Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე

Total questions: 100

Worksheet time: 50mins

Name
Class
Date
1.

რა ფაქტის გამო ვერ მოახერხა გიორგი II- მ კახეთ-ჰერეთის შემოერთება?

a)

თურქ-სელჩუკები შეესივნენ ქართლს და არ დასცალდა

b)

დას.საქართველოში გადავიდა სანადიროდ

c)

სამხედრო რესურსი არ გააჩნდა

d)

უეცრად გარდაიცვალა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

2.

რომელი ქალაქი აიღო ალფ-არსლანმა 1064 წლის ლაშქრობისას?

a)

გორი

b)

ახალქალაქი

c)

ახალგორი

d)

ახალციხე

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

3.

ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობისას, დამატებითი მსხვერპლის აცილებისა და სიტუაციის გამოსწორების მიზნით, რა მოიმოქმედა ბაგრატ IV- მ?

a)

სულთანს საკუთარი დისწული მიათხოვა

b)

მოიხმო ბიზანტიის ჯარები საქართველოში

c)

გაილაშქრა განძის ამირას წინააღმდეგ

d)

სულთანს საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

4.

ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ საქართველო ბაგრატ IV- ის მეფობისას ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას?

a)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

b)

ბაგრატმა საკუთარი დისწული სელჩუკთა სულთანს მიათხოვა

c)

საქართველოში პერიოდულად იგზავნებოდნენ მოციქულები და ძღვენი სულთნისაგან

d)

ბაგრატმა არ იკისრა ხარკის გადახდა თურქ-სელჩუკთა სასარგებლოდ

5.

ვინ მართავდა თურქ-სელჩუკთა იმპერიას 1072-1092 წლებში?

a)

ალფ-არსლანი

b)

ნიზამ ალ-მულქი

c)

თოღრულ-ბეგი

d)

ალფ-არსლანი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

6.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ვარიანტშია დროში თანმიმდევრულად წარმოდგენილი ქართველი მეფეები?

a)

აშოტ I კურაპალატი; ბაგრატ IV; დავით III, გიორგი II

b)

გიორგი II; ბაგრატ III; ადარნასე I კურაპალატი; ლეონ II;

c)

ბაგრატ III; გიორგი II; ბაგრატ IV; დავით III,

d)

დავით III კურაპალატი; გიორგი I; ბაგრატ IV;

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

7.

რომელ შტოებად გაიყო აშოტ ბაგრატიონის შთამომავლობა?

a)

ჯავახ და შავშელ ბაგრატიონებად

b)

ქართლელ და კახელ ბაგრატიონებად

c)

ტაოელ და აფხაზ ბაგრატიონებად

d)

კლარჯ და ტაოელ ბაგრატიონებად

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

8.

რამ განაპირობა თბილისის საამიროს დამოყკიდებლობა?

a)

საამიროს სტრატეგიულმა მდებარეობამ

b)

ჩრდილოეთის გადმოსასვლელების კონტროლმა

c)

არაბთა სახალიფოს დასუსტებამ

d)

სახალიფოსა და ბიზანტიის დაპირისპირებამ

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

9.

ნიზამ ალ-მულქი იყო...

a)

თურქ-სელჩუკთა სარდალი

b)

სასულიერო ლიდერი

c)

სელჩუკთა პირველი ვაზირი

d)

სელჩუკთა სულთნის ელჩი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

10.

რატომ ვერ ეხმარებოდა ბიზანტია საქართველოს თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში?

a)

ბიზანტიაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი

b)

ბიზანტია დამარცხდა სელჩუკებთან ბრძოლაში

c)

ბიზანტიაში მიმდინარეობდა რელიგიური ომები

d)

ზავით ბიზანტიამ საქართველო სელჩუკებს დაუთმო

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

11.

რას წარმოადგენდა "სააჯო კარი"?

a)

ღარიბ-ღატაკთა და უპოვართა გამოსაკვებ დაწესებულებას

b)

საკანონმდებლო ორგანოს

c)

მეფის სავაზიროს

d)

უზენაეს სასამართლოს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

12.

რომელ წელს გაიმართა ერწუხის ბრძოლა?

a)

1100 წელს

b)

1104 წელს

c)

1110 წელს

d)

1114 წელს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

13.

დავით IV- ის გამეფების შემდეგ, ვინ გახდა მეფის შემდეგ პირველი პირი?

a)

ექვთიმე მთაწმინდელი

b)

ეფრემ მცირე

c)

გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი

d)

არსენ იყალთოელი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

14.

რომელი დადგენილება მიიღეს რუის-ურბნისის კრებაზე?

a)

«სამართალი ბატონიშვილი დავითისი"

b)

«ძეგლისწერა»

c)

„ხელმწიფის კარის გარიგება“

d)

«ძეგლისდება»

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

15.

ვის დაუპირისპირდა დავით IV ერწუხის ბრძოლაში?

a)

განძის ათაბაგს

b)

ბიზანტიის იმპერიას

c)

მაჰმადიანთა კოალიციურ ლაშქარს

d)

ანისის ამირას

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

16.

