

c)

7

d)

8

5.

A პუნქტიდან B პუნქტისაკენ გავიდა წითელი ავტომანქანა 75კმ/სთ სიჩქარით. იმავდროულად B პუნქტიდან A პუნქტისაკენ გავიდა ლურჯი ავტომანქანა 95 კმ/სთ სიჩქარით. რა მანძილით იქნება დაშორებული ლურჯი ავტომანქანა A პუნქტიდან მაშინ,როცა წითელი ავტომანქანა ჩავა B პუნქტში,თუ ცნობილია რომ წითელი ავტომანქანა B პუნქტში 2 სთ-ში ჩავიდა,ხოლო ამ ხნის მანძილზე ლურჯ ავტომანქანას მოძრაობა არ შეუწყვეტია?

a)

40

b)

30

c)

50

d)

60

6.

სახლის გათბობას სჭირდება 110 წთ. რომელი საათიდან იქნება სახლი თბილი,თუ გამათბობელს ჩავრთავთ დილის 10-ის ნახევარზე?

a)

11:20

b)

10:20

c)

12:10

d)

13:10

7.

დედისა და ორი შვილის ასაკთა ჯამი 5 წლის შემდეგ იქნება 65 წელი. რამდენი იყო მათი ასაკთა ჯამი 4 წლის წინ?

a)

38

b)

47

c)

56

d)

50

8.

სამი მეგობარი ტყეში აგროვებდა სოკოს. თითოეულმა მათგანმა იპოვა სხვადასხვა კენტი რაოდენობის თეთრი სოკო. ირინამ და ნათიამ ერთად იპოვა 8 სოკო, ხოლო ნათიამ და ანამ - 6 სოკო. რამდენი სოკო იპოვა ირინამ, თუ ცნობილია რომ მას ყველაზე მეტი რაოდენობის სოკო აქვს?

a)

7

b)

5

c)

3

d)

1

9.

წრეწირზე მონიშნულია 4 სხვადასხვა წერტილი. მაქსიმუმ რამდენი ისეთი სამკუთხედი შეიძლება შევადგინოთ, რომელთა წვეროები ამ წერტილებშია?

a)

4

b)

5

c)

7

d)

8

10.

კოლოფში 5 წითელი და 10 მწვანე ფანქარია. სულ მცირე, რამდენი ფანქარი უნდა ამოვიღოთ კოლოფში ჩაუხედავად, რომ მათ შორის აუცილებლად იყოს ორი სხვადასხვა ფერის ფანქარი?

a)

11

b)

6

c)

2

d)

3