Worksheetsგავლილი თემების გამეორება
Total questions: 24
Worksheet time: 9mins
რას გულისხმობს ეთნოგენეზი?
შეისწავლის ერის მახასიათებლებს
შეისწავლის ერად ჩამოყალიბების პროცესს
შეისწავლის ხალხის ტრადიციებს
შეისწავლის ერის ცხოვრებას
ერისთვის დამახასიათებელი არ არის:
საერთო მითები და ისტორია
საერთო სახელი/ეთნონიმი
გარკვეული ტერიტორიის ფლობა
საერთო საზოგადოებრივი კულტურა
გარკევულ ტერიტორიასთან კავშირი
ვის ეკუთვნის ქართველი ერის ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ არსებული თეორია?
ლეონტი მროველს
ჰეროდოტეს
თუკიდიდეს
სიმონ ჯანაშიას
სოკრატე სქოლასტიკოსის მიხედვით, ვის ენათესავებიან ქართველები, იგივე იბერები?
ესპანეთის იბერებს
იტალიის იბერებს
ეგვიპტელებს
საფრანგეთის იბერებს
რატომ უკავშირებს ლეონტი მროველი ქართველების წარმოშობას ბიბლიურ პერსონაჟებს?
მისი მოღვაწეობის პერიოდში პოპულარული იყო ამგვარად ფიქრი
კავკასიის ერთიანობის და ქართველების ღვთიური წარმომავლობას იდეას ამკვიდრებს
სანდო წყაროებზე დაყრდნობით ქმნის ამ თეორიას
ბიბლიაში დაცული ჩანაწერებიდან გამომდინარე
ქართული საისტორიო წყაროს "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით, ქართველები გადმოსახლებულები არიან?
არიან ქართლიდან -არაბეთის ნახევარკუნძულიდან
ეგვიპტიდან
აზიის ქართლიდან - შუა აზიის ტერიტორიიდან
არიან ქართლიდან - ირანის ჩრდილოეთიდან
რატომ არის მიღებული ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას თეორია - ქართველების ავტოქტონობის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბების შესახებ?
ყველაზე გავლენიან ისტორიკოსად ითვლება
ყველაზე მეტად ეს თეორია გვაწყობს
არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს ქართველების ადგილობრიობას
ჯანაშიამ ისტორიული ჩანაწერები მოიპოვა, რაზე დაყრდობითაც ეს თეორია შეიმუშავა
სად ჩამოყალიბდა პირველი შუმერული ქალაქ-სახელმწიფობი ბრინჯაოს ხანაში ძვ.წ. IV ათასწლეულში?
შუამდინარეთში
მესოპოტამიაში
მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის აუზში
ყველა პასუხი სწორია
ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყისში ქართველმა ტომებმა პირველი ქართული სახელმწიფოები შექმნეს. ესენია:
დიაოხი და ურარტუ
ასურეთი და ბაბილონი
იბერია და კოლხა
დიაოხი და კოლხა
როგორ დასრულდა დიაოხის არსეობა ძვ.წ. VIII საუკუნეში?
შეუერთდა კოლხას სამეფოს
მისი ტერიტორია გადადაინაწილეს მეზობელმა სახელმწიფოებმა, მათშორის კოლხამ და ურარტუმ
დაიპყრო ასურეთის იმპერიამ
დაიპყრო ეგვიპტის ფარაონმა რამზეს მეორემ
რომელი ტომების შემოსევებმა დაასუსტა კოლხას სამეფო?
ასურეთის და ურარტუს
კიმერიელების და სკვითების
ირანისა და მიდიის
ხეთებისა და მესხების
რა ტიპის ურთიერთობა აკავშირებდა კოლხეთს ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან?
სავაჭრო
კოლხეთი იყო საბერძნეთის დაქვემდებარებაში
კოლხეთი წარმოადგენდა საბერძნეთის მოკავშირე სახელმწიფოს
მტრული
რომელი იმპერიაა რუკაზე გამოსახული, რომელიც ძვ.წ. VI საუკუნეში ჩამოყალიბდა?
ასურეთის იმპერია
აქემენიდური მიდიის იმპერია
აქემენიდური სპარსეთის იმპერია
პართიის იმპერია
რა გავლენა ჰქონდა აქემენიდურ სპარსეთს კოლხეთის სამეფოსა და სხვა ქართულ ტომებზე?
აქემენიდური სპარსეთის გავლენის ქვეშ იყო
სრულად დამოუკიდებელი იყო აქემენიდური სპარსეთისგან
კოლხეთი ნებაყოფლობით ხარკს უხდიდა სპარსეთს
ლურჯი და ყვითელი სწორია
ვინ გაანადგურა აქემენიდური სპარსეთის იმპერია ძვ.წ. IV საუკუნეში?
ფარნავაზმა
კიროს დიდმა
ალექსანდრე მაკედონელმა
რამზეს მეორემ
ძვ.წ. IV საუკუნეში რომელი სამეფოს წარმოქმნა უკავშირდება ალექსანდრე მაკედონელის სარდლების ლაშქრობას საქართველოს ტერიტორიაზე?
იბერიის იგივე ქართლის
კოლხეთის იგივე ეგრისის
დიაოხის იგივე ტაოს
ივერიის იგივე ლაზიკის
ვინ გააერთიანა პირველად თანამედოვე საქართველოს ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისში?
აზომ
ფარნავაზმა
არტაგმა
ფარსმანმა
რომელი რეფორმა არ უკავშირდება ფარნავაზის სახელს?
ქვეყნის ტერიტორიის სამთავროებად დაყოფა
არმაზის კერპის მთავარ ღვთაებად გამოცხადება
ქართული ენის სახელმწფო რელიგიად გამოცხადება
ქვეყნის ტერიტორიის საერისთავოებად დაყოფა
რომელი სახელმწიფოების დაპირისპირების საგანია ქართლის სამეფო ძველი და ახალი წელთაღრიცხვით I -II საუკუნეში?
ბიზანტიის და პართიის
საბერძნეთის და სპარსეთის
რომის და სირიის
რომის და პართიის
ვინ იყო ქართლის სამეფოს გამორჩეული მეფე, რომელსაც რომში მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ძეგლი დაუდგეს?
არტაგ ქველი
ფარსმან ქველი
ფარნავაზი
რადამისტი
რა სტატუსი ჰქონდა ქართლის სამეფოს რომის იმპერიისთვის?
"მეგობრისა და მოკავშირის"
"მონა - მორჩილის"
"დაქვემდებარებულის"
"თანასწორის"
რომელი სახელმწიფო გამოვიდა ასპარეზზე ახ.წ. III საუკუნეში პართიის სახელმწიფოს ნაცვლად?
აქემენიდური ირანი
სასანიდური სირია
სასანიდური ირანი
სელევკიდური სირია
რა პოლიტიკური მიზეზით აირჩია მირიან მეფემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად?
ქართველებისთვის ქრისტიანობა უფრო მისაღები რელიგია იყო
ქართლი ირანის დაქვემდებარებაში იყო
ქართლი რომის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, რომში კი ქრიატიანობა უპირატეს რელიგიად მიიჩნეოდა
რომმა ქართლს აიძულოა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
ვის სახელს უკავშირდება ქართლში ქრისტიანობის გავრცელება?
წმინდა რიფსიმეს
წმინდა ნინოს
ლუკა მოციქულს
მათე მოციქულს