რა ისტორიულმა მოვლენამ შეუწყო ხელი დავით IV- ს, შეეწყვიტა ხარკის მიცემა თურქ-სელჩუკებისთვის?

a)

თურქ-სელჩუკთა მიერ ბაღდადის აღებამ

b)

კონსტანტინოპოლის დაცემამ

c)

ჯვაროსნულმა ლაშქრობამ

d)

"დიდმა თურქობამ"

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

17.

ვინ ჩაუდგა სათავეში "სააჯო კარს"?

a)

ამილახორი

b)

არსენ იყალთოელი

c)

ათაბაგი

d)

თავად მეფე

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

18.

ჩამოთვლილთაგან, ვინ უპირისპირდებოდა აქტიურად დავით IV აღმაშენებელს?

a)

მოდისტოსი

b)

ლიპარიტ ბაღვაში

c)

ძაგან აბულეთის ძე

d)

სამივე პასუხი სწორია

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

19.

რა ევალებოდა ამირსპასალარს?

a)

მეფის ფინანსების მართვა

b)

მეფის დაცვა

c)

ლაშქრის წვრთნა და მისი გამოყვანა

d)

სამეფო კარის მომარაგება სურსათ-სანოვაგით

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

20.

რომელ წლებში მეფობდა დავით IV აღმაშენებელი?

a)

1095-1120წწ.

b)

1089-1125წწ.

c)

1079-1115წწ.

d)

1103-1130წწ.

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

21.

რა გადაუდებელი ამოცანების წინაშე დადგა დავით აღმაშენებელი გამეფების შემდეგ?

a)

უცილობლად უნდა აღკვეთილიყო ურჩ ფეოდალთა თავნებობა და განედევნა თურქ-სელჩუკები საქართველოდან

b)

პირველ რიგში უნდა აღკვეთილიყო ურჩ ფეოდალთა თავნებობა და შემდგომ განედევნა არაბები საქართველოდან

c)

აუცილებლად უნდა აღედგინა ავტოკეფალია და განედევნა თურქ-სელჩუკები ქვეყნიდან

d)

არც ერთი პასუხი არაა სწორი

22.

დაალაგეთ ქრონოლოგიურად, უძველესიდან უახლესისკენ, მოცემული მოვლენები:

I - დავით IV- ს მიერ თურქ-სელჩუკთათვის ხარკის შეწყვეტა II- რუის ურბნისის კრება III - დიდგორის ბრძოლა

a)

I, III, II

b)

II, I, III

c)

I, II, III

d)

III, I, II

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

23.

რომელ წელს შეუწყვიტა დავით IV- მ ხარკი თურქ-სელჩუკებს?

a)

1089 წელს

b)

1099 წელს

c)

1095 წელს

d)

1121 წელს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

24.

რომელი მეფის განკარგულებით შეიქმნა მსტოვართა ინსტიტუტი?

a)

თამარ მეფის

b)

დავით IV- ის

c)

ბაგრატ III- ის

d)

გიორგი I- ის

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

25.

რა წარმოადგენდა 1104 წელს გამართული რუის-ურბნისის კრების მიზანს?

a)

ეკლესიის გაწმენდა უღირსი საეკლესიო პირებისგან

b)

ეკლესიის მფლობელობაში გადასული მიწების უკან - მეფის ხელისუფლებაში დაბრუნება

c)

დამატებითი სახსრების მოძიება

d)

სამივე პასუხი სწორია

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

26.

ქრონოლოგიურად (უძველესიდან უახლესისაკენ) დაალაგეთ დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში, საქართველოში თუ მის გარეთ, მომხდარი მოვლენები. 1.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება; 2.დავით IV- ის მიერ თურქთათვის ხარკის შეწყვეტა; 3.ერწუხის ბრძოლა

a)

1, 2, 3

b)

2, 1, 3

c)

3, 2, 1

d)

1, 3, 2

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

27.

ვისი შვილია დავით აღმაშენებელი?

a)

გიორგი II- ის

b)

ბაგრატ IV- ის

c)

გიორგი I- ის

d)

ბაგრატ III- ის

28.

რომელ ტერიტორიაზე განამტკიცა გავლენა დავით აღმაშენებელმა ერწუხის ბრძოლის მოგებით 1104 წელს?

a)

კახეთ-ჰერეთზე

b)

სამცხეზე

c)

შიდა ქართლზე

d)

აფხაზეთზე

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

29.

რას წარმოადგენდა "მონა-სპა"?

a)

მეფის პირად გვარდიას

b)

სასაზღვრო ჯარს

c)

დაქირავებულ ჯარს

d)

ჯვაროსანთა ლაშქარს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

30.

დავით აღმაშენებელზე ცნობებს გვაწვდის...

a)

ლეონტი მროველი

b)

ალ-კალკაშანდი

c)

ჟამთააღმწერელი

d)

ალ-ფარიკი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

31.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ღონისძიება არ გაუტარებია დავითს?

a)

საქალაქო რეფორმა

b)

საეკლესიო რეფორმა

c)

სასამართლო რეფორმა

d)

სამონეტო რეფორმა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

32.

