wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

კოლონიზაცია,რეფორმაცია

Total questions: 28

Worksheet time: 14mins

Name
Class
Date
1.

რა პროცესის შედეგია კოლონიზაცია?

a)

კონტრეფორმაციის

b)

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების

c)

რეფორმაციის

d)

ყველა პასუხი სწორია

2.

კოლონიზაცია არის პროცესი:

a)

რომელსაც ევროპის სახელმწიფოები აწარმოებდნენ ახლადაღმოჩენილ ტერიტორიებზე

b)

ევროპის სახელმწიფოების მიერ დაპყრობილი ქვეყნის ექსპლუატაციას

c)

ახალი ტერიტორიების ათვისებას, რესურსების გამოტანას

d)

ყველა პასუხი სწორია

3.

რას გულისხმობს საახელშენო კოლონიალიზმი:

a)

ახალ ტერიტორიებზე დასახლებას დამპყრობელი ქვეყნის მოსახლეობის

b)

რესურსების ათვისებას

c)

პლანტაციების გაშენებას

d)

ყველა პასუხი სწორია

4.

რას გულისხმობს პლანტატორული კოლონიალიზმი?

a)

დასახლების განვითარებას

b)

რომელიმე კონკრეტული კულტურის გაშენებას დაპყრობილ ტერიტორიებზე და მონური შრომის გამოყენებას

c)

რესურსების გამოტანას

d)

ყველა პასუხი სწორია

5.

რამ გამოიწვია რეფორმაცია ევროპაში?

a)

ინდულგენციებით ვაჭრობამ და პროტესტმა

b)

მარტინ ლუთერის წინააღმდეგობის მოძრაობამ

c)

პაპების ძალაუფლებისა და ეკლესიაში მანკიერებების ზრდამ

d)

ყველა პასუხი სწორია

6.

რა იყო ინდულგენციის გაყიდვის რეალური მიზანი?

a)

ცოდვების მიტევება

b)

კათოლიკური ეკლესიისთვის დამატებითი შემოსავლის მიღება

c)

ღმერთის გულის მოგება

d)

წმინდა მიწის გამოხსნა

7.

რა შექმნა მარტინ ლუთერმა რაშიც გამოხატა თავისი რელიგიური პოზიციები?

a)

95 დებულება

b)

1001 იდეა

c)

95 თეზისი

d)

თავისუფლების დიდი ქარტია

8.

რომელი მიმდინარეობა ჩამოყალიბდა შვეიცარიაში?

a)

პროტესტანტობა

b)

კალვინიზმი

c)

ბაპტიზმი

d)

კათოლიციზმი

9.

რომელი მიმდინარეობა ჩამოყალიბდა ინგლისში?

a)

კალვინიზმი

b)

ანგლიკანობა

c)

მართლმადიდებლობა

d)

კათოლიციზმი

10.

რას გულისხმობს კონტრეფორმაცია?

a)

რეფორმებს კათოლიკურ ეკლესიაში

b)

კათოლიკური ეკლესიის გაჯანსაღების პროცესს

c)

კათოლიკური ეკლესიის მცდელობას აღედგინა ავტორიტეტი

d)

ყველა პასუხი სწორია

11.

ვინ იყო კონტრეფორმაციის ერთ-ერთი მთავრი შემოქმედი და "იესოს საზოგადოების" დამაარსებელი?

a)

ფილიპე ლოიოლა

b)

იგნასიო ლოიოლა

c)

ჰენრი მერვე

d)

ჟან კალვინი

12.

რითი გაითქვეს სახელი იესუიტების ორდენმა?

a)

ქრისტიანობის ქადაგებით

b)

სისასტიკით

c)

სწავლების მაღალი დონით და სამხედრო დისციპლინის დანერგვით

d)

წმინდა მიწების დაბრუნებით

13.

როგორ ახასითებენ მარტინ ლუთერს:

a)

მოუსვენარი ბერი

b)

ბერი რომელიც რომს აუჯანყდა

c)

ბერი რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა

d)

მწყემსი კეთილი

14.

რა მიზანი ამოძრავებდა პროტესტანტ გერმანელ მთავრებს კარლ მეხუთეს წინააღმდეგ გამოსვლისას?

a)

მხოლოდ რელიგიური

b)

სურდათ მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება და ახალი მიმდინარეობის თავისუფალი აღმსარებლობის უფლება

c)

ასრულებდნენ რომის დაკვეთას

d)

ასრულებდნენ საფრანგეთის მეფის დაკვეთას

15.

რამ გამოიწვია კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირება?

a)

იმპერატორმა კარლ V-მ არ მიიღო "აუგსბურგის აღსარება", სადაც გაწერილი იყო ლუთერანების რელიგიური მრწამსი

b)

იმპერატორი კარლ მეხუთე ცდილობდა პროტესტანტი მტავრების დამორჩილებას და კათოლიციზმის დაბრუნებას

c)

იმპერატორი მკაცრ რეპრესიებს ახორციელებდა ლუთერანების წინააღმდეგ

d)

ყველა პასუხი სწორია

16.

