NEW
Font size
Worksheetsლექსიკური მარაგი II ლასი
Total questions: 12
Worksheet time: 7mins
მგელმა კრავი გაიტაცა.
აქ სიტყვა კრავი ნიშნავს:
ბატკანს
თიკანს
კვიცს
მთიდან ანკარა წყალი მოედინება.
აქ სიტყვა ანკარა ნიშნავს:
გრილს
კამკამას
წყნარს
რობოტი ნიკოს სანუკვარი სათამაშო იყო.
აქ სიტყვა სანუკვარი ნიშნავს:
საამაყო
სანატრელი
საყვარელი
ძერა დააფრთხობს მარტოდ დარჩენილ წიწილებს.
აქ სიტყვა დააფრთხობს ნიშნავს:
დააფეთებს
დააფრინდება
მოიტაცებს
ოჯახი საკადრისად გაუმასპინძლდა სტუმრებს.
აქ სიტყვა საკადრისად ნიშნავს:
გულუხვად
მოკრძალებულად
შესაფერისად
შეარჩიე სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია წინადადებაში.
ქალაქს წეროების ................. გადაუფრინა.
გროვამ
გუნდმა
ჯოგმა
დაასრულე წინადადება:
სკოლის ზარი ხმამაღლა ...........
წივის
წიკწიკებს
წკრიალებს
დაასრულე წინადადება:
მანქანის სუფთა ზედაპირი ...........
ბრიალებს
პრიალებს
ჩახჩახებს
ის ვისაც არაფრის ეშინია, არის:
მამაცი
ამაყი
მხიარული
ფუტკარი ზუზუნებს.
ცხენი .......
ყროყინებს
ჭიკჭიკებს
ჭიხვინებს
ღორმა ლაფი დაინახა და შიგ ჩაწვა.
აქ სიტყვა ლაფი ნიშნავს:
გუბეს
თხრილს
ტალახს
მეტად გაბედულ ადამიანზე ამბობენ:
გულადია
საქმიანია
ძლიერია