რა წარმოადგენთა ყივჩაღთა ჩამოსახლების მიზანს?

a)

მეცხოველეობის განვითარება, რადგან ყივჩაღები მომთაბარეები იყვნენ

b)

დაცარიელებული ადგილების დასახლება და ინტენსიური მეურნეობის ქანვითარება საქართველოში

c)

დამატებითი სამხედრო ძალის მიღება, რადგან ყივჩაღები კარგი მეომრები იყვნენ

d)

ქვეყანაში ვაჭრობის განვითარება, რადგან ყივჩაღები ამ საქმიანობით გამოირჩეოდნენ

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

33.

როდის შემოუერთა დავით აღმაშენებელმა საქართველოს სამშვილდე, რუსთავი, ლორე?

a)

1103-1105 წწ

b)

1110 წ

c)

1110-1116 წწ

d)

1110-1118 წწ

e)

1118-1120 წწ

34.

რა ღონისძიებები განახორციელა დავითა თბილისში 1122 წელს?

a)

გააუქმა ქალაქის თვითმმართველობა, დედაქალაქი თბილისისდან ქუთაისში გადაიტანა

b)

გააუქმა ქალაქის თვითმმართველობა, ქალაქი თავის მოხელეებს ჩააბარა

c)

გააუქმა ქალაქის თვითმმართველობა, ქალაქი თავის მოხელეებს ჩააბარა, დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა

d)

დატოვა ქალაქის თვითმმართველობა, სამეფოს დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა

e)

თბილისში ზედაპირული ხასიათის ადმინისტრაციული რეფორმები განახორციელა, დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა

35.

ვინ იყო საქართველოს მოწინააღმდეგე დიდგორის ბრძოლაში?

a)

თურქები, რომლებსაც სარდლობდა აჰმედ მეორე

b)

მაჰმადიანური ქვეყნების კოალიციური ლაშქარი

c)

ადარბადაგანში შექკრებილი ლაშქარი, რომლებსაც სარდლობდა აბუბექრი

d)

რიმუს სულთანის მიერ შეკრებილი ლაშქარი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

36.

რა მოხდა 1101-1103(1104) წლებში?

a)

დავით მეფემ შემოიერთა დმანისი

b)

დავიღ მეოთხემ შექმნა მუდმივი ჯარი

c)

დავით მეოთხემ გაათავისუფლა სამშვილდე

d)

დავით მეოთხემ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი

e)

საქართველოს თავს დაესხნენ თურქები ილღაზის სარდლობით

37.

რატომ ჩაატარა დავით მეოთხემ სამხედრო რეფორმა?

a)

მუდმივი ჯარის შექმნის მიზნით, რათა ამაღლებულიყო საქართველოს სამხედრო პოტენციალი და დაეპყრო მეზობელი ქვეყნები

b)

მუდმივი ჯარის შექმნით სურდა ქვეყნის გარეშე ძალების დამარცხება, ამავე დროს დამოკიდებული არ იქნებოდა ფეოდალურ ლაშქარზე, მწარმოებელი მოსახლეობა არ მოწყდებოდა თავის ძირითად საქმიანობას

c)

მუდმივი ჯარით შეძლებდა საქართველოს გარეშე მტრების დამარცხებას

d)

მუდმივი ჯარით განამტკიცებდა საქართველოს სამხედრო ძლიერებას, შექმნიდა ძლიერ იმპერიას

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

38.

რატომ არ გამოიყვანა დავით მეოთხემ დიდგორის ბრძოლაში მუდმივი ჯარი?

a)

მუდმივი ჯარი შექმნილი არ იყო

b)

მუდმივი ჯარი უცხოელთაგან შედგებოდა, დიდგორის ომში ქართველთა ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, ამიტომ თვითონ ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა თავისი არსებობის საკითხი

c)

ყივჩარები, როგორც მეომრები ჩამორჩებოდნენ ქართველებს

d)

მუდმივი ჯარის შექმნის პროცესი დასრულებული არ იყო

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

39.

რატომ შემოიღო დავით მეოთხემ სავაზიროთა სისტემა?

a)

სავაზიროთა სისტემა ეს იყო ქვეყნის მართვის დარგობრივი სისტემა, რაც განამტკიცებდა მეფის ხელისუფლებას და ხელს უწყობდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციას

b)

სავაზიროთა სისტემა დაუპირისპირა სამეფო დარბაზს და მას წაართვა აღმასრულებელი ფუნქცია

c)

სავაზიროები ხელს უწყობდნენ ქვეყნის ოპერატიულ მართვასა და ემორჩილებოდნენ მხოლოდ მეფეს, გაინაწილეს მეფის საკანონმდებლო ხელისუფლება

d)

სავაზიროთა შექმნა ურჩ თავად-აზნაურთა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

40.

რატომ მიანიჭა დავით მეოთხემ თბილისელ მაჰმადიანებს შეღავათები?

a)

სურდა არ გამოეწვია მათი წინააღმდეგობა, იყო რჯულშემწყნარებელი

b)

ხელმძღვანელობდა ჰუმანისტური პრინციპებით

c)

სურდა მოსახლეობის ამ ნაწილის ნაჰმადიანურ ქვეყნებთან ბრძოლაში გამოყენება, იყო ამასთანავე რჯულშემწყნარებელი

d)

თბილისი მახლობელ აღოსავლეთში ვაჭრობის მნიშვნელოვანი კერა იყო, სავაჭრო საქმე თბილისელ მაჰმადიანებს ეოყრათ, ამიტომ სცადა მათი როლი შეენარჩუნებინა ამ დარგში, ხელმძღვანელობდა ჰუმანისტური პრინციპებიდაც

e)

თბილისელ მაჰმადიანთა გზით ცდილობდა მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის განმტკიცებას

41.

