wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

თურქ-სელჩუკები

Total questions: 15

Worksheet time: 7mins

Name
Class
Date
1.

ჩამოთვლილთაგან რომელი რეგიონი წარმოადგენდა თურქი ტომების მშობლიურ საცხოვრებელ ადგილს?

a)

წინა აზია

b)

ცენტრალური აზია

c)

უკიდურესი აღმოსავლეთი

d)

აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილი

2.

ჩამოთვლილთაგან რა ფაქტორმა შეუწყო ხელი თურქების შუა აზიიდან დასავლეთით მიგრაციას?

a)

ხალიფას მოწოდებამ

b)

არაბული სახელმწიფოების აღზევებამ

c)

არაბთა სახალიფოს დაშლა

d)

ყველა პასუხი სწორია

3.

რისთვის იყენებდნენ არაბი ხალიფები თურქ ტომებს?

a)

სავაჭრო გზების მცველებად

b)

გვარდიაში რიცხავდნენ მეომრებად

c)

მლოცველებად

d)

დაცარიელებული ადგილების დასასახლებლად

4.

როგორ იყოფოდნენ თურქი ტომები?

a)

თურქი დურძუკები და თურქი ყივჩაღები

b)

თურქი ღაზნევიდები და თურქი ყივჩაღები

c)

თურქი ოღუზები და თურქი ყივჩაღები

d)

თურქი ოღუზები და თურქი დაღესტნელები

5.

რა გახდა თურქი ტომების მიგრაციის მიზეზი?

a)

მონღოლების თავდასხმა

b)

კონსტანტინეპოლის აღება

c)

სავაჭრო გზების დაპყრობა

d)

საძოვრების ნაკლებობა

6.

ვინ გააერთიანა თურქი ტომები?

a)

მუჰამედმა

b)

ჰუსეინმა

c)

სელჩუკმა

d)

აბუ-ბაქრმა

7.

ჩამოთვლილთაგან რომელი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს?

a)

თურქები მომთაბარე ცხოვრებას ეწოდნენ შუა აზიაში

b)

თურქებმა სუნიტური ისლამი მიიღეს და მის თავგადაკლულ დამცველებად იქცნენ

c)

თურქებმა დაამარცხეს ღაზნევიანების სახელმწიფო

d)

თურქები ტრადიცული მეურნეობის დარგებით იყვნენ დაკავებული

8.

ეს მმართველი ღაზნევიანების სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, 1055 წელს უბრძოლველად შევიდა სახალიფოს ცენტრში ქალაქ ბაღდადში და ხალიფასგან სულთნის ტიტული მიიღო, ითვლება "დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს" დამაარსებლად. საუბარია:

a)

მალიქ შაჰზე

b)

ალფ არსლანზე

c)

ჩინგიზ ყაენზე

d)

თოღრულ ბეგზე

9.

მის დამსახურებას წარმოადგენს ბიზანტიის თავდაცვითი ხაზის გარღვევა და ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ დიოგენეს ტყვედ ჩაგდება 1071 წელს მანაზკერტის ბრძოლაში. საუბარია:

a)

ნიზამ ალ მულქზე

b)

მალიქ შაჰზე

c)

თოღრულ ბეგზე

d)

ალფ-არსლანზე

10.

რომელი სახელმწიფო დააარსეს თურქებმა XII საუკუნეში ანატოლიის ნახევარკუნძულზე(თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე)?

a)

ხორასნის სახელმწიფო

b)

ტრაპიზონის იმპერია

c)

რუმის სელჩუკიანთა სახელმწიფო

d)

ხვარაზმის სელჩუკიანთა სახელმწიფო

11.

ამ მმართველის დროს სელჩუკთა სახელმწიფო ყველაზე მეტად გაფართოვდა ტერიტორიულად, მისი გარდაცვალების შემდეგ კი შინაომებმა მოიცვა. საუბარია:

a)

მალიქ შაჰზე

b)

ნიზამ ალ -მულქზე

c)

ყილიჩ არსლანზე

d)

ბუღა თურქზე

12.

მას განსაკუთრებული როლი აქვს სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მისმა რეფორმება განაპირობა სელჩუკთა სახელმწიფოს სიმტკიცე, შექმნა რეგულარული თურქული არმია, შემოიღო ჯაშუშთა სამსახური, გახსნა სასწავლებლები. საუნარია:

a)

ჰარუნ არ რაშიდზე

b)

ჩინგიზ ყაენზე

c)

ნიზამ ალ მულქზე

d)

ჰაბიბ ინ მასლამაზე

13.

რამ განაპირობა სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლა?

a)

ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა

b)

სელჩუკთა ტრადიციამ, რომ მმართველის ვაჟებს შეეძლოთ მემკვიდრეობის განაწილება

c)

შინაომებმა

d)

ყველა პასუხი სწორია

14.

რომელმა მმართველმა ილაშქრა საქართველოში 1064,1068 წლებში და ვინ იყო ამ პერიოდში საქართველოს მეფე?

a)

მალიქ შაჰმა, ბაგრატ მეოთხე

b)

ალფ არსლანმა, ბაგრატ მეოთხე

c)

ალფ არსლანმა, ბაგრატ მესამე

d)

თოღრულ ბეგმა, გიორგი მეორე

15.

რომელმა მეფემ დაამარცხა თურქები 1074 წელს ფარცხისთან გამართულ ბრძოლაში?

a)

ბაგრატ მეოთხემ

b)

გიორგი პირველმა

c)

გიორგი მეორემ

d)

დავით მეოთხემ