Font size
Worksheetsმონღოლები. საქართველო XII-XIV საუკუნეებში
Total questions: 93
Worksheet time: 47mins
რას გულისხმობს მაიორატის პრინციპი?
რაინდად კურთხევას
სამემკვიდრეო მამულების უფრის ვაჟებზე გადაცემა
სამემკვიდრეო მამულების უმცროს ვაჟებზე გადაცემა
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
შუა საუკუნეების საზოგადოების რომელი ფენა არ მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში?
სასულიერო ფენა
ვაჭარ-ხელოსნები
დაბალი ფენა
რაინდები
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
სულ რამდენი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა?
ხუთი
ექვსი
შვიდი
ცხრა
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა წარმოადგენდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანს?
მუსლიმთა ხელში გადასული ედესის დაბრუნება
ლათინთა იმპერიის დაარსება
სალადინის სამხედრო ექსპანსიის შეჩერება
მუსლიმთა ხელში გადასული იერუსალიმის დაბრუნება
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელ წლებში არსებობდა ლათინთა იმპერია?
1291-1305წწ.
1192-1121წწ.
1096-1099წწ.
1204-1261წწ.
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელი მსჯელობა არაა მართებული I ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?
ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ჩამოყალიბდა 4 ქრისტიანულ-პოლიტიკური ერთეული
ჯვაროსნული ლაშქრობის უკანასკნელ წელს ქრისტიანებმა შეძლეს იერუსალიმის აღება
ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება გამოცხადდა 1095 წელს ქ.კლერმონში
არც ერთი პასუხი არაა სწორი
ქრონოლოგიურად (უძველესიდან-უახლესისკენ) დაალაგეთ ჯვაროსნულ ეპოქასთან დაკავშირებული მოვლენები. 1.სალადინის მიერ იერუსალიმის აღება; 2.ფრიდრიხ I ბარბაროსას დაღუპვა; 3.ტამპლიერთა ორდენის დაარსება
2-1-3
3-2-1
3-1-2
1-2-3
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომის რომელმა პაპმა გაუგზავნა წერილი ლაშა-გიორგის ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღების თხოვნით?
პავლე IX-მ
ჰონორიუს III-მ
ლეონ V-მ
პიუს II-მ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
სად და ვის მიერ გამოცხადდა ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება?
ქ. იერუსალიმში, პავლე VI-ს მიერ
ქ. კლერმონში, ურბან II-ს მიერ
ქ. კონსტანტინოპოლში, იოანე XVIII-ს მიერ
ქ. ანტიოქიაში, ბონიფაციუს III-ს მიერ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელმა პაპმა დაანონსა IV ჯვაროსნული ლაშქრობა?
ლეო X-მ
ურბან II-მ
პიუს II-მ
ინოკენტი III-მ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვის სახელთანაა დაკავშირებული VII და VIII ჯვაროსნული ლაშქრობები?
გერმანიის იმპერატორ კონრად III-სთან
რომის საღვთო იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II-სთან
საფრანგეთის მეფე ლუი IX-სთან
ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულთან
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა წარმოადგენდა სარაინდო ორდენების უმთავრეს მისიას?
ქრისტიანობის ქადეგება
ჯვაროსნული სახელმწიფოებისა და პილიგრიმების დაცვა
დას.ევროპის ქვეყნების დაცვა მუსულმა შემოტევებისგან
სამივე პასუხი სწორია
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვინ იყო პიერ მწირი?
ჯვაროსანთა პირველი ნაკადის ხელმძღვანელი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას
რომის პაპთან ბიზანტიის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი ელჩი
ბერი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობას
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა შედეგით დასრულდამესამე ჯვაროსნული ლაშქრობა?
მუსლიმებმა საბოლოოდ აღიარეს ჯვაროსანთა სამეფოების არსებობა ახლო აღმოსავლეთში
გაიზარდა რომის პაპის გავლენა მუსლიმების მიერ დაპყრობილ იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ბიზანტიას ეკუთვნოდა
ჯვაროსნებმა და მუსლიმებმა იერუსალიმი შუაზე გაიყვეს
იერუსალიმი მუსლიმებს დარჩათ, მაგრამ ქრისტიანებს ქალაქში თავისუფალი გადაადგილება შეეძლოთ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელი ქალაქის მთავარი კონკურენტი იყო ვენეცია საერთაშორისო ვაჭრობაში?
იერუსალიმის
კონსტანტინოპოლის
ბაღდადის
მილანის
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა მოვლენას მოჰყვა რაინდული ორდენების დაარსება?
ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის აღებას
მანაზკერტის ბრძოლაში ბიზანტიის მარცხს
კლერმონის საეკლესიო კრებას
ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებას
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რატომ დაუპირისპირდა ფილიპე IV ლამაზი ტამპლიერთა ორდენს?
