wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

მე-3 შემაჯამებელი წერა

Total questions: 15

Worksheet time: 1hrs 15mins

Name
Class
Date
1.

ცურვის წრეში 15 გოგონა და ორჯერ მეტი ბიჭია გაერთიანებული. გოგონებზე რამდენით მეტი ბიჭია გაერთიანებული ცურვის წრეში?

a)

2-ით

b)

15-ით

c)

30-ით

d)

45-ით

2.

მორის ერთ გადახერხვას სჭირდება 4 წუთი. რამდენი წუთი დასჭირდება მორის სამ ნაწილად გადახერხვას?

a)

8 წთ

b)

12 წთ

c)

16 წთ

d)

20წთ

3.

პაპა მამიდაზე უფროსია 27 წლით. პაპა 73 წლისაა. რამდენი წლისაა მამიდა?

a)

46 წლის

b)

54 წლის

c)

100 წლის

d)

120 წლის

4.

ერთი და იმავე ქსოვილის ორ ნაჭერში გადაიხადეს 160 ლარი. ერთის სიგრძე იყო 3 მ, მეორე - 5 მ. რა ღირს ქსოვილის გრძელი ნაჭერი?

a)

60 ლარი

b)

80 ლარი

c)

100 ლარი

d)

120 ლარი

5.

მშობლებმა დავითს გაუორმაგეს თანხა, რომელიც მას ჰქონდა. დავითმა დახარჯა 8 ლარი და დარჩა 10 ლარი. რა თანხა ჰქონდა დავითს თავდაპირველად?

a)

9 ლარი

b)

18 ლარი

c)

36 ლარი

d)

45 ლარი

6.

ავთომ 5 საათში 15 მ სიგრძის ღობე შეღება. რა სიგრძის ღობეს შეღებავს ავთო 7 საათში, თუ ასეთივე ტემპით იმუშავებს?

a)

75 მ

b)

55მ

c)

21 მ

d)

15მ

7.

8 დმ-ის სიგრძის თოკს ეკამ ჩამოაჭრა 8 სმ სიგრძის თოკი. რა სიგრძის თოკი დარჩა?

a)

საერთოდ არ დარჩა არაფერი

b)

72 სმ

c)

70 სმ

d)

68სმ

8.

იმ სამნიშნა რიცხვებს შორის, რომლის ათეულების ციფრი არის 2, რომელია უმცირესი?

a)

102

b)

210

c)

120

d)

100

9.

პაატას 125 ლარი აქვს, ნიკას - 325 ლარი. ორივეს ერთად 45 ლარით მეტი აქვს, ვიდრე სანდროს.

რამდენი ლარი აქვს სანდროს?

a)

495 ლარი

b)

450 ლარი

c)

405 ლარი

d)

640 ლარი

10.

ყუთში არის წითელი და მწვანე ფანქრები. წითელი ფანქარი არის 30 ცალი, რაც 3-ჯერ მეტია, ვიდრე მწვანე. სულ რამდენი ფანქარია ყუთში?

a)

120

b)

90

c)

60

d)

40

11.

ბაღში ერთ რიგად დარგეს 6 ხე და ყოველ ორ ხეს შორის - ბზის 3 ბუჩქი. ბზის რამდენი ბუჩქი დარგეს სულ?

a)

18

b)

15

c)

12

d)

9

12.

3 საათზე ბურთი 8 ლარი ღირდა. მისი ფასი ყოველ 20 წუთში 20 თეთრით იმატებდა. რომელ საათზე გახდება ბურთის ფასი 9 ლარი?

a)

4 საათზე

b)

4 საათსა და 20 წთ-ზე

c)

4 საათსა და 40 წთ-ზე

d)

3 საათზე

13.

ერთ საფუტკრეში 10 სკაა, მეორეში - 7. თითო სკიდან ამოიღეს 20 კგ თაფლი. სულ რამდენი კგ თაფლი ამოუღიათ ორივე საფუტკრედან ერთად?

a)

340 კგ

b)

140 კგ

c)

37 კგ

d)

17 კგ

14.

თათამ მაღაზიაში დახარჯა თავისი თანხის ნახევარი და კიდევ 12 ლარი. ამის შემდეგ მას დარჩა 2 ლარი. რა თანხა ჰქონდა თათას თავდაპირველად?

a)

14 ლარი

b)

24 ლარი

c)

28 ლარი

d)

30 ლარი

15.

გიორგიმ იყიდა 10 რვეული და გადაიხადა 3 ლარი. რამდენი ისეთივე რვეული იყიდა ვანომ, თუ მან გიორგიზე 60 თეთრით ნაკლები გადაიხადა?

a)

8

b)

12

c)

20

d)

15