Font size
WorksheetsRelevance
Total questions: 5
Worksheet time: 5mins
მოცემულია ორი პირობა:
I პირობა: ყველა მარადმწვანე მცენარე ხეა.
II პირობა: ყველა ნაძვი მარადმწვანე მცენარეა.
რომელი დასკვნა გამომდინარეობს მოცემული ორი პირობიდან?
ყველა ნაძვი ხეა
ყველა ნაძვი მარადმწვანე მცენარეა
ყველა ხე მარადმწვანე ნაძვია
ყველა მცენარე მარადმწვანეა
ჩამოთვლილია რიცხვები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. აირჩიეთ ისეთი კომბინაციები, სადაც მოცემულ რიცხვთა ჯამი 10-ის ტოლი იქნება და მასში მოცემული იქნება სულ მცირე სამი რიცხვი.
1; 2; 7
1; 2; 3; 4
4; 6
1; 9
თამთას მასწავლებელმა სთხოვა დაეწერა ესე თემაზე: „უნდა აირჩიოს თუ არა ადამიანმა ჯანსაღი ცხოვრების წესი?“. თამთამ ესეში არგუმენტებად მოიყვანა ჯანსაღად კვების სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე. საბოლოოდ, თამთას ესეში დასკვნის სახით ვკითხულობთ, რომ სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად სიარული ჯანმრთელობისთვის საზიანოა. რატომ არის თამთას მსჯელობა გაუმართავი?
თამთას მიერ შერჩეული არგუმენტი არ ეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს
თამთას მიერ გამოტანილი დასკვნა არასწორია
თამთას მიერ გამოტანილი დასკვნა არ პასუხობს შეკითხვას, უნდა აირჩიოს თუ არა ადამიანმა ჯანსაღი ცხოვრების წესი
ანდრო, ბაია, გიო, დაჩი, ეკა და ვერიკო სხედან წრიულ მაგიდასთან. ქვემოთ ჩამოთლილთაგან, რომელი პირობა არ არის საჭირო იმის დასადგენად, ვინ ვის გვერდით ზის?
ბაიას გვერდით ანდრო და გიო სხედან
ეკა არ ზის არც ანდროს და არც გიოს გვერდით
გიორგისა და დაჩის შორის 2 ადამიანი ზის
ანდროს და ბაის ლურჯი პერანგები აცვიათ, ხოლო დანარჩენებს წითელი
მათემატიკის კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ანა, ბაჩანა, გიორგი, დალი და ელენე. ცნობილია, რომ ანამ მათემატიკის კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ბაჩანამ მეოთხე. კონკურში დალიმ მეტი ქულა აიღო, ვიდრე ელენემ. იმისათვის, რომ გავიგოთ, რომელი ადგილი დაიკავა დალიმ, ჩამოთვლილთაგან რომელი დამატებითი პირობაა საჭირო?
ელენემ დალიზე ნაკლები ქულა აიღო
ბაჩანამ ანაზე ნაკლები ქულა აიღო
გიორგიმ ყველაზე მაღალი ქულა აიღო
ელენე პირველ ადგილზე არ გასულა