მეფე ბრალს სდებდა ორდენს ინგლისელებთან კავშირში
ორდენი საფრანგეთის ტახტზე სხვა კანდიდატს განიხილავდა
ტამპლიერთა სიმდიდრესა და ფინანსურ რესურსებში მეფე საფრთხეს ხედავდა
ტამპლიერთა ორდენი უარს აცხადებდა გადასახადების გადახდაზე
რომელი ბრძოლით შეაჩერეს მონღოლთა ექსპანსია ეგვიპტელებმა 1260 წელს?
სადოვას ბრძოლით
აიუნ ჯალუთის
პუატიეს
“ხალხთა ბრძოლით“
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელმა ქვეყანამ შეაჩერა მონღოლთა სამხედრო ექსპანსია XIII საუკუნეში?
ეგვიპტემ
არაბეთმა
საფრანგეთმა
რუსეთმა
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ჩინგიზ ყაენის იმპერიის გაყოფის შემდეგ აღმოცენებული ოთხი სახელმწიფოდან, რომლის შემადგენლობაში შედიოდა საქართველო, ირანი,ავღანეთი და თურქმენეთი?
დიდი ყაენის იმპერიის
ოქროს ურდოს
ჩაღატაის სახანოს
ილხანთა სახელმწიფოს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელ წელს გაერთიანდნენ მონღოლური ტომები?
1189 წელს
1221 წელს
1195 წელს
1205 წელს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რით აიხსნება პაპ ინოკენტი IV-ის მიერ პარიზის უნივერსიტეტში არაბული და თათრული ენების სწავლების შემოღება?
მონღოლთა სამხედრო ექსპანსიის წარმატებით
მონღოლთა გაქრისტიანებით
მონღოლების მიერ სამეცნიერო დარგებში შეტანილი წვლილით
სამივე პასუხი სწორია
რომელი წინადადებაა სწორი?
1235 წელს მონღოლი ტომები გააერთიანა თემუჩინმა, რომელსაც სხვაგვარად ჩინგიზ ყაენსაც უწოდებდნენ
1206 წელს მონროლი ტომები ცინგიზ ყაენმა გააერთიანა, რითაც სათავე დაუდო მათ დამპყრობლურ ლაშქრობებს
ჩინგიზ ყაენმა დაასრულა მონღოლთა ტომების ერთ სახელმწიფოში გაერთიანება. მან XI საუკუნის მიწურულს ჩინეთიც შემოიერთა და სათავე დაუდო ახალი იმპერიის ფორმირებას
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელ წლებში მეფობდა რუსუდანი?
1223-1245
1235-1245
1220-1247
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რაში მდგომარეობდა ჯალალ-ად-დინის ძირითადი პოლიტიკური (სტრატეგიული) ცდომა მონღოლებთან დაკავშირებით?
ჯალალ ად-დინმა მოინდომა ხორეზმის სამეფოს აღდგენა, რის გამოც მთელი თავისი ძალა მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლას შეალია, რამაც თურქებს მისი დამარცხება გაუადვილა
ჯალალ ად-დინი თურქეთისა და არაბეთის დაპყრობას შეუდგა. მას ძალა არ ყოფნიდა მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლის გასაახლებლად, ამიტომ ჩინგიზ ყაენთანაც ზავი დადო. ყოველივე ამან მონღოლება გაუადვილა ჯალალ ად-დინის დამარცხება
მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე ჯალალ ად-დინმა გადაწყვიტა დაეპყრო ინდოეთი. მას იმედი ჰქონდა, რომ ინდოეთის დაპყრობის შემდეგ ჩინეთში შეჭრასა და მონღოლთა საბოლოო განადგურებას შეძლებდა
ჯალალ ად-დინმა ომი გამოუცხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მოკავშირეობა შეეძლოთ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვინ იყო ცოტნე დადიანი?
სამცხის მთავარი, მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ მეფე დემეტრე II თავდადებულის მიერ მოწყობილ აჯანყებაში
უმეფობის ხანაში მონღოლებმა მათ მხარეზე გადასული ცოტნე დადიანი აღომსავლეთ საქართველოს მმართველად დანიშნეს. მალე ცოტნე დადიანი მონღოლებს აუჯანყდა, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს
სამეგრელოს ერისთავი, მონაწილეობდა გარნისის ბრძოლაში, სადაც ის, შალვა ახალციხელთან ერთად, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა მიზნით აღწერეს მონღოლებმა საქართველო?
სურდათ მმართველობის სისტემის გაუმჯობესება
მოსახლოეობის რაოდენობის დასადგენად
გადასახადების და ჯარის რაოდენობის დასადგენად
მონღოლებმა საკუთარი შემოსავლის კონტროლი გადაწყვიტეს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვინ იყო დავით ულუ?
მეფე რუსუდანის უფროსი შვილი
მონღოლთა მიერ დანიშნული ქართლის ნოინი
დემეტრე მეორე თავდადებულის უფროსი შვილი, სწორედ ამიტომ ეწოდა მას ულუ, რაც მონღოლურად უფროსს ნიშნავს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რატომ დასაჯეს მონღოლებმა დემეტრე მეორე სიკვდილით?
