NEW
Font size
Worksheetsტესტი ლექსიკურ მარაგზე
Total questions: 14
Worksheet time: 10mins
ფეხსაცმელს ლამაზი თასმები აქვს , აქ სიტყვა თასმები ნიშნავს
ზონარი
თოკი
ძაფი
ტახტზე ფუმფულა ბალიშები ეწყო. სიტყვა ფუმფულა ნიშნავს
მსუბუქი
რბილი
ქათქათა
დიასახლისმა გამოუსადეგარი ნივთები გადაყარა. აქ სიტყვა გამოუსადეგარი ნიშნავს
უბრალო
უვარგისი
ძველი
დაასრულე წინადადება: ახალი თოვლი ფეხქვეშ ...
კრაჭუნებს
ჩხაკუნებს
ხრაშუნებს
მწრთვნელმა გადაახალისა ფეხბურთის გუნდი. აქ სიტყვა გადაახალისა ნიშნავს
განაახლა
გაწვრთნა
შეკრიბა
ამ გოგონამ დაუდევრად იცის საქმის კეთება. აქ სიტყვა დაუდევრად ნიშნავს:
ზანტად
უყურადღებოდ
უჩვეულოდ
ნინო თავაუღებლად მეცადინეობს ხოლმე. აქ სიტყვა თავაუღებლად ნიშნავს:
აუჩქარებლად
შეუსვენებლად
ძალდაუტანებლად
შეარჩიე სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია წინადადებაში:
მცენარეები ხანგრძლივმა ......... გადაახმო
გვალვამ
წვიმამ
ქარმა
ხმიანობის აღმნიშვნელი სიტყვაა ხრაშუნი, მოძრაობისა კი ....
ზლაზვნა
ღნავილი
გრუხუნი
მოთიბული და გამხმარი ბალახი არის
თივა
ჩალა
ფიჩხი
სუსტი ქარი ქროდა.
რომელია სუსტის ანტონიმი(საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა)
ნელი
სუსხიანი
ძლიერი
რომელია საბრალოს სინონიმი? (მსგავსი მნიშვნელობის სიტყვა)
სუსტი
საწყალი
პაწია
გამოთქმა კუდით ქვას ასროლინებს ნიშნავს
გააქცევს
გაუმკლავდება
განარისხებს
მეგობრის გამოჯანმრთელება რომ გავიგე დავმშვიდდი. აქ სიტყვა დავმშვიდდი ნიშნავს
გულზე მომეშვა
გული მომეცა
გული მომიბრუნდა
გული ამიჩუყდა
