wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ტექსტის გააზრება

Total questions: 5

Worksheet time: 25mins

Name
Class
Date
1.

წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შეკითხვას:


სულხან-საბა ორბელიანი გამოჩენილი ქართველი მეიგავე და საზოგადო მოღვაწე იყო. მის კალამს ეკუთვნის უამრავი ცნობილი და გამორჩეული იგავ-არაკი, როგორებიცაა: "ნალბანდი მგელი", "მეფე და მხატვარი" და ა.შ.

სულხან-საბა ორბელიანი ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაშიც.


შეკითხვა: რა არის ტექსტის მთავარი დანიშნულება?

a)

ჩამოგვითვალოს იგავ-არაკები

b)

მოგვითხროს მეფისა და მხატვრის შესახებ

c)

გვიამბოს სულხან-საბა ორბელიანის შესახებ

d)

შეაქოს სულხან-საბა ორბელიანი

2.

წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შეკითხვას:


მხატვრობა სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგია და ბრტყელ ზედაპირზე საღებავების, ფანქრების, პასტელების და მსგავსი გამომსახველი მასალების გამოყენებით ნახატის შექმნას გულისხმობს. მხატვრობა ადამიანის ცხოვრებაში ოდითგანვე დიდ როლს იკავებდა. ეს დასტურდება პირველყოფილთა გამოქვაბულების კედლებზე აღმოჩენილი ნახატებით.


შეკითხვა: რომელია მცდარი?

a)

ტექსტში მოყვანილია სახატავი მასალების სახეები.

b)

ტექსტში საუბარია სახვითი ხელოვნების დარგზე.

c)

ტექსტში აღწერილია უძველესი ნახატების სტილი.

d)

ტექსტი გვიამბობს უძველეს ნახატებზე.

3.

წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შეკითხვას:


ლიმონათი გაზიანი სასმელია. მას ხშირად ხილის გემო აქვს, თუმცა საქართველოში პოპულარულია განსხვავებული არომატებიც: ტარხუნის, ნაღების, შოკოლადის და ა.შ. ლიმონათი ძირითადად ტკბილია ხოლმე და ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღება კბილებისთვისაა საზიანო.


შეკითხვა: რომელი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი ტექსტიდან?

a)

ლიმონათი ყველაზე გავრცელებული სასმელია საქართველოში

b)

შაქრის შემცველობა კბილებს აზიანებს

c)

ტარხუნის ლიმონათი მხოლოდ საქართველოშია

d)

ლიმონათი იშვიათი გამონაკლისის გარდა, სულ შოკოლადის გემოთია.

4.

წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შეკითხვას:


მუსიკოსები ხშირად აწყობენ ტურნეებს. ეს გულისხმობს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გამართულ კონცერტებს და ჩატარებულ ფესტივალებს. ცნობილი მუსიკოსების ტურნეებზე უამრავი ადამიანი იყრის თავს და ტკბება მათი შემოქმედებით.


შეკითხვა: რომელი წინადადება შეიძლება იყოს ტექსტის გაგრძელება?

a)

ხშირად ტურნეს ბილეთები თვეობით ადრე იყიდება და აღარ რჩება ხოლმე.

b)

მუსიკოსების მთავარი მიზანია, ადამიანებს საკუთარი მუსიკა მოაწონონ.

c)

ტურნე ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს.

d)

მუსიკოსებს გამოარჩევს მათი შემოქმედების ხარისხი.

5.

წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შეკითხვას:


მსოფლიოს ბევრ ქალაქში შევხვდებით ზოოპარკებს. ზოგი ადამიანი მათ ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ ცხოველები ზოოპარკში იჩაგრებიან და მათი უფლებები ირღვევა, რაც გაუმართლებელია.


შეკითხვა: რომელი წინადადება ამყარებს ტექსტში გამოთქმულ აზრს?

a)

ვოლიერებსა და გალიებში გამომწყვდეული ცხოველები ვერ მოძრაობენ თავისუფლად და უქვეითდებათ უნარები.

b)

ზოოპარკს ბევრი მნახველი ჰყავს.

c)

ზოოპარკის ცხოველებს კარგად კვებავენ.

d)

ზოოპარკში მყოფი ცხოველები ერთმანეთს ეთამაშებიან.