მონღოლთა ყაენის წინააღმდეგ აჯანყება მოეწყო. აჯანყებულები დამარცხდნენ. გამოირკვა, რომ დემეტრე აჯანყებულებს უჭერდა მხარს
დემეტრე მეფემ უარი განაცხადა მონღოლებისათვის ხარკის გადახდაზე. მან საქართველოში ჩამოსახლებული მონღოლებიც შეავიწროვა და აიძულა ისინი დაეტოვებინათ ქვეყანა
დემეტრე მეორე არ ემორჩილებოდა მონღოლებს და მათ წინააღმდეგ მეზობელ სახელმწიფოებსაც აქეზებდა. მეფემ დატოვა თბილისი და საქართველოს მთლიან მხარეში გამაგრდა, საიდანაც დროდადრო თავს ესხმოდა და ანადგურებდა მონღოლთა ლაშქარს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა მიზნით შექმნა გიორგი ბრწყინვალემ "ძეგლის დადება"?
გიორგის მეფობის დასაწყისში საქართველო რამდენიმე ნაწილად იყოფოდა, ახალი კანონით კი კვლავ ერთმეფობა უნდა აღდგენილიყო
"ძეგლის დადება" აწესრიგებდა ვაჭრობისა და გადასახადების აკრების საკითხს
ამ კანონთა კრებულით უნდა მოწესრიგებულიყო სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა. ამიერიდან საეკლესიო საქმეებს მეფე განაგებდა
"ძეგლის დადებას" წესრიგი უნდა აღედგინა საქართველოს მთიანეთში
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელი წინადადებაა სწორი?
გიორგი V მონღოლებს აუჯანყდა და საქართველოდან განდევნა
მონღოლები საქართველოში პირველად რუსუდანის მეფობის დროს გამოჩნდნენ
დემეტრე მეორეს ბრალად ედებოდა ყაენის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობა და ამის გამო სიკვდილით დასაჯეს
მონროლებმა საქართველოს ხარკის სანაცვლოდ 90 ათასი მოლაშქრის გამოყვანა დააკისრეს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელი წინადადებაა სწორი?
1220 წელს ლაშა-გიორგიმ დაამარცხა ამონროლები და აიძულა დაეტოვებინათ საქართველო
1225 წელს მეფე რუსუდანი დამარცხდა მონღოლებთან ბრძოლაში და იძულებული გახდა დასავლეთ საქართველო დაეთმო მათთვის
1235 წელს მონღოლები საქართველოს დასაპყრობას მოადგნენ, მეფე რუსუდანი და საქართველოს სამეფო კარი დასავლეთ საქართველოსი გაიხიზნა
1240 წელს გიორგი ბრწყინვალემ, ეგვიპტის სულთნის დახმარებით, დაამარცხა საქართველოსი შემოჭრილი მონღოლები და განდევნა ისინი კავკასიიდან
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა გახდა თემურ ლენგის საქართველოსი პირველი ლაშქრობის მიზეზი?
თემურ-ლენგი ბიზანტიის იმპერიის დასაპყრობად იბრძოლა, საქართველო კი ბიზანტიას ჯარით ეხმარებოდა
საქართველოს თავს აფარებდა თემურ ლენგის მთავარი მოწინააღმდეგე ოსმალეთის სულთანი მურად II
საქართველო თემურ-ლენგის წინააღმდეგ ოქროს ურდოს ყაენის, თოხთამიშ ყაენის მოკავშირედ გამოდიოდა
საქართველოს სამეფო კარმა თემურ ლენგს შეუწყვიტა ხარკი და მის წინააღმდეგ აჯანყების სამზადისს შეუდგა
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვინ მეფობდა საქართველოსი თემურ- ლენგის ლაშქრობათა დროს?
მაშინ ერთიანი საქართველო აღარ არსებობდა. დასავლეთ საქართველოში ბაგრატი მეფობდა, რომელსაც თემურ ლენგის წინააღმდეგ არც უბრძოლია, აღმოსავლეთ საქართველოში კი ალექსანდრე დიდი მეფობდა
თემურ ლენგის ლაშქრობათა დროს საქართველოსი ბაგრატ V და გიორგი VII მეფობდნენ
თემურ ლენგის პირველი ლაშქრობის დროს საქართველოში ვახტანგ VII მეფობდა. თემურ ლენგმა ის ქრისტიანობისათვის დასაჯა და საქართველოსი სამეფო ხელისუფლება გააუქმა
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რამდენჯერ ილაშქრა თემურ ლენგმა საქართველოში?
რვაჯერ
შვიდჯერ
ოთხჯერ
ერთხელ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
როდის დაიდო ზავი საქართველოს მეფესა და თემურ ლენგს შორის?
1400წ
1401წ
1403 წ
1405 წ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელ წლებში მეფობდა საქართველოსი ალექსანდრე დიდი?
1412-1435 წწ
1415-1445 წწ
1413-1442 წწ
1415-1448 წწ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ღონისძიება განახორციელა საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდმა?