განსაზღვრეთ პრინციპები, რის გამოც დავთ მეოთხემ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა XI საუკუნის 90-იან წლებში?

a)

საქართველომ ამ დროს შეძლო სამხედრო პოტენციალის ამაღლება, დასუსტდა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო

b)

თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს დაემუქრა საფრთხე ჯვაროსნული ლაშქრობების სახით, დაიწყო ამ სახელმწიფოს დასუსტებისა და დაშლის პროცესი

c)

საქართველომ ამ პერიოდში შეძლო შიგა წინააღმდეგობების დაძლევა, განამტკიცა მეფის ხელისუფლება

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

42.

რატომ გადაიტანა დავით მეოთხემ საომარი ოპერაციები სომხეთსა და შარვანში?

a)

სომხეთსა და შარვანს საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა

b)

სურდა დახმარებოდა სომხეთისა დაშარვანის მოსახეობას თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში

c)

სურდა სომხეთისა და შარვანის დაპყრობა, ეკონომიკური პოზიციის განმტკიცება ამიერკავკასიაში

d)

სომხეთსა და შარვანში საომარი ოპერაციები გადაიტანა იმიტომ, თურქ-სეჩუკები განედევნა საქართველოს საზღვრებიდან, დაუფლებოდა სავაჭრო გზებს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

43.

რაში გამოიხატებოდა მწიგნობართუხუცესის თანამდებობის თავისებურება?

a)

მწიგნობართუხუცესი მონაზონი იყო და შორს იდგა მიწისმფლობელობისაგან. არ ჰყავდა მემკვიდრეები

b)

მწიგნობართუხუცესს მეფე ნიშნავდა, იყო მეფის შემდეგ მეორე პირი, გამოირჩეოდა ერთგულებით

c)

მწიგნობართუხუცესი მთავრობის მეთაური იყო და ყველა სხვა სამოხელეო პოზიციაზე მაღლა იდგა

d)

მწიგნობართუხუცესი მთავრობის მეთაურიც იყო და "სააჯო კარის" მეთაურიც

e)

მწიგნობართუხუცესს მეფე სამეფო დარბაზის წარდგინებით ნიშნავდა

44.

ვინ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი დავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმის განხორციელებაში?

a)

სამეფო დარბაზმა

b)

სამეფო დარბაზმა და სავაზირომ

c)

სავვაზირომ

d)

გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა

e)

ნიანია ბაკურიანის ძემ

45.

რომელ წლებში განახორციელა საქართველოს სამეფო კარმა ყივჩაღების ჩამოსახლება საქართველოში?

a)

1110-1115 წწ

b)

1105-1110 წწ

c)

1118-1120 წწ

d)

1115 წ

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

46.

რომელმა ქართველმა მოღვაწემ დაიცვა ანტიოქიის პატრიარქის წინაშე საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა XI საუკუნეში?

a)

დავით აღმაშენებელმა

b)

იოანე ათონელმა

c)

გიორგი მთაწმინდელმა

d)

გიორგი ხუცეს-მონაზონმა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

47.

ვინ განაგებდა / ნენ თბილისს, დავითის მიერ ქალაქის აღების პერიოდში?

a)

იმერეთის ერისთავი

b)

„თბილისელი ბერები“

c)

აფხაზეთის ერისთავი

d)

ამირა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

48.

რომელი მსჯელობაა მართებული "თბილისელი ბერების" მმართველობასთან დაკავშირებით?

a)

უხუცესებად ავტომატურად აირჩეოდნენ ქალაქის ყველაზე მდიდარი ვაჭარნი

b)

უხუცესებს ხელისუფლება გადაეცემოდათ მემკვიდრეობითობის წესით

c)

მათ ირჩევდნენ ქ.თბილისის მოქალაქენი

d)

სამივე პასუხი სწორია

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

49.

რომელ წელს გაათავისუფლა დავით IV- მ ანისი?

a)

1118 წელს

b)

1115 წელს

c)

1120 წელს

d)

1123 წელს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

50.

ჩამოთვლილთაგან, რომელი მატიანე არ აღწერს დიდგორის ბრძოლას?

a)

მათე ურჰაეცი

b)

ალ-ჯაუზი

c)

გოტიე

d)

არც ერთი პასუხი არაა სწორი

51.

რომელი პუნქტის შემოერთებით დაასრულა დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება?

a)

ანისის

b)

გორის

c)

დმანისის

d)

თბილისის

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

52.

უშუალოდ ვის მიერ იდევნებოდნენ ყივჩაღები საქართველოში ჩამოსახლებამდე?

a)

რუსეთის მთავრის მიერ

b)

ჯვაროსანთა მიერ

c)

სპარსელთა შაჰის მიერ

d)

თურქთა სულთნის მიერ

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

53.

