Font size
WorksheetsIV კლასი (IV ნაწილი)
Total questions: 15
Worksheet time: 1hrs 15mins
რამდენი სამნიშნა რიცხვი შეიძლება შევადგინოთ ციფრებით: 1, 2, 0
1
2
3
4
გამოიყენე ციფრები: 6 9 5 და ჩაწერე რიცხვი, რომელიც მეტია 560-ზე და ნაკლებია 595-ზე
(a)
გიორგი მიდის ზესტაფონში მანქანით. მან სახლიდან ავტობანამდე 572 მეტრი გაიარა, შემდეგ 3 საათი იმგზავრა ავტობანზე და ყოველ საათში გადიოდა 82 კმ-ს.
რა მანძილი გაიარა გიორგიმ სახლიდან ზესტაფონამდე?
(a)
ვაჟა, ილია და აკაკი ერთ სახლში ცხოვრობენ. თითოეული მათგანი ხელოვნებითაა გატაცებული - ხატვით, ფერწერითა და ძერწვით. ცნობილია, რომ: ილია იმავე სართულზე არ ცხოვრობს, რომელზეც ხატვის მოყვარული მისი მეგობარი. ფერწერის მოყვარული, აკაკიზე 6 თვით უფროსია. ვაჟა და ხატვის მოყვარული, აპრილსა და ივნისში არიან დაბადებულები. გამოიკვლიეთ, ამ სამი მეგობრიდან, ხელოვნების რომელ სახეობას მისდევს თითოეული?
ვერ დავადგენთ
ვაჟა - ხატვა, ილია - ძერწვა, აკაკი - ფერწერა
ვაჟა - ხატვა, აკაკი - ფერწერა, ილია - ძერწვა
აკაკი - ხატვა, ვაჟა - ფერწერა ან ძერწვა, ილია - ფერწერა ან ძერწვა
მარიამმა მაღაზიაში დახარჯა 7 ლარი. ეს თანხა 4-ჯერ ნაკლებია, დარჩენილი თანხის ოდენობაზე. რა თანხა ჰქონდა მარიამს თავდაპირველად?
(a)
ერთ პაკეტში, 3 ვაშლი და 10 ქლიავია. მეორეში 3 ვაშლი და 15 ქლიავი. პირვლი პაკეტის მასა 500 გრამია, მეორისა კი - 600. რისი ტოლია 7 ქლიავისა და 3 ვაშლის მასა ცალ-ცალკე.
(a)
ყუთიდან, რომელშიც ეწყო ხის ოთხი ცალი ციფრი: ორიანი, სამიანი, ოთხიანი და ხუთიანი, ნინომ, ვატომ, ლევანმა და ნატომ ამოიღეს თითო-თითო ციფრი. ნინომ ამოიღო კენტი ციფრი, ვატოს არ ამოუღია ყველაზე დიდი ციფრი. ლევანის და ნატოს ამოღებული ციფრების ჯამი ლუწია. რა ციფრი ამოიღო ვატომ?
ორიანი
სამიანი
ოთხიანი
ხუთიანი
მამამ თქვა: _ ჩემი 2 თვის ხელფასს, ნახევარი თვის ხელფასი, რომ დავუმატო, ზუსტად იმდენი თანხა მექნება, რომ 800 ლარიანი ტელევიზორის ყიდვას შევძლებ. რამდენი ლარი ჰქონია მამას ხელფასი?
(a)
ლადოს დავალებული აქვს წაიკითხოს 12 ფურცელი. იგი ნახევარი გვერდის წაკითხვას 1 წუთს ანდომებს. რამდენ წუთში შეასრულებს ლადო დავალებას, თუ იგი კითხვას არ შეწყვეტს?
(a)
კატოსა და მარის წლოვანებათა ჯამი 10-ით მეტია ვანოს წლოვანებაზე. ლევანი 1 წლით პატარაა ვანოზე, მაგრამ 5 წლით დიდია მარიზე. რამდენი წლისაა კატო, თუ ლევანი 23 წლისაა?
(a)
პირველ აკვარიუმში 8-ით მეტი თევზი იყო, ვიდრე მეორეში. მეორე აკვარიუმში კიდევ ჩასვეს 4 თევზი, ხოლო პირველი აკვარიუმიდან მეორეში გადასვეს 2 თევზი.
რამდენით მეტი თევზია პირველ აკვარიუმში, ვიდრე მეორეში?
(a)
რვალარიანი თოჯინის საყიდლად ნინიკოს აკლდება სამ ლარზე ერთი ლარით მეტი. რამდენი ლარი ჰქონია ნინიკოს?
(a)
ნატომ 12 კაკალი იპოვა, ნიკამ _ 7. მაიამ იმაზე ნაკლები კაკალი იპოვა, ვიდრე ნატომ და ნიკამ ერთად. ქვემოთ მოცემული რომელი წინადადებაა ჭეშმარიტი (სწორი)?
შესაძლებელია მაიას ეპოვა 21 კაკალი
შესაძლებელია მაიას ეპოვა 20 კაკალი
შესაძლებელია მაიას ეპოვა 18 კაკალი
შესაძლებელია მაიას ეპოვა 19 კაკალი
126 · 128 = ?
(a)
72 180 : 90=?
(a)
