Font size
Worksheetsგეომეტრიული გარდაქმნები - მერვე კლასი
Total questions: 7
Worksheet time: 17mins
რა წერტილში გადადის M(0;5) წერტილი, თუ მას მოვაბრუნებთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, კოორდინატთა სათავის გარშემო, 90 0 -იანი კუთხით ?(პასუხში დაწერეთ მიღებული წერტილის კოორდინატები).
(a)
M(x; y) წერტილი OX ღერძის მიმართ ღერძული სიმეტრიისას გადადის M'(2;-5) წერტილში. რას უდრის x და y ?
(a)
მოცემულია წერტილები : A (7; 0) , B(-3; 0). რომელი წერტილები(დაწერეთ კოორდინატები) მიიღება მოცემული წერტილების მობრუნებისას O(0;0) სათავის გარშემო საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით 900 -იანი კუთხით?
(a)
M წერტილის სიმეტრიული წერტილი აბსცისათა(x) ღერძის მიმართ არის M'(5;-7). იპოვეთ და დაწერეთ :
1) M წერტილის კოორდინატები;
2) ორდინატთა ღერძის მიმართ M - ის სიმეტრიული M" წერტილის კოორდინატები.
(a)
რა კუთხით მობრუნდება მექანიკური საათის ისარი 35 წუთში?
(a)
რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს სამკუთხედს, თუ მისი გვერდების სიგრძეები ისე შეეფარდება, როგორც 3:3:2 ?
(a)
მოცემულია წერტილთა წყვილები საკოორდინატო სიბრტყეზე: ( 2;0) , (0; -1); (-1; 0) , (0 ; -2) . დაწერეთ იმ წერტილთა წყვილები, რომელთაგან პირველი გადადის მეორეში სათავის გარშემო საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით 900 -ის ტოლი კუთხით მობრუნებისას.
(a)