რა ნათესაური კავშირი ჰქონდა დავით IV- ს ყივჩაღთა მმართველთან?

a)

დავითის და იყო ყივჩაღთა ბელადის ცოლი

b)

დავითის მეორე ცოლი იყო ყივჩაღთა მთავრის ასული

c)

დავითის ვაჟს ცოლად ყივჩაღთა მთავრის ქალიშვილი ჰყავდა მოყვანილი

d)

დავითის პირველი ცოლი იყო ყივჩაღთა მთავრის და

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

54.

როდის შემოუერთა დემეტრე I საქართველოს განძა?

a)

1138 წ

b)

1125 წ

c)

1150 წ

d)

1137 წ

e)

1156 წ

55.

რა იყო 1177 წლის მიზანი?

a)

გიორგი მესამის დამხობა

b)

გიორგი მესამის მაგივრად თამარის გამეფება

c)

გიორგი მესამის დამხობა და დემნა ბატონიშვილის გამეფება

d)

დავით მეხუთის გამეფება

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

56.

რა განსხვავება იყო სამეფო დარბაზსა და ვაზირთა საბჭოს შორის?

a)

სამეფო დარბაზი იყო აღმასრულებელი ორგანო, ვაზირთა საბჭო სათათბირო ორგანო

b)

ვაზირთა საბჭო აღმასრულებელი ორგანო, სამეფო დარბაზი-სათათბირო

c)

სამეფო დარბაზიც და ვაზირთა საბჭოც იყვნენ სათათბირო ორგანოები, არ იყო მათ შორის განსხვავება

d)

სამეფო დარბაზს ეკუთვნოდა სეზღუდული სახით საკანონმდებლო ფუნქცია, ვაზირთა საბჭოს ეს ფუნქცია არ ჰქონდა

e)

სამეფო დარბაზი ფლობდა სასამართლო ხელისუფლებას, ვაზირთა საბჭო ამ ფუნქციას მოკლებული იყო

57.

როგორი იყო გიორგი მესამის საშინაო პოლიტიკა?

a)

ცდილობდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებას, ებრძოდა ურჩ თავადებს

b)

ატარებდა თავდაცვით პოლიტიკას ურჩ ფეოდალებთან ურთიერთობაში

c)

იბრძოდა მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების განმტკიცებისათვის, ატარებდა აქტიური შეტევის პოლიტიკას ურჩ ფეოდალებთან ურთიერთობაში

d)

საშინაო პოლიტიკა ხასიათდებოდა მერყეობით, ზოგჯერ აქტიური და შემტევი იყო, ზოგჯერ თავდაცვითი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

58.

რატომ უჭერდნენ მხარს დემეტრე პირველის წინააღმდეგ მის ძმას, ვახტანგს?

a)

ვახტანგს სამეფო ტახტი კანონიერად ეკუთვნოდა

b)

არ მოსწონდათ დემეტრე პირველის მმართველობა, რომელიც მათ ზღუდავდა

c)

დემეტრე პირველი სუსტი მმართველი იყო და ეს არ მოსწონდათ

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

59.

რატომ დაემხო ორბელთა საგვარეულო?

a)

მტრის მხარეზე გადასვლის გამო

b)

ამოწყდა მტერთან ბრძოლაში

c)

შეთქმულებაში მონაწილეობის გამო

d)

შავი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

60.

რომელი წინადადებაა სწორი...

a)

დიდგორის ომის წინ დავითმა ქართველ მეომრებს უკანდასახევი გზა მოუჭრა

b)

დიდგორის ომში დავითმა ხერხს მიმართა და მტრის დასაბნევად ბრძოლის დაწყებისთანავე უკან დაიხია, თურქებმა იფიქრეს ქართველი დამარცხდნენო და ალაფის განაწილებას შეუდგნენ. ამით ისარგებლეს ქართველებმა და სწრაფი გამარჯვება მოიპოვეს

c)

დავითმა ჯარი დიდგორის ვიწრობებში დააბანაკა, თურქები შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ ღრმა თოვლში სწრაფი მოძრაობა გაუჭირდათ. ქართველებმა ამით ისარგებლეს და მტერი ისებით გაანადგურეს

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

61.

რომელი წარწერა გვაუწყებს ბუღა-თურქის საქართველოსი ლაშქრობის შესახებ?

a)

ატენის სიონის წარწერა

b)

წრომის ტაძრის წარწერა

c)

ანჩისხატის ტაძრის წარწერა

d)

რუისის ტაძრის წარწერა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

62.

ვინ იყო თამარ მეფის მეორე ქმარი?

a)

გიორგი რუსი

b)

დავით სოსლანი

c)

ივანე ორბელი

d)

იური ბოგალიუბსკი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

63.

ვინ იყო რუმის სელჩუკიანთა სახელმწიფოს სულთანი ბასიანის ბრძოლისას?

a)

მაჰმუდი

b)

ჯალალედინი

c)

რუქნ ად-დინი

d)

ილ-ღაზი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

64.

