NEW
Font size
Worksheetsსაკ. წერა 4 კლასი
Total questions: 20
Worksheet time: 40mins
ვანომ ჩამოწერა რიცხვები 1-დან 100-მდე. რამდენი ერთიაბი დაწერა?
20
21
19
18
დღეს შაბათია. რა დღე იქნება 61 დღის შემდეგ?
ხუთშაბათი
ოთხშაბათი
პარასკევი
შაბათი
მართკუთხედის პერიმეტრია 48 სმ. მისი სიგრძე 2 სმ-ით გრძელია სიგანეზე. რამდენი სანტიმეტრია სიგანე?
10
12
11
13
ნინომ წაიკითხა მოთხრობა, რომელიც მე-5 გვერდიდან იწყებოდა და 50-ე გვერძე მთავრდებოდა. რამდენი ფურცელი წაიკითხა ნინომ?
45
46
23
25
ვანო და ია მატარებლის ერთსა და იმავე ვაგონში არიან. ვანომ თქვა: მე მე-5 ვაგონში ვარ. იამ თქვა: მე ბოლოდან მე-14 ში რამდენ ვაგონიანია მატარებელი?
19
20
18
17
4 ქათამი 4 დღეში 4 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 8 ქათამი 8 დღეში?
8
16
4
12
10 მეტრიანი მორი უნდა დახერხონ 10 ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილის მოჭრას სჭირდება 3 წუთი. რა დროში შესრულდება მთელი სამუშაო?
30
20
17
27
გამოთვალეთ: 1+2+3+...+22.
253
254
252
120
გივიმ ყუთიდან ამოიღო 6 ვაშლი, ნატომ დარჩენილი ვაშლებიდან ნახევრის ნახევარი და ყუთში დატოვა 30 ვაშლი. რამდენი ვაშლი იყო სულ ყუთში?
60
36
40
46
რამდენ გვერდიანია რვეული თუ მის გადასანომრად დასჭირდათ 23 ციფრი?
17
16
18
15
გიო ცხოვრობს მე-6 სართულზე, ნატო 2-ჯერ უფრო მაღლა. რომელ სართულზე ცხოვრობს ნატო?
11
12
10
13
2, 3, 4, 5 ციფრებისაგან შეადგინეთ ყველა ოთხნიშნა რიცხვი (ციფრები არ გაიმეოროთ). რამდენი რიცხვია სულ?
20
6
24
1ქ2
ორი თოკის გადაბმას სჭირდება 2 წუთი. რამდენი წუთი დასჭირდება 10 თოკის წრიულად გადაბმას?
18
16
20
22
4 რიცხვის ნამრავლი 11 - ის ტოლია. რას უდრის მათი ჯამი?
14
11
12
10
ეზოში ბატები და გოჭებია. მათ სულ 18 თავი და 52 ფეხი აქვთ. რამდენი გოჭია ეზოში?
10
8
7
6
რაღაც რიცხვი შეამცირეს 6-ჯერ. მიღებულ შედეგს დაუმატეს 6. მიღებული რიცხვი გაადიდეს 3-ჯერ და მიიღეს 30. რა რიცხვი შეამცირეს?
18
21
30
24
კედლის საათი 3 საათზე რეკავს 3-ჯერ 6 წამის განმავლობაში. რამდენი წამის განმავლობაში დარეკავს ეს საათი 6-ჯერ 6 საათზე?
18
15
12
6
გოგიმ იყიდა 5 ლარის ლუდი, ნიკომ 4 ლარის. მათ შეუერთდა ვახო და მთელი ლუდი თანაბრად მიირთვეს. ვახომ მათ დაუტოვა 9 ლარი. რამდენი ლარი ეკუთვნის გოგის?
5
4
6
9
იპოვეთ 1-დან 19-ის ჩათვლით ყველა რიცხვის ციფრთა ჯამი.
90
80
100
120
თუ თითოეულ ლარნაკში ჩავაწყობთ 6 ვარდს 1 ვარდი მოგვრჩება. 5-ის ჩაწყობის შემთხვევაში 4 მოგვრჩება. რამდენი ლარნაკია?
2
3
4
5
