NEW
Font size
WorksheetsIV კლასის ჭიდილი (დეკემბერი 2020)
Total questions: 15
Worksheet time: 4hrs 45mins
დღეს შაბათია რა დღე იქნება 12 დღის შემდეგ?
ორშაბათი
სამშაბათი
ხუთშაბათი
შაბათი
კვირა
ორ თაროზე ერთნაირი რაოდენობის წიგნები დევს, პირველი თაროდან მეორეზე გადაიტანეს 14 წიგნი, რამდენით მეტი წიგნი დევს მეორე თაროზე პირველთან შედარებით?
7-ით
14-ით
21-ით
28-ით
56-ით
ჯემალი ტყეში სეირნობდა და ყოველ 2 მეტრში პოულობდა სოკოს. რა მანძილი გაიარა ჯემალმა პირველიდან ბოლო სოკომდე, თუ მან სულ 17 სოკო იპოვა?
15
17
32
34
36
რა უდიდეს მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ორნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამს?
9
20
18
19
10
როდესაც დედა არ მუშაობს, დღის განმავლობაში მიირთმევს ორ ფინჯან ყავას, როდესაც მუშაობს ოთხ ფინჯან ყავას, დედა 9 დღის განმავლობაში მუშაობდა შემდეგი განრიგით: 3 დღე მიმდევრობით მუშაობდა მეოთხე დღეს ისვენებდა. სულ რამდენი ფინჯანი ყავა მირთვა დედამ 9 დღის განმავლობაში?
32
30
28
26
24
სამი მეგობრის წლოვანებათა ჯამი 34 წელია. რამდენი წლის იქნებიან ისინი ერთად 8 წლის შემდეგ?
42
50
58
66
72
ბორისი დაიბადა 15:35 წთ-ზე , ლავრენტი მასზე 2 სთ და 50 წუთით უმცროსია. რომელ საათზე დაიბადა ლავრენტი?
11:45
12:45
17:25
18:25
18:45
მართკუთხედის სიგანე 13 სმ-ია, სიგრძე კი - 11 სმ. იპოვეთ კვადრატის გვერდი, თუ ცნობილია რომ მართკუთხედის პერიმეტრის ნახევარი კვადრატის პერიმეტრის ტოლია.
6 სმ
12 სმ
3 სმ
24 სმ
36 სმ
სართულებს შორის 20 საფეხურია. ეკა ავიდა პირველი სართულიდან მე-5 სართულზე და შემდეგ ჩამოვიდა მე-3 სართულზე. რამდენი საფეხური გაიარა ეკამ?
120
140
160
40
60
16 კგ ალუბლისგან დედამ მოხარშა 4 კგ მურაბა. რამდენ კილოგრამ მურაბას მოხარშავს დედა 20 კგ ალუბლისგან?
5 კგ
100 კგ
8 კგ
80 კგ
3 კგ 200 გ
მუშამ ოთხი მორი დახერხა, თითოეული დაჭრა ხუთ ნაჭილად. ყოველ გახერხვაზე იგი იღებდა 2 ლარს. რამდენ ლარს აიღებდა მუშა?
40 ლარი
32 ლარი
30 ლარი
48 ლარი
20 ლარი
იპოვეთ მიმდევრობის გამოტოვებული წევრი:
1; 3; 7; 15; 31; ... ; 127.
39
53
57
63
67
როგორ შეიცვლება სხვაობა, თუ საკლებს გავზრდით 13-ით და მაკლებს შევამცირებთ 9-ით?
გაიზრდება 4-ით
შემცირდება 4-ით
გაიზრდება 22-ით
შემცირდება 22-ით
არ შეიცვლება
რას უდრის უდიდესი ოთხნიშნა რიცხვისა და უდიდესი ციფრის სხვაობა?
990
9990
99
999
9000
დედა სანდროს ყოველ სასწავლო დღეს აძლევს 5 ლარს ბუფეტისთვის. შაბათს აძლევს 3 ლარს და კვირას - 1 ლარს. სანდრო ამ ფულს ინახავდა და აგროვებდა. რომელ დღეს მოუგროვდებოდა მას 63 ლარი, თუ მან ფულის მოგროვება ორშაბათს დაიწყო?
ორშაბათს
სამშაბათს
ხუთშაბათს
შაბათს
კვირას
