wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ბარბაროსული სახელმწიფოები

Total questions: 23

Worksheet time: 8mins

Name
Class
Date
1.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ რომელი ბარბაროსული სახელმწიფო გაძლიერდა ყველაზე მეტად?

a)

ვანდალთა სამეფო

b)

ფრანკთა სამეფო

c)

ვესტგოთთა სამეფო

d)

ვისტგოთთა სამეფო

2.

ვინ ჩაუყარა საფუძველი მეროვინგების დინასტიას ფრანკთა სამეფოში?

a)

მეროვეხმა

b)

ხლოდვიგმა

c)

კარლოს მარტელმა

d)

პიპინ მოკლემ

3.

ვინ იყო ფრანკების პირველი ქრისტიანი მეფე?

a)

კარლოს მარტელი

b)

მეროვეხი

c)

ხლოდვიგი

d)

კარლოს დიდი

4.

გადმოცემის მიხედვით, გაქრისტიანების შემდეგ რა გადასცა ანგელოზმა ხლოდვიგს, როგორც განწმენდის სიმბოლოდ?

a)

ტიტა

b)

შროშანი

c)

ვარდი

d)

მიხაკი

5.

რას უწოდებდნენ ძალაუფლებას ჩამოშორებულ მეროვინგ მეფეებს?

a)

მაიორდომებს

b)

უკანასკნელ გაბრძოლებას

c)

ჩანჩალა მეფეებს

d)

ზარმაც მეფეებს

6.

მეროვინგი მეფეების დასუსტების პერიოდში რომელი თანამდებობის პირებს ეკავათ რეალური სამეფო ძალაუფლება?

a)

სამეფო კარის ეპისკოპოსებს

b)

ვასალებს - დიდ ვეზირებს

c)

მაიორდომებს - სახლთუხუცესებს

d)

მეროვნიგების მთავარ მოახლეს

7.

ვინ დაამარცხა მაიორდომმა კარლოს მარტელმა 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში, რითაც კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები ფრანკთა სამეფოში?

a)

მონღოლები

b)

ბიზანტიელები

c)

არაბები

d)

თურქ-სელჩუკები

8.

ვინ აკურთხა მეფედ 752 წელს კარლოს მარტელის ვაჟი პიპინი მოკლედ წოდებული?

a)

კონსტნატინეპოლის პატრიარქმა

b)

რემსის ეპისკოპოსმა

c)

რომის პაპმა

d)

თავად დაიდგა გვირგვინი

9.

პიპინის მეფედ კურთხევის სანაცვლოდ რა მიიღო რომის პაპმა?

a)

ფრანკთა მეფეებზე მბრძანებლობის უფლება

b)

რავენა და რომი გადაეცა მფლობელობაში

c)

ფრანკთა სამეფო

d)

ვანდალთა სამფლობელოები აფრიკაში

10.

ჩამოთვლილთაგან რა არ შეესაბამება კარლოს დიდის მოღვაწეობას?

a)

ის ფრანკთა სამეფოს ყველაზე გამორჩეული მეფეა

b)

ის იმპერატორად აკურთხა პაპმა 800 წელს

c)

მან წერა-კითხვა არ იცოდა

d)

მან კაროლინგების დინასტიას ჩაუყარა საფუძველი ფრანკთა სამეფოში

11.

რომელი ხელშეკრულებით დაიშალა ფრანკთა სამეფო 3 სახელმწიფოდ კარლოსის ვაჟის ლუის მეფობის მიწურულს?

a)

843 წელს პარიზის ხელშეკრულებით

b)

843 წელს ვერდენის ხელშეკრულებით

c)

843 წელს ვერსალის ხელშეკრულებით

d)

843 წელს ვატიკანის ხელშეკრულებით

12.

რომელი სამი სახელმწიფო ჩამოყალიბდა ფრანკთა სამეფოს ტერიტორიაზე?

a)

საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი

b)

საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი

c)

საფრანგეთი, გერმანია, იტალია

d)

საფრანგეთი, ინგლისი, იტალია

13.

გერმანიაში კაროლინგების დინასტია ჩაანაცვლა?

a)

მეროვინგების დინასტიამ

b)

სტიუარდების დინასტიამ

c)

აქემენიდების დინასტიამ

d)

საქსონების დინასტიამ

14.

ვინ იყო გერმანელების გამორჩეული მეფე რომელიც 962 წელს რომის პაპმა იმპერატორად აკურთხა?

a)

ოტო პირველი

b)

ლუდვიგ მეორე

c)

ჰაინრიხ პირველი

d)

კარლოს მესამე

15.

ამათგან რომელი ხალხუ უფრო ადრე ცხოვრობდა დიდი ბრიტანეთის კუნძულზე?

a)

გოთები

b)

საქსები

c)

ანგლები

d)

ბრიტები

16.

რომელ იმპერიას დაუდო საფუძველი გერმანულმა სახელმწიფომ?

a)

გერმანელი ერის აღდგენილ რომის იმპერიას

b)

გერმანელი ერის აღმოსავლეთ რომის იმპერიას

c)

გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიას

d)

გერმანელი ერის პაპის რომის იმპერიას

17.

ევროპაში ფეოდალიზმის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო?

a)

მსხვილი მიწათმფლობელების ჩამოყალიბებამ

b)

თავისუფალი გოთი მეთეების გაღატაკებამ

c)

პირველი და მეორე სწორია

d)

ყველა პასუხი სწორია

18.

ინვესტიტურა არის?

a)

მიწის ან თანამდებობის გადაცემის სპეციალური ცერემონია

b)

სენიორის მიერ ვასალისთვის რაღაცის ბოძება

c)

სენიორსა და ვასალს შორის ურთიერთდამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტი

d)

ყველა სწორია

19.

რა იყო ბენეფიციუმი?

a)

მეფის მორჩილებაში ყოფნა

b)

წყალობის დოკუმენტი

c)

სამხედრო ვალდებულების სანაცვლოდ საკუთრებაში არსებული მიწა

d)

სახნავ-სათესი სავარგულები

20.

რა ეწოდება ფეოდალურ, მფარველობით ინსტიტუტს?

a)

ბენეფიციუმი

b)

ინვესტიტურა

c)

ვასალიტეტი

d)

ვასალომანია

21.

რას გულისხმობს სამი წოდების თეორია?

a)

ადამიანების ბედი დაბადებიდან განსაზღვრულია

b)

ადამიანები ამ სამი წოდებიდან:მომლოცველები, მეომრები, მშრომელები ერთ-ერთში ხვდებიან

c)

გლეხი ხარ გლეხად დარჩები

d)

ყველა პასუხი სწორია

22.

ვასალიტეტის საფრანგეთში მოქმედი პრინციპი იყო?

a)

ჩემი ვასალი შეიძლება სხვისი ვასალიც იყოს

b)

ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის

c)

ჩემი ვასალის ვასალი მეფის ვასალია

d)

ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალია

23.

ფეოდალიზმის როგორი იერარქია მოქმედებდა საქართველოში?

a)

მეფე, დიდებული, აზნაური, გლეხი

b)

პატრიარქი, მეფე, თავადი, აზნაური, გლეხი

c)

მეფე, სენიორი, ვასალი, გლეხი

d)

მეფე, სენიორი, აზნაური, გლეხი