განაახლა დამპყრობთაგან დანგრეული ეკლესია-მონასტრები
გლეხები გაათავისუფლა ფეოდალთა ყმობისაგან
შემოიერთა სამცხე და დასავლეთ საქართველო
მფარველობიტი ხელშეკრულება გააფორმა მონროლებთან
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელ ქართველ მეფეს სთხოვდნენ დახმარებას ევროპელი ჯვაროსნები თურქ-მაჰმადიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში?
გიორგი IV
მეფე რუსუდანს
დავით IV და გიორგი III
თამარ მეფეს, გიორგი III
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა მოხდა გარნისთან 1225 წელს?
თურქ-სელჩუკებმა დაამარცხეს ლაშა-გიორგის ჯარები
ჯალალ ედ-დინმა დაამარცხა ქართველთა ჯარები
მონღოლებმა დაამარცხეს რუსუდანი ჯარები
ჯალალ ედ-დინი დამარცხდა ქართველებთან ბრძოლაში
მონღოლები დამარცხდნენ ქართველებთან ბრძოლაში
ვინ ააოხრა თბილისი 1226 წელს?
ჯალალ ედ-დინმა
თურქ-სელჩუკებმა
მონღოლებმა ჯალალ ედ-დინის სარდლობით
მონღოლებმა
თურქებმა
ვინ იყო ივანე-ყვარვარე ჯაყელ-ციხისჯვარელი?
ქართლის ერისთავი, მხარში ედგა მეფე რუსუდანს მონროლებთან ბრძოლაში
სამცხის მთავარი, აქტიურად ებრძოდა ჯალალ ედ-დინს
სამცხის მთავარი დამორჩილდა მონღოლებს
სამცხის მთავარი, რომელიც არ დამორჩილდა მონღოლებს და ბოლომდე ობრძოდა
როგორი იყო მონღოლებსა და საქართველოს შორის დადებული ზავის პირობები?
გაუქმდა მეფობა, მოსახლეობას დააკისრეს გადასახადი "ხარაჯა" და ჯარის გამოყვანა
დატოვეს მეფობა. მეფეს მონღოლთა ყაენი ამტკიცებდა, მოსახლეობას დაეკისრა ხარკი და ჯარის გამოყვანა
დატოვეს მეფობა, მოსახლეობას დაეკისრა ჯარის გამოყვანა და გადასახადების "მალის" და "დამღას" გადახდა
დატოვეს მეფობა, რომელსაც მრჩევლად დაუნიშნეს თავიანთი მოხელე, მოსახლეობას დააკისრეს ხარკი
დატოვეს მეფობა, ქვეყანა დაყვეს დუმნებად, მოსახლეობას დაეკისრა ხარკი
რას წარმოადგენდა დუმანი?
საგამგებლო ერთეული საქართველოში თურქ-სელჩუკების ბატონობის დროს
საგამგებლო ერთეული საქართველოში არაბთა ბატონობის პერიოდში
ადმინისტრაციული ერთეული, საიდანაც მონროლებს ჯარი გაჰყავდათ
ადმინისტრაციული ერთეული, შემოირეს მონღოლებმა 1242 წელს
მონროლების მიერ შემოღებული საგამგებლო ერთეული 1245 წლის შემდეგ, რომლის სათავეში ქართველი ფეოდალები ჩააყენეს
ვინ იყო კახაბერ კახაბერის ძე?
არაბების მიერ წამებული ქართველი ერისთავი
მონროლების მიერ წამებული ეგრისის მმარველი
კოხტასთავის შეთქმულების ხელმძღვანელი
კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე, რაჭის ერისთავი, დასაჯეს მონღოლებმა
კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე, რაჭის ერისთავი, გადაურჩა მონღოლთა წამებას
როდის შემოირეს მონროლებმა "საიამე" გადასახადი?
1245 წელს დუმნებად დაყოფის შემდეგ
1254-56 წწ აღწერის ჩატარების შემდეგ
1242 წელს საქართველოს დაპყრობის შემდეგ
1260 წელს
XIII საუკუნის ბოლოს
რას წარმოადგენდა "საიამე" გადასახადი?
ევალებოდათ გზების გაყვანა და მოვლა, სპეციალური სადგურების, იამების ცხენებით მომარაგება
სალაშქროდ მიმავალი მეომრების ცხენებით მომარაგება
მონროლების მიერ დაწესებული სავაჭრო გადასახადი
არაბების მიერ დაწესებული სულადობრივი გადასახადი
მონროლების მიერ დაწესებული საადგილმამულო გადასახადი
რით დამთავრდა დავით ნარინის აჯანყება?
დამარცხებით, დავით ნარინი გადავიდა დასავლეთ საქართველოში
გამარჯვებით, დაიკავა საქართველოს სამეფო ტახტი
დავით ნარინმა დაამარცხა მონღოლები, გადავიდა დასავლეთ საქართველოსი
დავით ნარინმა განდევნა მონღოლები დასავლეთ საქართველოდან
დავით ნარინმა მონღოლები განდევნა აღმოსავლეთ საქართველოდან
რას წარმოადგენდა "სიბა"?