რა ძირითადი განსხვავება იყო დემეტრე I- ისა და გიორგი III- ის საგარეო პოლიტიკას შორის?

a)

დემეტრე პირველი თავდაცვაზე - არსებულის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, ხოლო გიორგი III- ის საგარეო პოლიტიკა შეტევით ხასიათს ატარებდა

b)

გიორგი III თავდაცვაზე - არსებულის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული, ხოლო დემეტრე I- ის საგარეო პოლიტიკა შეტევით ხასიათს ატარებდა

c)

დემეტრე პირველი უშუალოდ იერთებდა დაპყრობილ ტერიტორიებს, ხოლო გიორგი III ვასალური დამოკიდებულებით კმაყოფილდებოდა

d)

გიორგი III უშუალოდ იერთებდა დაპყრობილ ტერიტორიებს, ხოლო დემეტრე I ვასალური დამოკიდებულებით კმაყოფილდებოდა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

65.

ვინ აუჯანყდნენ მეფე დემეტრე I- ს?

a)

დისწული

b)

ძმა და ვაჟი

c)

ძმიშვილი

d)

ძმიშვილი და ძმა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

66.

რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლეს ქართველებმა ბასიანის ველზე?

a)

ოსმალთა სახელმწიფოს

b)

არაბეთის სახალიფოს

c)

ოქროს ურდოს

d)

აზერბაიჯანელ ელდიგუზების სახელმწიფოს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

67.

ვინ გამოიჩინეს თავი შამქორის ბრძოლაში?

a)

დავით სოსლანმა და ზაქარია მხარგრძელმა

b)

ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა

c)

შალვა და ივანე ახალციხელებმა

d)

დავით სოსლანმა და ივანე მხარგრძელმა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

68.

რომელ მეფეს ექიშპებოდა ტახტზე უფლისწული დავითი?

a)

თამარ მეფეს

b)

დემეტრე პირველს

c)

გიორგი III- ს

d)

დავით IV- ს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

69.

რა მიანიშნებს სამეფო ხელისუფლების შესუსტებაზე თამარ მეფის მმართველობის ადრეულ წლებში?

a)

თამარი 1179-1184 წლებში თანამოსაყდრედ იყო აყვანილი

b)

მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ თამარს არ მისცეს საშუალება დამოუკიდებლად ემართა სახელმწიფო - შეუნარჩუნეს თანამოსაყდრეობა

c)

მას პირველი ქმარი მისდა უკითხავად შერთეს

d)

სამივე პასუხი სწორია

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

70.

თავისი შინაარსით, რა ხელისუფლება უნდა განეხორციელებინა "კარავს"?

a)

სასამართლო

b)

აღმასრულებელი

c)

საკანონმდებლო

d)

სამივე პასუხი სწორია

71.

ვისი მმართველობის პერიოდში გამოდიოდა ყუთლუ არსლანი კარვის აგების მოთხოვნით?

a)

გიორგი III- ის

b)

თამარ მეფის

c)

დავით აღმაშენებლის

d)

დემეტრე თავდადებულის

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

72.

სხვა მიზნებთან ერთად, რა უმთავრეს მიზანს ემსახურებოდა თამარ მეფის თანამოსაყდრედ კურთხევა 1179 წელს?

a)

მისი გამეფებით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებას

b)

დასავლეთის ქვეყნების ქალ მონარქებთან დაახლოებას და ამ გზით სახელმწიფოთა შორის მეგობრობის გაძლიერებას

c)

სამეფო კარზე გენდერული უთანასწრობის აღმოფხვრას

d)

სამივე პასუხი სწორია

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

73.

თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, ვინ გამოდიოდა კარვის აგების მოთხოვნით?

a)

ყუბასარი

b)

გიორგი რუსი

c)

აფრიდონი

d)

ალექსი კომნენოსი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

74.

რომელი მეფის წინააღმდეგ ორგანიზებულ აჯანყებას ედგა სათავეში დემნა უფლისწული?

a)

თამარ მეფის

b)

გიორგი III- ის

c)

დავით IV- ის

d)

დემეტრე I- ის

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

75.

რომელ წელს მოხდა შამქორის ბრძოლა და ვინ იყო თურქთა სულთანი?

a)

1195 წელს, აბუ ბაქრი

b)

1195 წელს რუქნ ად დინი

c)

1203 წელს, რუქნ ად დინი

d)

1203 წელს აბუ ბაქრი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

76.

ვისი მმართველობის პერიოდში მოაწყეს ქართველებმა ყველაზე შორეული ლაშქრობა?

a)

დავით აღმაშენებლის

b)

თამარ მეფის

c)

გიორგი ბრწყინვალეს

d)

ვახტანგ გორგასლის

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

77.

რომელ წელს შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია?

a)

1204 წელს

b)

1200 წელს

c)

1205 წელს

d)

1206 წელს

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

78.

ვინ იყო ყუთუ-არსლანი და რამოთხოვნა წამოაყენა მან?

a)

მეჭურჭლეთუხუცესი; მოითხოვდა უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების მქონე კარავის დაარსებას ისანში

b)

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი; მოიტხოვდა სამეფო დარბაზის უფლებების გაზრდას

c)

მეჭირჭლეთუხუცესი; მოიტხოვდა თამარს ჩამორთმეოდა მეფობის უფლება

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

79.

