wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

საქართველო რუსეთის იმპერიაში

Total questions: 19

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

როდის დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი და რა შედეგს გულისხმობდა?

a)

1782 წელს, ქართლ-კახეთი შედიოდა რუსეთის მფარველობაში

b)

1783 წელს, ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და შევიდა რუსეთის შემადგენლობაში

c)

1783 წელს, ქართლ-კახეთი შედიოდა რუსეთის მფარველობაში

2.

ვინ გახდა 1798 წელს ერეკლე მეორეს გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფე?

a)

თეიმურაზ მეორე

b)

იულონ ბატონიშვილი

c)

გიორგი XII

3.

როდის გამოცხადდა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ქართ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთის გუბერნიად გამოცხადება?

a)

1800 წელს 12 სექტემბერს

b)

1801 წლის 12 სექტემბერს

c)

1802 წელს 12 სექტემბერს

4.

ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს?

a)

გიორგი XII-მ მოითხოვა ტრაქტატის პირობის ცვლილება, რომლის მიხედვითაც რუსეთს უფლება ეძლეოდა ჩაერულიყო ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში

b)

გიორგი XII ყველაფერზე მიდიოდა რათა შვილის დავითისთვის მეფობა შეენარჩუნებინა და ტახტი მის ძმებს არ გადასცემოდათ

c)

გიორგი XII-ს გარდაცვალებამდე ქართლ-კახეთის ფაქტობრივი მმართველი იყო რუსეთის წარმომადგენელი კოვალენსკი და ჯარების მთავარსარდალი ლაზარევი

d)

გიორგი მეოთორმეტეს გარდაცვალების შემდეგ რუსეთმა მეფედ მისი შვილი დავითი დაამტკიცა

5.

სად წარუდგინეს ქართულ საზოგადოებას ქართლ-კახეთის გაუქმების შესახებ იმპერატორის გამოცემული მანიფესტი?

a)

სიონში

b)

სვეტიცხოველში

c)

ქაშუეთში

d)

სამების ტაძარში

6.

მას შემდეგ რაც ქართლ-კახეთის გამგებლის თანამდებობა დავით გიორგის ძეს ჩამოართვეს ვის გადაეცა ქართლ-კახეთის მართვის უფლება?

a)

მეფისნაცვალ კნორინგს

b)

მთავარმმართებელ კნორინგს

c)

მთავარსარდალ ლაზარევს

7.

რუსეთის ახალი ადმინისტრაციული მოწყობით ქართლ-კახეთში შეიქმნა 5 მაზრა: გორის, ლორეს, სიღნაღის, დუშეთისა და თელავის. ვინ ჩაუდგნენ მაზრებს სათავეში ?

a)

ეგზარქოსები

b)

მეფისნაცვლები

c)

კაპიტან-ისპრავნიკები

8.

როდის გააუქმა რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ვინ ჩაუყენა სათავეში?

a)

1810 წელს, კათალიკოსი

b)

1811 წელს, ეგზარქოსი

c)

1811 წელს, პატრიარქი

9.

1804 წელს ციციანოვი რუსული ჯარით შევიდა იმერეთში და სოლომონს საკუთარი პირობები უკარნახა. ამ ტრაქტატს სოფელ ელაზნაურში მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც:

a)

იმერეთის მეფე სოლომონ II რუსეთის იმპერატორის სამუდამო ქვეშევრდომი ხდებოდა

b)

იმერეთის მეფობა სოლომონ II-ეს საშვილიშვილოდ უმტკიცდებოდა

c)

იმერეთის მეფის ტახტზე ასვლა რუსეთის იმპერატორის სიგელით უნდა დამტკიცებულიყო

d)

ყველა პასუხი სწორია

10.

როდის გააუქმა რუსეთმა იმერეთის სამეფო და უშუალოდ დაიქვემდებარა?

a)

1804 წელს

b)

1810 წელს

c)

1811 წელს

11.