მონროლების მიერ დაწესებული გადასახადი პირუტყვის ყოლისათვის
სავაჭრო გადასახადი მონღოლების დროს
საგამგებლო ერთეული მონღოლების დროს საქართველოში
სპეციალური გამაგრებული ადგილები, რომელთა დაცვა ქართველებს ევალებოდათ
სპეციალური გამაგრებული ადგილები საქართველოს საზღვარზე, რომელსაც მონღოლები იცავდნენ
ვინ იყო სადუნ მანკაბერდელი?
მონღოლთა მიერ დანიშნული მოხელე საქართველოში
დავით უკუს კარზე პირველი პირი, მანდატურთუხუცესი
მონღოლური საგამგებლო ერთეულის გამგებელი საქართველოში
ყაენის ნდობით არჭურვილი პირი, მედროვე, დემეტრე მეორეს მეურვე ბავშობაში
დემეტრე მეორეს ვეზირი, მსახურთუხუცესი
როგორი იყო დავით VIII ურთიერთობა მონღოლებთან?
თანამშრომლობდა მონღოლებთან, ცდილობდა ურთიერთობა არ გამწვავებულიყო
წლების მანძილეზე აქტიურად ებრძოდა მონღოლებს, აწყობდა აჯანყებებს მათ წინააღმდეგ
მოაწყო აჯანყება მონღოლების წინააღმდეგ, მაგრამ მის პოლიტიკას ახასიათებდა მერყეობა
ახორციელებდა თავდაცვით პოლიტიკას
აწყობდა აჯანყებებს, დროებით შეძლო მათი განდევნა
როდის გამოცხადდა ისლამი მონღოლთა სახელმწიფო რელიგიად?
XIII საუკუნის დამდეგს
XII საუკუნეში
XIII საუკუნის ბოლოს
XIV საუკუნეში
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
როდის გამოეყო სამცხე საქართველოს "ხასინჯუს" ფორმით და დაექვემდებარა უშუალოდ მონღოლთა საყაენოს?
1266 წ
1260 წ
XIII საუკუნის ბოლოს
XIV საუკუნის დამდეგს
1259 წ
რომელი მეფის დროს მიიღო სამეფო ხელისუფლებამ მონღოლთა ხარკის დამოუკიდებლად აკრეფის უფლება?
დემეტრე მეორის დროს
ულუ დავითის დროს
დავით მერვის პერიოდში
გიორგი მეხუთის დროს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
როდის იწყეს პირველი ჩამოსახლება ალან-ოსებმა საქართველოში?
XVII ს
XIII ს
XV-XVII სს
XVIII ს
XIX ს
საქართველოს რომელი კუთხეები გააერთიანა გიორგი მეხუთემ?
აღმოსავლეთ საქართველო, იმერეთის სამეფო და სამეგრელო
ჰერეთ-კახეთი და ქართლი
აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო და სამცხე
აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე
აღმოსავლეთ საქართველო და იმერეთის სამეფო
რომელი მეფის დროს მიანიჭა ეგვიპტის სულთანმა შეღავათები იერუსალიმში ჩასულ ქართველ ვაჭრებსა და მლოცველ-მოგზაურებს?
დავით აღმაშენებელი
თამარ მეფე
ლაშა-გიორგი
ბაგრატ მეოთხე
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
როდის დაიწყო და დამთავრდა თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში?
1385-1400 წწ
1386-1404 წწ
1387-1403 წწ
1386-1403 წწ
1383-1405 წწ
როდის მეფობდა ბაგრატ მეხუთე?
1386-1394 წწ
1365-1396 წწ
1466-1476 წწ
1360-1393 წწ
1510-1565 წწ
ვინ ჩაუყარა საფუძველი ქართლის სამეფოს ბაგრატიონთა შტოს?
კონსტანტინე დიმიტრის ძე
დავით კონსტანტინეს ძე
ბაგრატ ალექსანდრეს ძე
გიორგი ალექსანდრეს ძე
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობა განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა:
მეფის ხელისუფლების სისუსტე, დიდგვაროვანთა ღალატი, თურქების დახმარება
მეფის ხელისუფლების შეზღუდულობა, დიდგვაროვნების მტერთან მორიგება, ირანის დახმარება
მონღოლების სამხედრო ძლიერება, სამეფო დარბაზის მტერთან მორიგება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის დამღუბპველი პირობების შეთავაზება, თურქების დახმარება
საქართველოს ხელმძღვანელობის დაბნეულობა და შეუთანხმებლობა, დიდგვაროვანი ფეოდალების მტერთან შეთანხმება, ჯალალ ედ-დინის ლაშქრობათა შედეგები, მონღოლთა სამხედრო ძლიერება
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რა ღონისძიებები განახორციელა გიორგი მეხუთემ საშინაო პოლიტიკის დარგში?
