NEW
Font size
WorksheetsIII კლასი მათემატიკა
Total questions: 10
Worksheet time: 30mins
ერთ ყუთში 20 ბურთია, მეორეში მასზე 2-ჯერ მეტი. ეს ბურთები დაურიგეს 3 ბავშვს. რამდენი შეხვდებოდა თითოეულს?
10
15
20
30
სხვაობა საკლებზე 48-ით ნაკლებია. რას უდრის მაკლები?
24
48
გააჩნია შემთხვევას
შეუძლებელია პოვნა
იპოვეთ ყველა იმ ორნიშნა რიცხვის ჯამი, რომელთა ციფრთა ჯამია 3?
13
36
63
93
დათომ ხის მორი 5 ტოლ ნაწილად დახერხა, შემდეგ თითოეული კიდევ შუაზე გადახერხა და თითოეული ნაწილი სამად გააპო. რამდენი ხის ნაჭერი გამოვიდოდა?
30
40
35
60
ABC სამკუთხედში AB=3 სმ 2 მმ; BC=6სმ 5 მმ; AC=4 სმ 7 მმ; იპოვე პერიმეტრი.
13 სმ 2 მმ
13 სმ 4 მმ
14 სმ 2 მმ
14 სმ 4 მმ
კვადრატის გვერდის სიგრძე ტოლია 2 სმ 3 მმ. იპოვე კვადრატის პერიმეტრი.
4 სმ 6 მმ
82 მმ
92 მმ
9 სმ 12 მმ
ლაშას ჰქონდა 12 სმ ძაფი, რომელსაც მოაჭრა 36 მმ. რამდენი მმ ძაფი დარჩა მას?
84 სმ
84 მმ
24 მმ
94 მმ
ბაღში 16 ძირი ვაშლის ხეა. ნებისმიერ 2 მათგანს შორის მანძილი 2 მ-ია. რა სიგრძისაა ვაშლის ხეების მწკრივი?
28 მ
30 მ
32 მ
34 მ
15 სანტიმეტრისა და 47 მილიმეტრის სიგრძის თოკები გადააბეს ერთმანეთს ისე, რომ მათი სიგრძე არ დაკარგულა და მიიღეს ერთი მთლიანი თოკი. იპოვეთ მიღებული თოკის სიგრძე.
103 მმ
62 მმ
19 სმ 7 მმ
6 სმ 7 მმ
შეასრულეთ მოქმედება: 3*5+5*5+6*5+10*5=
70
80
90
120