რამ შეაჩერა დროებით პროტესტანტებისა და კათოლიკეების დაპირისპირება საღვთო რომის იმპერიაში?

a)

პაპის ანდერძმა

b)

აღდგომის დღესასწაულმა

c)

ოსმალების ვენაზე თავდასხმამ 1529 წელს

d)

მარტინ ლუთერის გარდაცვალებამ

17.

რა ერქვა პროტესტანტი გერმანელი თავადების გაერთიანებას იმპერატორის კარლ მე-5 წინააღმდეგ?

a)

მიუნსტერნის კომუნა

b)

იესოს საზოგადოება

c)

შმალკალდენის კავშირი

d)

ლუთერის კავშირი

18.

მიუნსტერნის კომუნასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება შემდეგი ფაქტი:

a)

ქალაქ მიუნსტერნში ძალაუფლება ჩაიგდეს ანაბაპტისტების მიმდინარეობამ

b)

მიუნსტერნის კომუნა გულისხმობს ქალაქ მიუნსტერნში თეოკრატიული რეჟიმის დამყარებას

c)

ანაბაპტისტები გულმოწაყლებით გამოირჩეოდნენ კათოლიკების მიმართ

d)

ანაბაპტისტებმა მინსტერნი ახალ იერუსალიმად გამოაცხადეს

19.

რა შედეგით დასრულდა რელიგური დაპირისპირება გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში 1555 წელს ?

a)

პროტესტანტების განადგურებით

b)

აუგსბურგის ზავით, ყველა მთავარი თავად აირჩევდა კათოლიკე ჰოფილიყო თუ პროტესტანტი

c)

კათოლიკების დევნით

d)

ნანტის ედიქტის გამოცემით რჯულშემწყნარებლობის შესახებ

20.

რა ეწოდებოდა საფრანგეთში პროტესტანტებს?

a)

ლუთერანები

b)

ბაპტისტები

c)

ჰუგენოტები

d)

ანგლიკანები

21.

რამ განაპირობა სამეფო ხელისუფლებისადმი პროტესტი საფრანგეთში მე-16 საუკუნის 50 -იან წლებში?

a)

გადასახადების ზრდამ

b)

პროტესტანტების ინკვიზიაციამ და სიკვდილით დასჯამ

c)

მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ

d)

ყველა პასუხი სწორია

22.

საფრანგეთში რომელი სამეფო დინასტია წყვეტდა არსებობას მემკვიდრის არარსებობის გამო?

a)

ბურბონების

b)

ვალუების

c)

გიზების

d)

ჰაბსბურგების

23.

საფრანგეთის ტახტზე ვის ჰქონდა რეალური ძალაუფლება შარლ მეეცხრე ვალუას მმართველობის დროს?

a)

დას მარგო ვალუას

b)

დედოფალს ჟოზეფინას

c)

დედამისს ეკატერინე მედიჩს

d)

ძმას ფრანსუა მეორეს

24.

კაპეტინგების დინასტიის რომელი ორი შტო უპირისპირდებოდა ერთმანეთ რელიგიური და პოლიტიკური მოტივებით?

a)

კათოლიკე ლანკასტერები და ჰუგენოტი ლანისტერები

b)

კათოლიკე გიზები და ჰუგენოტი ბურბონები

c)

ვალუები და ჰაბსბურგები

d)

კაროლინგები და მეროვინგები

25.

რატომ ჩავიდნენ პარიზში დიდგვაროვანი ჰუგენოტები 1572 წლის აგვისტოში?

a)

რომის პაპის დაკვეთას ასრულებდნენ

b)

საფრანგეთის მეფის ეშინოდათ

c)

ისინი კათოლიკედ მონათვლას აპირებდნენ

d)

ჰუგენოტების წინამძღოლ ანრი ნავარელი ცოლად ირთავდა მეფის დას მარგარიტა ვალუას, რაც დაზავებას ნიშნავდა

26.

რა სახელით არის ცნობილი 1572 წლის 24 აგვისტოს ჰუგენოტების ჟლეტვა პარიზში, რომელიც ანრი გიზისა და ეკატერინე მედიჩის დავალებით განხორციელდა/

a)

სასტიკი შურისძიება

b)

ჰუგენოტების ღამე

c)

ბართლომეს ღამე

d)

სისხლიანი ღამე

27.

რა შედეგით არ დასრულებულა რელიგიური ომები საფრანგეთში?

a)

ანრი ბურბონი ავიდა საფრანგეთის ტახტზე ანრი IV-ის სახელწოდებით

b)

ანრი IV-მ გამოსცა ნანტის ედიქტი რომლის ძალითაც ჰუგენოტებს თავისუფალი აღმსარებლობის უფლება მიეცათ

c)

კათოლიკებისა და ჰუგენოტების შერიგებით

d)

საფრანგეთი გამოცხადდა რომის პაპის საკუთრებად

28.

ნანტის ედიქტი

a)

გამოიცა ქალაქ ნანტში

b)

გამოიცა 1598 წელს

c)

იყო რჯულშემწყნარებლობის დოკუმენტი

d)

ყველა პასუხი სწორია