რა მოწმობს, რომ XIII საუკუნის დამდეგს სქართველო წინა აზიის უზლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა?

a)

ქართველებმა ძლევამოსილი ლაშქრობა მოაწყვეს ირანში, დაამარცხეს ტრაპიზონის იმპერია

b)

ჩაშქრობა ჩრდილო ირანში, ირანის ამ ნაწილის დაპყრობა, რუმის სულთნის დამარცხება

c)

რუმის სულთნის დამარცხება ბასიანის ბრძოლაში, გამარჯვება შამქორის ბრძოლაში,, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, ლაშქრობა ჩრდილო ირანში

d)

ბასიანისა და შამქორის ბრძოლებში თურქ-სელჩუკთა დამარცხება, ირანის დაპყრობა 1210 წელს,, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება

e)

ბასიანისა და შამქორის ბრძოლებში გამარჯვება, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, ბიზანტიის დამარცხება

80.

რატომ დაარსა თამარ მეფემ "ტრაპიზონის იმპერია"/

a)

რუმისა შარვანის წინააღმდეგ

b)

რუმისა და თურქეთის წინააღმდეგ

c)

რუმის სასულთნოსა და თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ, ბიზანტიის გავლენის შესასუსტებლად

d)

ბიზანტიის განსადევნად შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროებიდან

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

81.

რა შედეგით დასრულდა გიორგი რუსის მეორედ შემოსვლა საქართველოში?

a)

მხარი არ დაუჭირეს ადგილობრივმა ფეოდალებმა და ის ადვილად დაამარცხეს

b)

მძლავრი აჯანყება მოეწყო კახეთის აღმოსავლეთ რაიონებში, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა

c)

შემოვიდა მესხეთის გზით და სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მეფის ჯარებს

d)

ბიზანტიის დახმარებით შეძლო დროებით წარმატების მოპოვება, საბოლოოდ დამარცხდა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

82.

რა მოწმობს იმას, რომ საქართველო XII საუკუნის ბოლოსა XIII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიას პირველობას ეცილებოდა ამიერკავკასიაში?

a)

ამიერკავკასიაში ძლიერი იმპერიის შექმნა, ბიზანტიის გავლენის აღკვეთა ამ რეგიონში

b)

მაჰმადიანთა ბატონობის აღკვეთა ამიერკავკასიაში, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება

c)

საქართველომ შეიერთა სომხეთისა და შარვანის ტერიტორიები და შექმნა ძლიერი იმპერია, ამავე დროს სავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე დაარსა ტრაპიზონის იმპერია ბიზანტიის საპირისპიროდ

d)

ქართველმა მეფეებმა შეზლეს ბიზანტიის დახმარებით ზურგგამაგრებული დიდგვაროვნების დათრგუნვა. ბიზანტიას წაართვეს სომხეთი, შარვანი და ალბანეთი

e)

ბიზანტიის წინააღმდეგ შავი ზღვის სანაპიროზე დაარსა ტრაპიზონის იმპერია, ყმადნაფიც ქვეყნად აქცია სომხეთის სახელმწიფო

83.

ვისი მეფობის ჟამს დააწინაურეს სამეფო კარზე "უგუარონი" და რომელი მეფე გახდა იძულებული გადაეყენებინა ისინი?

a)

"უგუარონი" დააინაურეს დავით აღმაშენებლის დროს და დემეტრე პირველი იზულებული გახდა გადაეყენებინა ისინი

b)

"უგუარონი" დააწინაურა ბაგრატ მეოთხემ, გიორგი მეორე იზულებული გახდა გადაეყენებინა ისინი

c)

"უგუარონი" დააწინაურა გიორგი მესამემ, თამარ მეფე იძულებული გახდა გადაეყენებინა ისინი

d)

"უგუარონი" დააწინაურა ბაგრატ მესამემ, გიორგი პირველი იძულებული გახდა გადაეყენებინა ისინი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

84.

რატომ მონაწილეობდა აქტიურად ივანე ორბელი 1177 წლის შეთქმულების მომზადებასა და განხორციელებაში?

a)

ივანე ორბელი დემნა უფლისწულის სიმამრი იყო და სიძის ინტერესები დაიცვა

b)

ივანე ორბელი საქართველოს ამირსპასალარი იყო და დემნა უფლისწულმა შეზლო სამხედრო უწყების ხელმძღვანელის თავის მხარეზე გადაბირება, რადგან აუცილებლად სჭირდებოდა მისი დახმარება

c)

ივანე ორბელი ანისის გამგებელი იყო, გიორგი მესამის მოხელე, მას კი ანისში პოლიტიკური ხელისუფლება სურდა. თავისი სიძის დემნას გამეფების შემთხვევაში მას ამის შესაძლებლობა ექნებოდა

d)

ივანე ორბელი ჯერ ერთი დემნა უფლისწულის სიმამრი იყო, მეორეც, მას სურდა ანისის გამგებლობის დაბრუნება, რაც ჩამოართვა გიორგი მესამემ მაჰმადიან მფლობელებთან კავშირის გამო

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

85.