საქართველო გაათავისუფლა მონღოთა ბატონობისაგან, ქვეყანა გააერთიანა, განამტკიცა მეფის ხელისუფლება, ჩაატარა პოლიტიკური წყობილების რესტავრაცია, ეწეოდა ფართო სამართალშემოქმედებით საქმიანობას
საქართველო გაათავისუფლა მონღოლთა ბატონობისაგან, ქვეყნის შემადგენლობაში შემოიყვანა კხეთ-ჰერეთი და სამცხე, გააფართოვა სამეფო დარბაზის უფლებები, ეწეოდა ფართო სამართალშემოქმედებით საქმიანობას
საქართველო გაათავისუფლა მონღოლთა ბატონობისაგან, ქვეყნის შემადგენლობაში შემოიყვანა იმერეთის სამეფო და ოდიშის სამთავრო, გავლენა აღადგინა კახეთ-ჰერეთზე, მოახდინა პოლიტიკური წყობილების რესტავრაცია
საქართველო გაათავისუფლა მონღოლთა ბატონობისაგან, გააერთიანა ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები, ოდიშის სამთავრო, შექმნა ვაზირთა საბჭო და მას მიანიჭა საკანონმდებლო უფლებები
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რატომ სურდა თემურ ლენგს დარიალის გადასასვლელების ხელში ჩაგდება?
ჩრდილო კავკასიელი ტომების საქართველოში ლაშქრობების აღსაკვეთათ
სურდა ოქროს ურდოს დამარცხება, რისთვისაც დარიალის გადასასვლელს დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა
სურდა ილხანების საყაენოს დამარცხება, რისთვისაც დარიალის გადასასვლელს დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა
თემურ-ლენგი საქართველოს დასაპყრობად წარმოებულ ბრძოლებში დარიალის გადასასვლელის დაკავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან მისი ზოგიერთი ლაშქრობა ამ გადასასვლელიდან განხორციელდა
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რამ გამოიწვია საქართველოში ორმეფობის შემოღება?
მეფის ტახტზე ორი კანდიდატურის არსებობამ
მონღოლთა საყაენო ხელს უწყობდა ორმეფობის შემოღებას
მონღოლთა ყაენის მცდელობამ პოლიტიკურად დაეშალა ქვეყანა და ქართველ დიდგვაროვანთა სწრაფვამ თავიანთი კანდიდატურის გამეფებით მიეღოთ პრივილეგიები
დავით ნარინისა და დავით ლუს შეიარაღებულმა ბრძოლებმა დაეკავებინათ სამეფო ტახტი
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რამ წარმოშვა მედროვეთა ინსტიტუტი საქართველოში?
მონღოლებს არ გააჩნდათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ამით სარგებლობდნენ მათ სამსახურში ჩამდგარი ქართველები და პირადი სარგებლობის მიღების მიზნით მტერს ერთგულებდნენ
დიდგვაროვნები ცდილობდნენ ეკონომიკური ძლიერების შენარჩუნებას და ამ მიზნით ემსახურებოდნენ მონღოლებს
დიდგვაროვნებს სურდათ პოლიტიკურ ასპარეზზე დაწინაურება და ჩადგნენ მონღოლთა სამსახურში
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რამ გამოიწვია 1266 წელს სამცხის სამთავროს გამოყოფა საქართველოდან?
სამცხის მთავართა სეპარატისტული პოლიტიკა და ოქროს ურდოს ყაენის მცდელობა დაეშალა ქვეყანა
ოქროს ურდოს საყაენოს მცდელობა პოლიტიკურად დაეშალა საქართველო, დაესუსტებინა მეფის ხელისუფლება
ყაენს სურდა დამოუკიდებლად დაპატრონებოდა საქართველოს ამ კუთხეს, მიეღო მისგან ეკონომიკური სარგებელი
ორმეფობამ გამოიწვია მეფის ხელისუფლების დასუსტება, რასაც ყოველნაირად აქეზებდა ყაენი
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელი მეფე იგულისხმება დოკუმენტის მოცემულ ფრაგმენტში: "ზემოაღნისნული კჯარი მიეშურება, რათა გაათავისუფლოს იერუსალიმის წმინდა მიწა-წყალი და დაიპყროს წარმართთა მთელი სამყარო. მათი წარცინებული მეფე 16 წლის ჭაბუკია. იგი ალექსანდრე მაკედონელს ჰგავს ვაჟკაცობითა და სათნოებით, მაგრამ არა სარწმუნოებით"
დავით IV
ლაშა-გიორგი
გიორგი მესამე
გიორგი მეხუთე
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რაში გამოიხატა მონღოლთა ბატონობის პოლიტიკური შედეგები საქართველოში?
დამყარდა ორმეფობა, ქართველ მეფეებს ამტკიცებდნენ ოქროს ურდოსა და ილხანთა ყაენები, მეფეებმა დაკარგეს სასამართლო ხელისუფლება
ქვეყანა დაიშალა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად
საქართველოს ტახტზე ერთდროულად მონღოლთა ყაენი რამდენიმე პრეტენდენტს ამტკიცებდა, ამით ძირს უთხრიდა მეფის ხელისუფლების სიმტკიცეს
მონღოლთა ყაენმა საქართველოში ჩაატარა ადმინისტრაციული ხასიათის რეფორმები, რასაც მოყვა ქართული სახელმწიფოებრივი წყობილების ძირეული შეცვლა
დამყარდა ორმეფობა, ქვეყანა გაიყო ორ სამეფოდ, საქართველოს ჩამოსცილდა სამცხე, დასუსტდა მეფის ხელისუფლება
რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ოქროს ურდოსა და ილხანების საყაენოს შორის გაშლილ ბრძოლებში?
