NEW
Font size
Worksheetsმესამე კლასი-შემაჯამებელი გაკვეთილი #7
Total questions: 10
Worksheet time: 38mins
დედამ 11 საათსა და 50 წუთზე ჩაიდანი ასადუღებლად დაადგა. ჩაიდანში
წყალი 20 წუთში ადუღდა. წყლის ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ დედამ
ნინოს ჩაი დაუსხა. რომელ საათზე დაამთავრა ნინომ ჩაის დალევა,თუ იგი
ჩაის 9 წუთი სვამდა?
12:24
11:24
12:13
11:13
თავდაპირველად ავტობუსში 20 მგზავრი იჯდა. პირველ გაჩერებაზე 4 მგზავრი
ჩავიდა, 6 კი ამოვიდა. ასე გაგრძელდებოდა ყოველ მომდევნო გაჩერებაზე
(4 ჩადიოდა, 6 ამოდიოდა). რამდენი მგზავრი იქნებოდა ავტობუსში მოეთხე და
მეხუთე გაჩერებებს შორის?
28
30
26
32
შაბათ-კვირას ნინომ 60 ამოცანა აქვს ამოსახსნელი. მან ეს ამოცანები ორ დღეზე
თანაბრად გადაანაწილა.შაბათს მან სწორად ამოხსნა 24 ამოცანა, დანარჩენი
ამოცანების ამოხსნაში შეცდომა დაუშვა. კვირას ნინომ 2-ჯერ ნაკლები
ამოცანა ამოხსნა შეცდომით, ვიდრე შაბათს. მან არასწორად ამოხსნილი
ამოცანები ორშაბათს უნდა ამოხსნას. რამდენი ამოცანა დარჩა ნინოს
ორშაბათისთვის ამოსახსნელი?
9
6
3
12
ხალხით სავსე დარბაზში სკამები ნომრებით 152-265 ცარიელი იყო. რამდენი სკამი ყოფილა ცარიელი?
114
113
116
112
პაპა ვანოს ჰყავს 4 შვილი ჰყავს: მარი,ნინო,ირაკლი და გია. მარის ჰყავს 3 დისშვილი და 2 ძმისშვილი,ნინოს 5 დისშვილი და 2 ძმისშვილი,ირაკლის არცერთი ძმისშვილი არ ჰყავს. რამდენი შვილიშვილი ჰყავს პაპა ვანოს?
8
9
10
11
ნათლიამ ნოეს დაბადების დღეზე სასწორი აჩუქა. ნოემ დაიწყო სათამაშოების აწონვა: მანქანის წონა უდრის ბურთისა და სამი კუბიკის წონას, ხოლო მანქანისა და ერთი კუბიკის წონა უდრის ორი ბურთის წონას. რამდენი კუბიკის წონას უდრის მანქანის წონა?
7
8
6
5
ბზის ბუჩქები გაზონის სწორხაზოვანი საზღვრის გასწვრივაა დარგული. ბზის ყოველ ორ ბუჩქს შორის მანძილი 1 მ-ია. პირველიდან ბოლო ბუჩქამდე მანძილი 21 მ-ია. ბზის რამდენი ბუჩქია დარგული სულ
20
21
22
23
ბიჭმა გაირბინა 60 მეტრი მოცემული მიმართულებით, მობრუნდა, გამოიქცა უკან და გაირბინა 95 მეტრი. სირბილის დაწყების ადგილიდან რა მანძილით იქნება დაშორებული ბიჭი?
35 მ
155 მ
60 მ
45 მ
კარადაში დევს სამი წყვილი ერთნაირი ჩექმა. ყველაზე ცოტა რამდენი ცალი ჩექმა უნდა გამოვიღოთ კარადაში შეუხედავად, რომ აუცილებლად შედგეს 1 წყვილი ჩექმა?
2
3
4
5
ქოთანი თაფლით იწონის 7 კგ-ს. როდესაც ქოთნიდან გადმოასხეს ნახევარი, აღმოჩნდა, რომ ქოთანი დარჩენილი თაფლით 4 კგ-ს იწონის. რამდენი კილოგრამი თაფლი იყო ქოთანში თავდაპირველად?
3
4
5
6
