Worksheetsგზის დასაწყისი
Total questions: 16
Worksheet time: 11mins
გალაკტიონის რომელ ლექსშია დაკავშირებული დროის წარმავალობა თიბვასთან?
ბავშვობის დღეები
საღამო სოფლად
ცელი კივის
ომნიბუსით
რომელი მხატვრული სახეები გვხვდება ლექსში "ომნიბუსით"?
ბავშვი შავებით
ლურჯი კომში და ცისფერი ატამი
გზადაბნეული წეროები
ყვავილებიანი დიბა
რომელი რითმაა გამოყენებული:
"გაფრინდა ბავშვობის დღეები,
მინდვრები ჭალები, ტყეები".
რკალური
ინტერვალიანი
ჯვარედინი
მოსაზღვრე
რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული:
დარჩენილი მინდვრად ჩალა,
დანისლული კოპიტი.
ეპითეტი
შედარება
მეტაფორა
ჰიპერბოლა
როგორი ნაწარმოები არ შეიძლება ჩაითვალოს ესკიზად?
მცირე ზომის
დაუსრულებელი
წინასწარი მონახაზი
წინასწარი რედაქცია
რა არ შეიძლება გამოვიყენოთ კოლაჟის შექმნისას?
ფოტო
ლექსის სტროფი
ქაღალდის ნაგლეჯები
ბგერა
რას ვერ ვუწოდებთ მინიატურას?
მცირე ზომის მუსიკალური ნაწარმოები
მცირე ზომის სკულპტურა
მცირე ზომის ტექსტი
მცირე ზომის ლექსი
რას ნიშნავს გამოთქმა "ვარსებობდი რაღაც დიდში და გაუგებარში"?
სადღაც ღრმა უფსკრულში ვიყავი ჩავარდნილი.
გზა ვერ გამეკვლია უცნობ გარემოში.
სამყარო შეუცნობელი და უზარმაზარი მეჩვენებოდა.
შიშისგან აზრები ვერ მომეკრიბა
რომელი ადგილი მეორდება მინიატურაში "მუსიკა ქარში"?
ჩემი შვილი აგროვებდა კაჟის ფერად ნატეხებს.
თითქოს არაფრიდან ისმოდა მამლების ყივილი.
ყანა იყო ატეხილი, აფუჩეჩებული.
ეზოს კუთხეში ნატეხი ქვა და წითელი აგური ეწყო.
რომელ წინადადებაში არის გაპიროვნება?
იკირებოდა ბალავარი, იფსკვნებოდა საძირკველი.
ვიგონებ, როგორც დაუსრულებელ სიზმარს.
სამყარო ძილად იყო მიგდებული.
უქარო, უცნაურად თბილი დღე იყო.
რას ნიშნავს მიაყურადა?
ჩაჩუმდა
გაილურსა
ყური დაუგდო
უყურა
შეურჩიეთ სინონიმური გამოთქმა - ქალაქის ბარობაზე
ქალაქის გადაღმა
ქალაქის კვალობაზე
ქალაქის მოედანზე
ქალაქის შუაგულში
იპოვეთ ეპითეტი:
ყანა იყო ატეხილი, აფუჩეჩებული.
ტოტებქვეშ მარტოდმარტო ვიდექი.
შემოდგომის მზე ჩაბუდებულიყო ფოთლებში.
მას სემდეგ ბარე ორმოცი წელი გასულა.
რომელ თემას არ ეხება ჩვენ მიერ შესწავლილი ორი მინიატურა: "მუსიკა ქარში" და "წალო"?
ბავშვობის მოგონებას
თაობათა შორის ბრძოლას
წარმავლობის ზოგადსაკაცობრიო სევდას
ადამიანის მარტოსულობის განცდას.
რომელ ნაწარმოებში არ არის ბავშვობისდროინდელი გარემოს აღწერა?
"წალო"
"მუსიკა ქარში"
"ბავშვობის დღეები"
"ომნიბუსით"
რას ნიშნავს: "მე მაშინ დიდი ვიყავი ... შემდეგ კი დავპატარავდი"
მაღალი ვიყავი და სიბერემ წელში მომხარა.
ბევრი გაჭირვებისგან გავტყდი.
სულიერად გავღარიბდი.
ჭკუა დამაკლდა.