საქართველო სარგებლობდა ოქროს ურდოსა და ილხანების საყაენოს შორის გაშლილი ბრძოლებით, რადგან ეს ბრძოლები ასუსტებდა ორივე სახელმწიფოს
საქართველო ილხანების საყაენოს ამარაგებდა ეკონომიკურად და ჯარით ოქროს ურდოსთან გაშლილ ბრძოლებში, რითააც იწვევდა ილხანების კეთილგანწყობას
საქართველოს გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა, ამიტომ ხშირად გადადიოდა რომელიმე მებრძოლი ქვეყნის ბანაკში, რითაც ღებულობდა პოლიტიკურ სარგებელს
საქართველოს გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა და ორივე მონღოლური სახელმწიფო ცდილობდა თავის მხარეს გადაებირებინა. საქართველო ოქროს ურდოსა და ილხანებს შორის გაშლილი ბრძოლებით უდიდეს მატერიელურ და სულიერ ზიანს იღებდა
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რაში გამოიხატა გიორგი მეხუთის აქტიური საგარეო პოლიტიკა?
კარგი ურთიერთობა დაამყარა ილხანების საყაენოსთან, ეგვიპტის სულთანთან, აღადგინა საქართველოს გავლენა ტრაპიზონის იმპერიაზე, მტკიცე კურსს დაადგა ბიზანტიასთან ურთიერთობაში და სამფლობელოები წაართვა
კარგი ურთიერთობა დაამყარა ოქროს ურდოსა და ილხანების საყაენოსთან, ბიზანტიასთან, ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ფლორენციასთან, ვენეციასა და გენუასთან
კარგი ურთიერთობა დაამყარა ილხანების საყაენოს მოწინააღმდეგე ოქროს ურდოსა და ეგვიპტის სულთანთან, ვისგანაც მიიღო მთელი რიგი შეღავათები, აღადგინა საქართველოს გავლენა ტრაპიზონის იმპერიაზე, აქტიური პოზიცია დაიკავა ბიზანტიასთან, სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ვენეციასა და გენუასთან
ფართოდ თანამშრომლობდა ოქროს ურდოსთან, ეხმარებოდა ჯარით, ტრაპიზონის იმპერია დაუქვემდებარა საქართველოს, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან. აქტიურად ვაჭრობდა რომთან, ვენეციასა და გენუასთან
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვინ იყვნენ ჯებე და სუბუდაი?
მონღოლთა ჯარის სარდლები 1235-1242 წწ-ში
მონღოლთა იმ მოთარეშე რაზმების მეთაურები, რომლებიც პირველას შემოიჭრნენ საქართველოში
თურქ-სელჩუკთა მოთარეშე რაზმების მეთაურები 1080 წელს
მონღოლთა მიერ დანიშნული მოხელეები საქართველოში
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
როგორ დასრულდა შალვა და ივანე ახალციხელების სიცოცხლე?
გარნისის ბრძოლაში დაიღუპნენ
ივანე ახალციხელი გარნისის ბრძოლაში დაიღუპა, შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა, ტყვეობა ვერ აიტანა და თავი მოიკლა
ივანე ახალციხელი გარნისის ბრძოლაში დაიღუპა, შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა, ჯალალ ედ-დინს ჯერ დიდ პატივში ჰყავდა, როცა შენიშნა ქართველებთან კავშირი მოაკვლევინა
შალვა და ივანე ახალციხელები გარნისის ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნენ და ტყვეობაში გარდაიცვალნენ
შალვა და ივანე ახალციხელები გარნისის ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნენ, ჯალალ ედ-დინმა სცადა მათი გამოყენება, როცა მიზანს ვერ მიაღწია, ორივე მოაკვლევინა
ვის სახელს უკავშირდება კონსტანტინოპოლის დაცემა?
სელიმ I-ის
მეჰმედ II-ის
მურად II-ის
სულეიმან ბრწყინვალის
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელ წელს დაეცა კონსტანტინოპოლი?
1459 წელს
1453 წელს
1454 წელს
1450 წელს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვის დაუპირისპირდნენ ოსმალები ანკარას ბრძოლაში 1402 წელს?
რუსებს
ბიზანტიელებს
სერბებს
თემურ ლენგს
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვინ იყო პაპის მიერ საქართველოში მოვლენილი ელჩი,რომელსაც ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მოლაპარაკება ევალებოდა?
