wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ინგლისის რევოლუცია

Total questions: 26

Worksheet time: 13mins

Name
Class
Date
1.

ჩამოთვლილთაგან რომელი დინასტია არ მართავდა ინგლისს?

a)

პლანტაგენეტების

b)

სტიუარტების

c)

ტიუდორების

d)

ჰაბსბურგების

2.

რომელ სახელმწიფოსთან იყო ჩართული ინგლისი ომში 1337 - 1453 წლებში, რაც ასწლიანი ომის სახელითაა ცნობილი?

a)

გერმანიასთან

b)

საფრანგეთთან

c)

ესპანეთთან

d)

აშშ-თან

3.

რომელი ორი დინასტია უპირისპირდებოდდა ერთმანეთს ინგლისის ტახტისთვის ვარდების ომის დროს?

a)

ჰაბსბურგები და ტიუდორები

b)

ლანისტერები და სტარკები

c)

ლანკასტერები და იორკები

d)

პლანტაგენეტები და სტიუარტები

4.

ვინ იყო ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი?

a)

ედუარდ მესამე

b)

ჰენრი მეშვიდე

c)

ელიზაბეტ პირველი

d)

ჯეიმზ პირველი

5.

რით განსხვავდებოდა ინგლისის თავადაზნაურობა კონტინენტური არისტოკრატიისგან?

a)

ინგლისში არისტოკრატია გადაიქცა ჯენტრიდ ბურჟუაზიად

b)

ინგლისში უფრო ძვირფასი სისხლი ჰქონდათ

c)

ინგლისში სრულიად ემორჩილებოდა მეფეს

d)

ინგლისის არისტოკრატია გამოცხადდა კათოლიკური ეკლესიის დამცველებად

6.

ტიუდორების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის გარდაცვალების შემდეგ რომელმა დინასტიამ დაიკავა ინგლისის ტახტი?

a)

ლანკასტერების

b)

სტიუარტების

c)

პლანტაგენეტების

d)

იორკების

7.

სტიუარტების დინასტიასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება:

a)

სტიუარტების დინასტია ინგლისის ტახტზე ასვლამდე მართავდა შოტლანდიას

b)

სტიუარტები ტიუდორებს ენათესავებოდნენ

c)

სტიუარტების პირველი წარმომადგენელი ინგლისის ტახტზე იყო ჩარლზ I სტიუარტი

d)

სტიუარტები ცდილობდნენ ყოფილიყვნენ აბსოლუტური მონარქები,რაც იწვევდა ინგლისის პარლამენტის გაღიზიანებას

8.

რა ფუნქცია ჰქონდა პარლამენტს ინგლისში მე-13 საუკუნიდან?

a)

წყვეტდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს

b)

წყვეტდა ინგლისის პოლიტიკურ ორიენტაციას

c)

მეფეს აძლევდა თანხმობას გადასახადების დაწესებაზე, პარლამენტის გარეშე გადასახადების დაწესებას მეფე ვერ შეძლებდა

d)

ყველა პასუხი სწორია

9.

რატომ დაითხოვა მეფემ პარლამენტი 1629 წელს?

a)

პარლამენტი მეფეს არ აძლევდა თანხმობას გადასახადების დაწესებაზე

b)

პარლამენტი მოითხოვდა მეფის უფლებების შეზღუდვას

c)

პარლამენტი მეფეს მხარს არ უჭერდა

d)

ყველა პასუხი სწორია

10.

რომელი რელიგიური ჯგუფი იყო განსაკუთრებით უკმაყოფილო მეფის ჩარლზ პირველი სტიუარტის ეკლესიის საქმეებში ჩარევით და მათი უფლებების შეზღუდვით?

a)

კათოლიკები

b)

ანგლიკანები

c)

პურიტანები

d)

მუსლიმები

11.

რატომ აჯანყდა შოტლანდია ჩარლზ პირველი სტიუარტის წინააღმდეგ?

a)

გადასახადების გაზრდამ

b)

შოტლანდიის ინგლისის სამეფოსთან შეერთებამ

c)

ანგლიკანური მრწამსის თავსმოხვევამ, რადგან შოტლანდიაში პრესბიტერიანობა იყო გავრცელებული

d)

ყველა პასუხი სწორია

12.

რატომ გახდა იძულებული ჩარლზ პირველი პარლამენტი ისევ მოეწვია?

a)

მეფეს შოტლანდიის წინააღმდეგ არმიის დასაქირავებლად თანხები სჭირდება, თანხისთვის გადასახადების დაწესება, გადასახადებისთვის კი პარლამენტის თანხმობა

b)

გული მოულბა პარლამენტის წევრებზე

c)

რომის პაპისგან მიიღო პარლამენტის მოწვევის ბრძანება

d)

ყველა პასუხი სწორია

13.

რა სახელით არის ცნობილი 1640 წლის გაზაფხულზე მოწვეული პარლამენტი, რომელიც მეფემ ჩარლზ პირველმა სამ კვირაში დაშალა?

a)

უსუსური პარლამენტის

b)

ხანგრძლივი პარლამენტის

c)

ხანმოკლე პარლამენტის

d)

სამკვირიანი პარლამენტის

14.

