NEW
Font size
Worksheetsქართული ენა
Total questions: 21
Worksheet time: 11mins
რას ჰქვია არსებითი სახელი?
საგნის აღმნიშვნელ სიტყვას.
საგნის თვისების აღმნიშვნელ სიტყვას.
საგნის მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას.
რომელი კითხვები დაესმის არსებით სახელს?
ვინ?
რა?
ვინ? რა?
რომელ სახელს დაესმის კითხვა ვინ?
სულიერ საგანთა სახელებს.
უსულო საგანთა სახელებს.
ადამიანთა სახელებს.
როდის არის არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში?
როცა სამ საგანს აღნიშნავს.
როცა ერთ საგანს აღნიშნავს.
როცა ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს.
რომელია არსებითი სახელი წინადადებაში - "რა ლამაზი დღე გვაქვს."
გვაქვს
ლამაზი
დღე
რომელ სიტყვას დაესმის კითხვა რა? წინადადებაში - "გიგლამ ცხვარი გარეკა."
გიგლამ
ცხვარი
გარეკა
რომელ რიცხვშია არსებითი სახელები წინადადებაში - სხვა ხილიც არ დაივიწყო: კომში, ვაშლი, მსხლები, ჩამიჩი და ლეღვის ჩირი, თხილი და კაკლები."
მხოლობითში
მრავლობითში
მხოლობითშიც და მრავლობითშიც
რომელ სიტყვას დაესმის კითხვა ვინ? წინადადებაში - "მიხომ სახედარი იპოვა."
მიხომ
სახედარი
იპოვა
რას აღნიშნავს ზედსართავი სახელი?
როგორია საგანი?
რომელია საგანი?
რას შვრება საგანი?
რას აღნიშნავს რაოდენობითი რიცხვითი სახელი?
საგნის რიგს
საგნის რაოდენობას
საგნის რიცხვს
რა კითხვა დაესმის რაოდენობით რიცხვით სახელს?
მერამდენე?
რამდენი?
რომელი?
რას აღნიშნავს რიგობითი რიცხვითი სახელი?
საგნის რაოდენობას
საგნის რიცხვს
საგნის რიგს
არსებით სახელთა რომელ ჯგუფშია სულიერი საგნის აღმნიშვნელი სახელები?
ქვა, მზე, წვიმა, ბერი.
კაცი, ქალი, თავი, ხარი.
ბავშვი, ხელი, შაშვი, ქვევრი.
ბერი, კაცი, ქალი, ბავშვი, შაშვი.
არსებით სახელთა რომელ ჯგუფშია უსულო საგნის აღმნიშვნელი სახელები?
მერცხალი, ქათამი, ჩიტი.
დედა, ქვა, კლდე.
მთა, ხევი, თმა, ხელი.
მზე, მიწა, დღე, ნინა.
რომელია სწორი?
გოგონამ ძველი ნივთები გადააგდო.
გოგონამ ძველი ნივთები გადაყარა.
ორივე პასუხი სწორია.
არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
პირველი პირის ნაცვალსახელებია:
მე, ჩვენ
შენ, თქვენ
ის, ისინი
მეორე პირის ნაცვალსახელებია:
მე, ჩვენ
შენ, თქვენ
ის, ისინი
მესამე პირის ნაცვალსახელებია:
მე, ჩვენ
შენ, თქვენ
ის, ისინი
რომელ დროში ხდება მოქმედება წინადადებაში - სამასი წლის წინათ აქ მოხუცი ხერხეულიძე ცხოვრობდა.
წარსულ დროში
აწმყო დროში
მომავალ დროში
რომელ დროშია ზმნა წინადადებაში - ბიჭი ცხვარს აძოვებს.
წარსულ დროში
მომავალ დროში
აწმყო დროში
რომელ დროშია ზმნა წინადადებაში - ნინიკოს ყვავილი მალე გამოცოცხლდება.
აწმყო დროში
წარსულ დროში
მომავალ დროში