ხარდან ხაჩიკიანი
ლუდოვიკო ბოლონიელი
პავლე პარიზელი
ნიკოლოზ თბილელი
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუშალათ ხელი ოსმალებს კონსტანტინოპოლზე იერიშის მიტანაში XV საუკუნის დამდეგს?
თემურ ლენგის გამოჩენამ
ბიზანტიელთა ინოვაციამ - ცეცხლსასროლმა იარაღმა
სულთან ბაიაზიდ II-ის გარდაცვალებამ
ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებამ
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვინ იმყოფებოდა საქართველოს სამეფო ტახტზე კონსტანტინოპოლის დაცემისას?
გიორგი ბრწყინვალე
გიორგი VIII
ლაშა-გიორგი
ალექსანდრე I
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
როდის გათავისუფლდნენ ქართველები თემურ-ლენგის ბატონობისაგან?
1403 წლის ზავით
1405 წლის ზავით
XIII საუკუნის ბოლოს
XV საუკუნის შუა ხანებშუ
1405 წელს თემურ-ლენგის გარდაცვალების შემდეგ
ვინ იყო ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე?
გიორგი მეცხრე
ალექსანდრე პირველი
ბაგრატ გიორგის ძე
გიორგი მერვე
კონსტანტინე დიმიტრის ძე
რა მოხდა ფარავნის ტბასთან 1465 წელს?
სამცხის მთავარმა ყვარყვარემ დაამარცხა ალექსანდრე პირველი
სამცხის მთავარმა ყარყვარემ დაამარცხა და დაატყვევა გიორგი მერვე
გიორგი მერვე დაამარცხა იმერეთის ერისთავმა ბაგრატმა
გიორგი მერვემ დაამარცხა სამცხის მთავარი
კონსტანტინე პირველმა დაამარცხა თურქმანი ტომები
რომელ საუკუნეში დაიშალა ილხანთა სახელმწიფო?
XIV საუკუნის 30-იან წლებში
XIII საუკუნის 20-იან წლებში
XV საუკუნის 40-იან წლებში
XII საუკუნის 20-იან წლებში
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ერთიანი საქართველოს რომელი მეფე მართავდა ქვეყანას ერთპიროვნულად 1318-1346 წლებში?
გიორგი V
ალექსანდრე II
ბაგრატ V
დემეტრე II
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელი ბრძოლა წააგო გიორგი VIII-მ იმერეთის მეფე ბაგრატთან 1463 წელს?
გარისის
გარნისის
ფარავნის
ჩიხორის
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელ საუკუნეში დაიშალა საქართველო სამეფო-სამთავროებად?
X
XV
V
XII
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ერთიანი საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდში გადმოიტანეს თბილისში კათოლიკური ეკლესიის აღმოსავლეთ სამისიონეროს ცენტრი?
გიორგი V-ის
დავით VII-ის
დავით IV-ის
გიორგი II-ის
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რამდენი წელი გაგრძელდა მონღოლთა ბატონობა საქართველოში?
100
150
180
200
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რომელი ორი ბრძოლა აღმოჩნდა უკანასკნელი, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი VIII-სთვის?
გარნისის და გარისის
გორის ციხის და გარნისის
სოხოისტას და ხრესილის
ჩიხორის და ფარავნის
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
რას ესწრაფვოდნენ მეფესთან დაპირისპირებული ძალები ჩიხორთან და ფარავანთან?
გადასახადებისაგან გათავისუფლებას
მიწების მემკვიდრეობითობით გადაცემას
მეტ ტერიტორიებს
მეფის ხელისუფლებისგან დახსნას ანუ დამოუკიდებლობას
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ჩამოთვლილთაგან, რომელი გარემოება მიუთითებს გიორგი V-სა და ჩობან ნოინს შორის არსებულ კარგ ურთიერთობაზე?
საქართველოში მონღოლთა 10 ათასიანი ჯარიღა იდგა საზღვრისპირა რეგიონების დასაცავად
ქართლის მოსახლეობის ნაწილმა ისლამი მიიღო
ქართველ მომლოცველებს იერუსალიმში ამხედრებულებს შეეძლოთ შესვლა
სამივე პასუხი სწორია
ვისი შემოსევების შემდეგ ჩნდება საქართველოში ტერმინები: „ნასოფლარი“, „ნავენახარი“
ჩინგიზ ყაენის
თოღრულ ბეგის
ბათუ ყაენის
თემურ ლენგის
არც ერთის
რა მიანიშნებდა სამცხე საათაბაგოში საქართველოს სამეფო ხელისუფლების ზრდაზე XIV საუკუნის 30-იან წლებში?
ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემა
მეფის მიერ სამცხის მთავრის დანიშვნა
მონღოლთა ხელისუფლების შესუსტება
საქართველოს გათავისუფლება მონღოლთა ბატონობისგან
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
ვისთან ბრძოლას შეეწირნენ გიორგი VII და მისი ვაჟი?
თეთრბატკნიანებთან ბრძოლას
შავბატკნიანებთან ბრძოლას
წითელთავიანებთან ბრძოლას
ყიზილბაშებთან ბრძოლას
არც ერთი პასუხი არ არის სწორი