1640 წლის ნოემბერში მეფე მეორედ მოიწვია პარლამენტი რომელიც ხანგრძლივი პარლამენტის სახელით არის ცნობილი,რადგან მისი მუშაობა გაგრძელდება

a)

დღემდე

b)

1653 წლამდე

c)

1914 წლამდე

d)

1660 წლამდე

15.

რა მოთხოვნების შესრულება მოუწია მეფეს ხანგრძლივი პარლამენტის ინიციატივით?

a)

პარლამენტის დათხოვნის უფლება მეფეს აღარ ექნებოდა

b)

გაუქმდა ცენზურა,გათავისუფლდა პოლიტპატიმრები

c)

გაუქმდა უკანონო გადასახადები

d)

ყველა პასუხი სწორია

16.

რატომ გახდა იძულებული ჩარლზ პირველი დაეტოვებინა ლონდონი თავის მომხრეებთან ერთად?

a)

მეფე ძალებს იკრებდა შოტლანდიაზე გასალაშქრებლად

b)

მეფე დაიღალა პარლამენტთან დავით

c)

მან უხეშად დაარღია ხელმოწერილი პირობები და აპირებდა ოპოზიციონერი დეპუტატების დაპატიმრებას, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა და მეფეს ამის უფლება არ მისცეს

d)

მეფეს მომხრეები უფრო სამხრეთში ჰყავდა

17.

როდის დაიწყო სამოქალაქო ომი მეფესა და პარლამენტს შორის და როდემდე გაგრძელდა?

a)

1742-1745

b)

1642-1649

c)

1640-1660

d)

1642-1650

18.

ვინ ჩაუდგა პარლამენტის ძალებს სათავეში ვისი ძალისხმევითაც მოხერხდა მეფის მომხრეების დამარცხება?

a)

ბენჯამინ ფრანკლინი

b)

ოლივერ კრომველი

c)

ჰერცოგი ალბა

d)

მარტინ ლუთერი

19.

რა განაჩენი გამოუტანეს მეფეს ჩარლზ პირველს?

a)

გადაასახლეს

b)

კოცონზე დაწვეს

c)

დააპატიმრეს

d)

თავი მოკვეთეს

20.

როგორ გარდაიქმნა ინგლისი მეფის სიკვდილით დასჯის შემდეგ?

a)

დარჩა კონსტიტუციური მონარქია

b)

გამოცხადდა რესპუბლიკად

c)

მეფედ ეკურთხა ოლივერ კრომველი

d)

ყველა პასუხი არასწორია

21.

რა მიზეზით დაშალა ოლივერ კრომველმა პარლამენტი?

a)

მოითხოვდნენ მეფის ძალაუფლების დაბრუნებას

b)

აჯანყება მოუწყვეს კრომველს

c)

თვლიდა რომ უაზრო კამათში ატარებდნენ დროს და რეალურად საქმეს არ აკეთებდნენ

d)

ყველა პასუხი სწორია

22.

რა ქმედება არ განუხორციელებია ოლივერ კრომველს:

a)

1649 წელს დაამარცხა ირლანდიელი კათოლიკები და სასტიკად გაუსწორდა მათ

b)

1651 წელს დაამარცხა შოტლანდია და ინგლისს შეუერთდა ეს სახელმწიფო

c)

გაიმარჯვა ჰოლანდიასთან და ესპანეთთან საზღვაო ომებში

d)

აუკრძალა ებრაელებს ინგლისში ცხოვრება და საქმიანობა

23.

რა წოდებით მართავდა ოლივერ კრომველი ინგლისს?

a)

სულთნის

b)

მეფის

c)

ინგლისის, ირლანდიის და შოტლანდიის ლორდ-პროტექტორი

d)

შტატჰალტერის

24.

1658 წელს ოლივერ კრომველი გარდაიცვალა, ვინ მოიწვია ინგლისის პარლამენტმა მეფედ?

a)

ოლივერ კრომველის ვაჟი

b)

ჩარლზ II სტიუარტი ჩარლზ I-ის ვაჟი

c)

ვილემ ორანელი

d)

ჯონ უმიწაწყლო

25.

რა ეწოდება სტიუარტების დინასტიის ინგლისის ხელისუფლებაში დაბრუნებას?

a)

სტიუარტების გაცოცხლება

b)

სტიუარტების რესტავრაცია

c)

სტიუარტების დაბრუნება

d)

დიდი დაბრუნება

26.

ინგლისის რევოლუციის დასასრულად რატომ მიიჩნევა 1660 წლის ნაცვლად 1689 წელი?

a)

რადგან პარლამენტმა რეალურად დაიწყო მუშაობა

b)

ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონსტიტუციური მონარქია,პარლამენტმა მიიღო"უფლებათა ბილი" რითაც გაფართოვდა პარლამენტის უფლებები

c)

ეს თარიღი უფრო ადვილი დასამახსოვრებელია