Worksheetsსაქართველო მე-18 საუკუნეში, ურთიერთობა რუსეთთან
Total questions: 27
Worksheet time: 14mins
როგორი პოლიტკური ვითარება იყო მე-18 საუკუნეში საქართველოს სამეზობლოში?
დომინირებდა ოსმალეთი
დომინირებდა ირანი
ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ეჯახებოდა სამხრეთ კავკასიათან მიმართებაში
რა განსხვავება იყო ქართლისა და კახეთის ტახტის მმართველებს შორის XVII საუკუნის შუა ხანებიდან?
ქართლში მუსლიმი მმართველი იჯდა, კახეთში ქრისტიანი
ქართლში ირანის შაჰის წარმომადგენელი ვალი იჯდა, კახეთს კი სპარსელი ხანები მართავდნენ
ქართში ოსმალეთის მიერ დანიშნული მმართველი იჯდა, კახეთში ირანის
ვისთან ბრძოლაში დაიღუპა ქართლის მეფე - ვალი გიორგი XI?
ავღანელებთან
სპარსელებთან
ოსებთან
რა თანამდებობა ეკავა ვახტანგ მე-6-ს გამფებამდე?
ქართლის ვალი- ირანის შაჰის წარმომადგენელი
ქართლის ჯანიშინი - მეფის მოადგილე
ქართლის პიტიახში- გამგებელი
გიორგი XI-სა და ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ რატომ არ ამტკიცებდა ქართლის ტახტზე ირანის შაჰი ვახტანგ VI-ს?
ვახტანგმა უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე
ტახტის სხვა პრეტენდენტის გამო
ვახტანგს არ სურდა მეფობა
რა მიზანი ჰქონდა 1714 წელს მეფის აღმზრდელის სულხან-საბა ორბელიანის საფრანგეთში ვიზიტს?
სავაჭრო-საქარავნო გზებზე დაბალი ტარიფის შეთავაზება
ერთობლივი ბრძლები ჯვაროსნულ ომებში
ევროპისთვის დახმარების თხოვნა მუსლიმი მეზობლებისგან დასაცავად
რომელი ღონისძიება არ გაუტარებია ვახტანგ მე-6-ს?
ე.წ. მყრელობა - ომიანობის შედეგად გახიზნული მოსახლეობის დაბრუნება მშობლიურ ადგილებში
"მცველთა ჯარის" შექმნა
ლაშქრობა დვალეთსა და ოსეთში
იმერეთის შემოერთება
რა შედეგით დასრულდა სულხან საბას ელჩობა ევროპაში?
ლუი მე-14-ს გარდაცვალების გამო საფრანგეთმა ვერ გამოაგზავნა კათილიკე მუსიონერები საქართველოში
ფაქტობრივად უშედეგეოდ
ორივე პასუხი სწორია
წარუმატებელი ევროპული ლაშქრობის შემდეგ როგორ შეცვალა ვახტანგ მეექვსემ ქართლის პოლიტიკური ორიენტაცია?
ვახტანგ მე-6 რუსეთთან კავშირის დამყარების მომხრე იყო და დათანხმდა პეტრე პირველს ირანის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში
ვახტანგმა ოსმალეთს სტხოვა დახმარება ირანის წინააღმდეგ
ისევ შეინარჩუნა როსტომ მეფის პოლიტიკა დათმობებზე მიდიოდა ირანტან
რატომ გახადა იძულებული ვახტანგ მე-6 თავისი 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლებულიყო?
რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო განაწილების ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რუსეთი ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთის და ირანის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის დაპყრობას აღიარებდა
პეტრე პირველმა ირანზე ერთობლივი გალაშქრების გეგმა ჩაშალა, რის შემდეგაც ირანის შაჰმა კახეთის მეფეს თბილისი ააღებინა
ოსმალეთმა არ აპატია ვახტანგ მე-6 რუსეთთან კავშირი და ქართლი დაიკავეს
ყველა პასუხი სწორია, ამ მიზეზების გამო მეფეს აღარ დაედგომებოდა ქვეყანაში
ჩამოთვლილტაგან ვახტანგ VI-ს არ გაუტარებია შემდეგი რეფორმა:
შექმნა სწავლულ კაცთა კომისია და დაავალა “ქართლის ცხოვრების” რედაქტირება, გამართვა და XIV-XVII სს-ის საქართველოს ისტორიის შედგენა
1709 წელს თბილისში პირველი ქართული სტამბა დააარსა
შეადგინა კანონთა კრებულს, რომელსაც “დასტურლამალი” - გარიგება ეწოდება
საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლა ბორჩალოს ტომელები ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით
ვახტანგ მეექვსის რუსეთში გადახვეწის შემდეგ რა ვითარებაში აღმოჩნდა აღმოსავლეთი საქართველო?
1723- 1735 წლებში ოსმალების ბატონობის ხანა "ოსმალობა" დაიწყო
1735-1744 წლებში ირანის ენერგიული მმარველის ნადირ შაჰის გაძლიერების შემდეგ ოსმალები ყიზილბაშებმა ჩაანაცვლეს და დამყარდა "ყიზილბაშობის" ხანა
ოსმალობა და ყიზილბაშობა მძიმე ტვირთად აწვა ქართლ-კახეთის მოსახლეობას
ყველა პასუხი სწორია
ვის ცააბარა ნადირ შაჰმა ქართლ -კახეთის მმართველობა 1744 წლიდან?
ქართლში სინონ პირველი, კახეთში ლევან მეორე
ქრთლის მეფედ თეიმურაზ მეორე დანიშნა, კახეთის მეფედ ერეკლე მეორე
ქართლში თეიმურაზ პირველი, კახეთში ერეკლე პირველი
1748 წელი რით იყო გამორჩეული ქართლ-კახეთის ისტორიაში?
უკანასკნელად გადაუხადეს ხარკი ირანის შაჰს
ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფე
დაიდო ზავი და ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ირანის ვასალიტეტისგან
რით იყო მნიშვნელოვანი 1745 წელი ქართული სამეფოებისთვის?
რუსთთან დაიდო მნიშვნელოვანი შეთანხმება
საუკუნის შემდეგ ქრისტიანული წესით ეკურთხნენ ქართლ-კახეთის მეფეები
გათავისუფლდა ქართლ-კახეთი ირანის გავლენისგან
როგორ შეიცვალა ქართლ-კახეთის პოლიტიკური მდგომარეობა ერეკლე მეორესა და ტეიმურაზ მეორეს მმარტველობის პერიოდში?
დახარკეს ერევნის, განჯისა,ნახჭევანის, ადარბადაგანის სახანოები
ამიერკავკასიაში ქართლ-კახეთი მუსლიმურ სახანოებს შორის ლიდერი გახდა
ორივე პასუხი სწორია
ჩამოთვლილთაგან რა რეფორმა არ გაუტარებია ერეკლე მეორეს?
1774 წელს შეიქმნა “მორიგე ჯარი”, რომელიც წარმოადგენდა რეგულარული არმიის შექმნის ცდას
დაიწყო მმართველობის ევროპულად გარდაქმნა და ამ მიზნით ჩამოაყალიბა “საგარეო საქმეთა”, “სახელმწიფო შემოსავლისა” და “სამხედრო საქმეთა” უწყებები
გააძლიერა ტყვეებით ვაჭრობა
დაასახლა შემოსევების შედეგად აოხრებული სოფლები
რა იდეა განიხილებოდა ერეკლე მეორესა და ინდოეთში მოღვაწე სომეხ ვაჭარ ჩახმირ ჩახმირიანს შორის?
ინდოეთთან სავაჭრო-საქარავნო გზების განვითარება
ერთიანი ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ
ერეკლე მეორეს ინდოეთში გადასახლება და სავაჭრო ურთიერთობებში ჩართვა
რა შედომა დაუშვა ერეკლე მეორემ, რითაც ხელი შეუწყო სახელმწიფოს დეცენტრალიზებას და დაშლას?
ერეკლე II-ემ მიიღო კანონი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მეფობა უნდა გადასულიყო ძმიდან ძმაზე, ეს კანონი ერეკლეს ყველა ვაჟს აძლევდ უფლებას ტახტი მოეთხოვა
ერეკლე მეფემ საუფლისწულოები გამოუყო თავის ვაჟებს(6 საუფლისწულო). ბატონიშვილები საუფლისწულოებში ჩაიკეტნენ და აღარავის ემორჩილებოდნენ
ორივე პასუხი სწორია
რომელი ხელშეკრულება დაიდო 1783 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის?
მოსკოვის ხელშეკრულება
გეორგიევსკის ტრაქტატი
ყარსის ხელშეკრულება
რა მიზანი ჰქონდა ერეკლე მეორეს გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით?
ქართლ-კახეთი შევიდოდა რუსეთის მფარველობაში შიდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებით და დაცული იქნებოდა გარეშე მტრებისგან
ქართლ-კახეთი შეძლებდა საქართველოს გაერთიანებას
ქართლ-კახეთი მიირებდა ფულად დახმარებას რუსეთისგან
რა პრობლემები იყო მე-18 საუკუნის დასავლეთ საქართველოში?
მეფე-მთავრებს შორის მუდმივი დაპირისპირება
ტყვეთა სყიდვა - მოსახლეობის გაყიდვა ოსმალეთში
ოსმალეთის შემოსევები
ყველა პასუხი სწორია
1752 წელს დიდი წინააღმდეგობის მიხედავად იმერეთის მეფე გახდა სოლომონ I, ჩამოთვლილთაგან რომელი ქმედება არ მიეწერება მეფეს?
1758 წელს იმერეთის ტახტი დაუთმო ერეკლე მეორეს
სოლომონ პირველმა აკრძალა ტყვეთა სყიდვა
1757 წელს ხრესილთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ოსმალები
1758 წელს გორში თეიმურაზ II-სთან და ერეკლე II-სთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადო
რა პირობებს ითვალისწინებდა 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ქუჩუკ -კაინარჯის ზავი?
იკრძალებოდა დასავლეთ საქართველოდან ტყვეების გაყიდვა და ქრისტიანების დევნა
რუსეთი აღიარებდა ოსმალეთის სუვერენობას დასავლეთ საქართველოზე
დასავლეთ საქართველო თავისუფლდებოდა ხარკის გადახდისგან
ყველა პასუხი სწორია
რას გულისხმობდა 1790 წელს დადებული კავშირი ერეკლე II-ეს, სოლომონ II-ეს, გრიგოლ დადიანსა და სიმონ გურიელს შორის, რომელსაც ეწოდა: “ტრაქტატი ივერიელ მეფეთა და მთავართა”?
თავდაუსხმელობის აქტი
ეს იყო ურთიერთდახმარების სამხედრო-პოლიტიკური კავშირი
რუსეთთან შეერთების დოკუმენტი
რა შედეგი მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა ქართლ-კახეთს ერეკლე მეორეს მმართველობის პერიოდში?
დააპირისპირა ირანთან
გამოიწვია ირანის შაჰის აღა მაჰმად ხანის შემოსევა
რუსეთმა დახმარება არ აღმოუჩინა ქართლ-კახეთის სამეფოს
ყველა პასუხი სწორია
რომელი ბრძოლა გაიმართა 1795 წელს, სადაც ერეკლე მეორე დამარცხდა აღა მაჰმად ხანის ლაშქართან?
მარაბდის ბრძოლა
კრწანისის ბრძოლა
მარტყოფის ბრძლა
