NEW
Font size
Worksheetsთავსატეხი 4
Total questions: 5
Worksheet time: 12mins
გოგონას აქვს ზოო მაღაზია. თუ ის გასაყიდ თუთიყუშებს სათითაოდ ჩასვამს გალიებში, ერთი ფრინველი გალიის გარეშე დარჩება. თუ თითო გალიაში 2-2 ფრინველს ჩასვამს, მაშინ ერთი გალია ცარიელი დარჩება. რამდენი ფრინველი და რამდენი გალიაა ზოომაღაზიაში?
6 თუთიყუში, 5 გალია
4 თუთიყუში, 3 გალია
4 თუთიყუში, 2 გალია
7 თუთიყუში, 4 გალია
არქეოლოგმა გათხრების დროს ძველებური მონეტა იპოვა, რომელზეც გამოშვების თარიღად, ძვ.წ. აღრიცხვით 100 წელი იყო დატანილი. ყალბია მონეტა თუ არა?
კი
არა
ნიკა მონაწილეობს სირბილის შეჯობრში მოკლე დისტანციაზე, მან გადაასწრო მორბენალს, რომელიც მესამე ადგილზე იყო. რომელ ადგილზეა ახლა ნიკა?
პირველი
მეორე
შეუძლებელია დადგენა
მესამე
ნაპირთან ახლოს გემი იდგა, რომლიდანაც თოკით დაწნული კიბე იყო გადმოკიდებული. კიბეს 15 საფეხური ჰქონდა. საფეხურებს შორის დაშორება 45 სმ-ა. ყველაზე ქვედა საფეხური წყალს ეხება. დაიწყო მოქცევა და ამის გამო, ყოველ საათში ზღვის დონე 15 სმ-თ იწევდა ზევით. რა დროში მიაღწევს წყლის დონე მესამე საფეხურს?
6 სთ
2 სთ
4 სთ
5 სთ
ჯარისკაცები ერთმანეთისგან 1 მ. დაშორებით, სწორ ხაზზე მოეწყვნენ. ხაზის სიგრძე 25 მეტრია. რამდენი ჯარისკაცი დგას ხაზზე?
50
26
25
52