რატომ გაამეფა საქართველოს სამეფო კარმა ტრაპიზონის სამეფოში კომნენოსის გვარის წარმომადგენელი?

a)

ბაგრატიონები კომნენოსებს თვლიდნენ ბიზანტიის იმპერატორის მოწინააღმდეგე ძალად

b)

კომნენოსები გამოირჩეოდნენ ბაგრატიონების განსაკუთრებული ერთგულებით

c)

კომნენოსთა დინასტიას იურიდიული უფლება ჰქონდათ დაეკავებინათ ტრაპიზონის სამეფო ტახტი

d)

ალექსი კომნენოსი საბერძნეთში გათხოვილი დავით აღმაშენებლის ასულის შთამომავალი იყო, აღზრდილი საქართველოს სამეფო კარზე, გამოირჩეოდა ერთგულებით

e)

კომნენოსებზე არჩევანი შემთხვევით შეჩერდა

86.

თამარ მეფის ქმარი, დავით სოსლანი იყო:

a)

სომეხთა უფლისწული

b)

ოსთა უფლისწული

c)

აფხაზთა უფლისწული

d)

რუსთა უფლისწული

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

87.

ჩამოთვლილთაგან, რომელი გარემოება შეესაბამება სიმართლეს გიორგი III- ის მმართველობასთან დაკავშირებით?

a)

ჩაახშო დემნა უფლისწულის აჯანყება

b)

აიღო ქ.დვინი

c)

მან მოახერხა ანისის დაბრუნება

d)

სამივე პასუხი სწორია

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

88.

ვინ დაიკავა ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი დავით IV- ის გარდაცვალების შემდგომ?

a)

დემეტრე I- მა

b)

თამარ მეფემ

c)

გიორგი II- მ

d)

გიორგი III- მ

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

89.

ჩამოთვლილთაგან, რაში გამოიხატებოდა სეპარატისტი ფეოდალების მომძლავრება დემეტრე I- ის მეფობის ხანაში?

a)

თურქ-სელჩუკთათვის საკუთარი ციხე-სიმაგრეების დათმობაში

b)

არაბთა ხალიფას საქართველოში მოწვევაში

c)

ერისმთავრობის შემოღებაში

d)

ტახტის პრეტენდენტებისადმი მხარდაჭერაში

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

90.

რომელი ქალაქი აიღეს ჯვაროსნებმა მეოთხე ლაშქრობის შედეგად?

a)

ედესა

b)

კონსტანტინოპოლი

c)

იერუსალიმი

d)

ქაირო

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

91.

რა ეწოდებოდათ ტამპლიერთა ორდენს მეორენაირად?

a)

მალტის ორდენი

b)

იოანიტთა ორდენი

c)

ასასინთა ორდენი

d)

მეტაძრეთა ორდენი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

92.

რა ეწოდებოდა იოანიტების ორდენს მეორენაირად?

a)

გაბრიელიტთა ორდენი

b)

ჰოსპიტალიერების ორდენი

c)

მეტაძრეთა ორდენი

d)

ტამპლიერთა ორდენი

93.

რომელი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად შეიქმნა ლათინთა იმპერია?

a)

მეშვიდე

b)

მესამე

c)

პირველი

d)

მეოთხე

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

94.

რომელ ქვეყანასთანაა დაკავშირებული ტამპლიერთა ორდენის განადგურება?

a)

მონღოლეთთან

b)

საფრანგეთთან

c)

ოსმალეთთან

d)

თურქ-სელჩუკებთან

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

95.

რამდენი ქრისტიანულ პოლიტიკური ერთეული შეიქმნა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ?

a)

ორი

b)

ერთი

c)

სამი

d)

ოთხი

e)

ხუთი

96.

რომელი მსჯელობა არაა მართებული I ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?

a)

ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ჩამოყალიბდა 4 ქრისტიანულ-პოლიტიკური ერთეული

b)

ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება გამოცხადდა 1095 წელს ქ.კლერმონში

c)

ჯვაროსნული ლაშქრობის უკანასკნელ წელს ქრისტიანებმა შეძლეს იერუსალიმის აღება

d)

არც ერთი პასუხი არაა სწორი

97.

რომელი ცნობილი მხედართმთავარი ედგა სათავეში მუსლიმთა ჯარს ჰატინის ბრძოლაში?

a)

ჯალალ-ად-დინი

b)

მაჰმუდი

c)

სალადინი

d)

ალ-აქიმი

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

98.

რა წარმოადგენდა ჯვაროსნული ომების მიზანს?

a)

პალესტინის წმინდა მიწისა და იერუსალიმის გამოხსნა მუსლიმებისგან ბატონობისგან

b)

ახალი პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბება.

c)

დასავლეთ და აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის გაერთიანება

d)

რომის პაპის გავლენისა და ავტორიტეტის ზრდა

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

99.

რა წარმოადგენდა V ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანს?

a)

კონსტანტინოპოლის აღება

b)

ეგვიპტის დალაშქვრა

c)

იერუსალიმის გათავისუფლება

d)

ედესის დაბრუნება

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

100.

რომელ საეკლესიო კრებაზე გამოაცხადეს ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება?

a)

ეფესოს

b)

ქალკედონის

c)

კონსტანტინოპოლის

d)

იერუსალიმის

e)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი