wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ამოცანები IV კლასი (ევერესტი)

Total questions: 10

Worksheet time: 30mins

Name
Class
Date
1.

ცნობილია, რომ მართკუთხედის პერიმეტრი ნაკლებია 30 სმ-ზე და ასევე ცნობილია, რომ სიგრძე და სიგანე კენტი რიცხვებია. ქვემოთ მოცემულთაგან რომელი შეიძლება იყოს მართკუთხედის სიგრძე და სიგანე?

a)

14 სმ და 1 სმ

b)

12 სმ და 2 სმ

c)

11 სმ და 19 სმ

d)

11 სმ და 3 სმ

2.

ბებიას ზუსტად იმდენი ლარი აქვს, რომ შეუძლია შეიძინოს 16 მეტრი ძაფი, რომლის ერთი მეტრი 3 ლარი ღირს. მაქსიმუმ (ყველაზე ბევრი) რამდენი მეტრი ძაფის ყიდვას შეძლებს ბებია, თუ ძაფის ფასი 1 ლარით მოიმატებს?

a)

4 მეტრი

b)

9 მეტრი

c)

12 მეტრი

d)

24 მეტრი

3.

ვასოს უფლება აქვს ნებისმიერი ორი ერთნიშნა რიცხვი ერთმანეთზე გაამრავლოს და მიღებულს გამოაკლოს რიცხვი 1. ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომლის მიღებას ვერ შეძლებს ვასო?

a)

20

b)

19

c)

18

d)

17

4.

გია კინოს ბილეთის რიგში დგას. რიგში გიას წინ მხოლოდ მამაკაცები და ქალბატონები დგანან. თუ გიას წინ მდგომი ყველა მამაკაცი რიგს დატოვებს, მაშინ გია რიგში მეოთხე აღმოჩნდება. ხოლო, თუ გიას წინ მდგომი ყველა ქალბატონი დატოვებს რიგს, მაშინ იგი რიგში მეექვსე აღმოჩნდება. მერამდენე დგას გია რიგში?

a)

მეთერთმეტე

b)

მეათე

c)

მეცხრე

d)

ამის გაგება შეუძლებელია

5.

ქვემოთ მოცემული რამდენი წინადადებაა ჭეშმარიტი?

 ნებისმიერი ორნიშნა რიცხვის მომდევნო რიცხვი ორნიშნა რიცხვია;

 ნებისმიერი ორნიშნა რიცხვის წინა რიცხვი ორნიშნა რიცხვია;

 ნებისმიერი ლუწი რიცხვის მომდევნო რიცხვი კენტი რიცხვია;

 ნებისმიერი კენტი რიცხვის მომდევნო რიცხვი კენტი რიცხვია.

a)

ერთი

b)

ორი

c)

სამი

d)

არც ერთი

6.

დაფაზე დაწერეს სამი ერთმანეთის მომდევნო რიცხვი. ამ სამ რიცხვს შორის უდიდესისა და უმცირესის ჯამია 58. რას უდრის ამ სამ რიცხვს შორის უმცირესი რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვების ჯამი?

a)

60-ს

b)

58-ს

c)

56-ს

d)

54-ს

7.

აწონეს 2 ერთნაირი მასის ნესვი და 1 საზამთრო. ორივე ნესვი ერთად 12 კილოგრამი აღმოჩნდა. ასევე ცნობილია, რომ ნახევარი საზამთრო 2-ჯერ მძიმეა, ვიდრე ერთი ნესვი. რას იწონის ერთი საზამთრო?

a)

12 კგ-ს

b)

16 კგ-ს

c)

18 კგ-ს

d)

24 კგ-ს

8.

მარანში ორი ერთნაირი ტევადობის ქვევრი იყო. ერთი ნახევრადსავსე, მეორე კი ცარიელი. ბაბუამ მარანში 40 ლიტრი ღვინო მიიტანა. მან მარანში მიტანილი ღვინით ნახევრადსავსე ქვევრი ბოლომდე შეავსო, რის შედეგადაც მას კიდევ 8 ლიტრი ღვინო დარჩა.რამდენი ლიტრი ღვინო დასჭირდა ბაბუას ნახევრადსავსე ქვევრის ბოლომდე შესავსებად?

a)

32 ლიტრი

b)

40 ლიტრი

c)

56 ლიტრი

d)

64 ლიტრი

9.

მაღაზიაში ერთნაირი მასის 6 ტომარა ფქვილი მიიტანეს. თითოეული ტომრიდან მასში არსებული ფქვილის ნახევარი გაყიდეს, რის შედეგადაც ყველა ტომარაში ერთად 150 კილოგრამი ფქვილი დარჩა.რამდენი კილოგრამი ფქვილი იყო თითოეულ ტომარაში თავდაპირველად?

a)

25 კგ

b)

50 კგ

c)

100 კგ

d)

300 კგ

10.

მაშოს ორჯერ მეტი თანხა ჰქონდა, ვიდრე თემოს. თემომ თავისი თანხის ნახევარი, 98 ლარი დახარჯა. რამდენი ლარი უნდა დახარჯოს მაშომ, რომ მას იმდენივე ლარი დარჩეს, რამდენიც დარჩა თემოს?

a)

98 ლარი

b)

196 ლარი

c)

284 ლარი

d)

294