Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ადამიანის განვითარების ინდექსი

Total questions: 15

Worksheet time: 20mins

Name
Class
Date
1.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ითვლება

a)

მშპ/მოსახლეობის რაოდენობა

b)

მშპ/აგი

c)

მშპ/სულიერთა რაოდენობა

d)

მშპ/ეშპ

2.

ადამიანთა შესაძლებლობების ზრდის პროცესის, შემოსავლების ზრდის, დასაქმების, განათლების მიღებისთვის უკეთესი პირობების შექმნის, ჯანდაცვის და ა. შ. შესახებ კონცეფციას „გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის“ (UNDP) მიხედვით ეწოდება

a)

მზარდი განვითარება

b)

მედეგი განვითარება

c)

ჰუმანური განვითარება

d)

კანონიერი განვითარება

3.

ადამიანის განვითარების ინდექსში ქვეყნის მაჩვენებელი გამოსახულია:

a)

0-დან 100-მდე

b)

0-დან 1-მდე

c)

10-დან 100-მდე

d)

0-დან 10-მდე

4.

ადამიანის განვითარების ინდექსი შეიქმნა

a)

1990 წელს

b)

1970 წელს

c)

1980 წელს

d)

1960 წელს

5.

ადამიანის განვითარების ინდექსი შექმნა

a)

ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა

b)

პიერ კუბერტენმა და ანრი დიუნანმა

c)

კოფი ანანმა და ანტონიო გუტიერეშმა

d)

მაჰბუბ ელ ჰაქმა და რიჩარდ ჯოლიმ

6.

ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია

a)

ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად

b)

ადამიანური ბედნიერების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად

c)

ადამიანური კეთილგანწყობის განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად

d)

ადამიანური თვიტდაჯერებულობის განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად

7.

ადამიანის განვითარების ინდექსი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა და ის აერთიენებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა:

a)

სულიერების დონე, განვითარების ხარისხი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით

b)

წარსულის დიდება, აწმყოში ძლიერება, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით

c)

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით

d)

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, კომპანიების რაოდენობა და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე

8.

189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, რომელთა ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) შევიდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2019 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშში (HDR) საქართველო იკავებს

a)

89-ე ადგილს

b)

23-ე ადგილს

c)

27-ე ადგილს

d)

70-ე ადგილს

9.

საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსის 2019 წლის მაჩვენებელი გაიზარდა შემდეგ მაჩვენებლებზე დაყრდნობით:

a)

სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა

b)

საუნივერსიტეტო განათლების საშუალო ხანგრძლივობა და მორალური განვითარების ეტაპის ცვლილება

c)

მორალური განვითარების ეტაპის ცვლილება და სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა

d)

სიცოცხლის ხანგრძლივობა და საუნივერსიტეტო განათლების საშუალო ხანგრძლივობა

10.

ადამიანის განვითარების 2019 წლის ინდექსში მაღალი მაჩვენებლიდან (0.786) საქართველოს მაჩვენებელმა დაიკლო (0.692):

a)

უპასუხისმგებლობის გათვალისწინებით

b)

უთავმოყვარეობის გათვალისწინებით

c)

იდეალიზმის გათვალისწინებით

d)

უთანასწორობის გათვალისწინებით

11.

გაეროს განვითარების პროგრამის მესვეურები მოუწოდებენ ქვეყნებს შეიმუშაონ და მიიღონ ისეთი პოლიტიკა რომელიც

a)

ქალებსა და კაცებს, ქალაქსა და სოფელს, ღარიბებსა და მდიდრებს შორის უთანასწორობას შეამცირებს

b)

ქალებსა და კაცებს, მაღალსა და დაბალს, ღარიბებსა და მდიდრებს შორის უთანასწორობას შეამცირებს

c)

სახლებსა და ბინებს, ქალაქსა და სოფელს, ღარიბებსა და მდიდრებს შორის უთანასწორობას შეამცირებს

d)

ქალებსა და კაცებს, მოსწავლესა და მასწავლებელს, ღარიბებსა და მდიდრებს შორის უთანასწორობას შეამცირებს

12.

ადამიანის განვითარების 2019 წლის ანგარიში სახელწოდებით: „შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა: ადამიანის განვითარების უთანასწორობა 21-ე საუკუნეში“ აღნიშნავს, რომ

a)

ცხოვრების მინიმალურ სტანდარტებს შორის არსებულ განსხვავება მთელს მსოფლიოში მცირდება, რაც უცილობლად იწვევს პირადი წარმატების მიღწევის აუცილებლობის ზრდას.

b)

მორალის მინიმალურ სტანდარტებს შორის არსებულ განსხვავება მთელს მსოფლიოში მცირდება, რაც უცილობლად იწვევს საზოგადოების წარმატების მიღწევის აუცილებლობის ზრდას.

c)

სილამაზის მინიმალურ სტანდარტებს შორის არსებულ განსხვავება მთელს მსოფლიოში მცირდება, რაც უცილობლად იწვევს ერების წარმატების მიღწევის აუცილებლობის ზრდას.

d)

განათლების მინიმალურ სტანდარტებს შორის არსებულ განსხვავება მთელს მსოფლიოში მცირდება, რაც უცილობლად იწვევს ნიუტონის სკოლის წარმატების მიღწევის აუცილებლობის ზრდას.

13.

იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო მათ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, ამ ორმა ფაქტორმა შესაძლოა ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რომლის მსგავსი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ არ მომხდარა, ანუ ახალი „დიდი დაცილებისთვის“ შექმნას საფუძველი.

რა იგულისხმება ,,მათში"?

a)

ტექტონიკურ ძვრები და სეისმურ აქტივობები

b)

სიყვარულის დეფიციტი და სიძულვილის მატება

c)

ტექნოლოგიების განვითარება და კლიმატის ცვლილება

d)

ფიზიკური აქტივობები და გაკვეთილზე უყურადღებობა

14.

სტატიის მიხედვით, მდიდარი ქვეყნებში რისი განვითარების დონემ შეიძლება გაამძაფროს უთანასწორობის განსხვავება ადამიანის განვითარების თვალსაზრისით ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის?

a)

მარკეტინგის

b)

ტექნოლოგიების

c)

უიმედობის

d)

სოლარიუმების

15.

2019 წლის მაჩვენებლებით, 162 ქვეყნიდან, რომელ ადგილზეა საქართველო გენდერული უთანასწორობის ინდექსის ((GII) - 0.351) მიხედვით?

a)

მე-6

b)

75-ე

c)

70-ე

d)

მე-5