NEW
Font size
Worksheetsლექსიკური მარაგი (I სემესტრი)
Total questions: 12
Worksheet time: 24mins
კვირას მშვენიერი დარი იყო.
სიტყვა დარი ნიშნავს:
ამინდს
დილას
დღეს
გიორგის უმცროს ძმაზე ამბობენ ურჩი ბიჭიაო.
აქ სიტყვა ურჩი ნიშნავს:
თადარიგიანს
თავნებას
თამამს
გულგახეთქილი ბავშვი დედას ჩაეხუტა.
აქ სიტყვა გულგახეთქილი ნიშნავს:
მოწყენილს
ნაწყენს
შეშინებულს
თუ გაირჯები ქებას დაიმსახურებ.
აქ სიტყვა გაირჯები ნიშნავს:
გაიმარჯვებ
იშრომებ
მოინდომებ
არწივი უცაბედად თავს დაესხა ფარას.
აქ სიტყვა უცაბედად ნიშნავს:
მოულოდნელად
უშიშრად
შეუმჩნევლად
შეარჩიე წინადადებისთვის გამოტოვებული სიტყვა:
არწივმა ბუდიდან ორი ............ ამოსვა.
ხუნდი
ჭუკი
მართვე
დაასრულე წინადადება:
მთის წყარო სწრაფად .........
მობაკუნებს
მორაკრაკებს
მორაკუნებს
დაასრულე წინადადება:
სათამაშო ხის ნავი წყლის ზედაპირზე .........
დგაფუნობდა
ტივტივებდა
ფრიალებდა
მუხის ნაყოფს ჰქვია:
გირჩი
წაბლი
რკო
ვინც ნელა, აუჩქარებლად მოძრაობს ჰქვია:
ზანტი
მხნე
ურჩი
რომელია ვიწროს საპირისპირო სიტყვა?
თხელი
ფართო
წვრილი
გოგონა თვალს მოჰკრავს თუ არა დედას, მისკენ გარბის.
აქ გამოთქმა თვალს მოჰკრავს ნიშნავს:
დააკვირდება
შეათვალიერებს
შენიშნავს