ჩამოთვლილთაგან სინამდვილეს შეესაბამება:

a)

რუსეთმა გურიის სამთავრო გააუქმა 1829 წელს

b)

სამეგრელოს სამთავრო ფაქტიურად გააუქმეს _ 1857 წელს, ხოლო იურიდიულად _ 1867 წელს

c)

სვანეთის სამთავრო გააუქმეს 1859 წელს, ხოლო აფხაზეთს _ 1864 წელს

d)

ყველა პასუხი სწორია

12.

რა იყო 1804 წლის მთიულეთის აჯანყების მიზანი?

a)

ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის სურვილი

b)

გაუსაძლისი მდგომარება და რუსების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობისადმი სასტიკი მოპყრობა

c)

ფარნაოზ ბატონიშვილის გამეფების სურვილი

13.

რა გახდა 1812 წელს კახეთის აჯანყების მიზეზი?

a)

მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას რუსი სამხედროები და მოხელეები აწიოკებდნენ, ართმევდნენ სურსათს

b)

კახეთის სოფლებში რუსი ჩინოვნიკებია გზავნიდნენ ეგზეკუციებს ანუ დამსჯელ რაზმებს, რასაც ძალადობა და უსამართლობა ახლდა თან

c)

შავი ჭირის ეპიდემიის გამო მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში იყო რაც პროტესტს კიდევ უფრო ამძაფრებდა

d)

ყველა პასუხი სწორია

14.

ჩამოთვლილთაგან რომელია არასწორი:

a)

1812 წლის შემოდგომის დასაწყისში, კახეთში კვლავ აჯანყებამ იფეთქა. ამჯერად მას სათავეში ირანიდან დაბრუნებული ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ძე) ჩაუდგა.

b)

აჯანყებულებს სათავეში ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ჩაუდგა, რომელიც კახელებმა მეფედ გამოაცხადეს

c)

გაზაფხულზე სოფელ ჩუმლაყთან მთავარმართებელმა პაულიჩიმ ქართველები დაამარცხა, გრიგოლ ბატონოშვილი კი დაღესტანში გაიქცა.

d)

1812 წლის კახეთის აჯანყებები წარმატებით დასრულდა და კახეთი გათავისუფლდა

15.

რა იყო 1819-20 წლების გურია-იმერეთის აჯანყების თავდაპირველი მიზეზი?

a)

დამოუკიდებლობის მოპოვება

b)

საეკლესიო მიწებისა და ქონების სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადასვლა (სეკულარიზაცია) და გლეხობისათვის საეკლესიო გადასახადების გაზრდა

c)

მეფის ხელისუფლების აღდგენა

16.

საზოგადოების რომელი ფენა გეგმავდა 1832 წლის შეთქმულებას?

a)

ბურჟუაზია

b)

არისტოკრატია

c)

გლეხები

d)

სამღვდელოება

17.

1832 წლის შეთქმულებასთან დაკავშირებით სწორი პასუხია:

a)

შეთქმულების შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა

b)

1830-1832 წლებში ხელმძღვანელ როლს ასრულებდნენ: ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი და სოლომონ დოდაშვილი

c)

შეთქმულები ცდილობდნენ დაეცვათ კონსპირაცია. მათ შემუშავებული ჰქონდათ ფარული მიმოწერის ხერხები, იყენებდნენ საიდუმლო ანბანს და სხვა. 1830 წელს ფილადელფოს კიკნაძემ შეადგინა ფარული ორგანიზაციის წესდება, სახელწოდებით “აქტი გონიური”

d)

ყველა პასუხი სწორია

18.

მმართველობის რომელ ფორმას არ განიხილავდნენ შეთქმულთა წევრები რუსეთისგან გათავისუფლებული საქართველოსთვის?

a)

რესპუბლიკა

b)

კონსტიტუციური მონარქია

c)

აბსოლუტური მონარქია

d)

თეოკრატია

19.

რა შედეგით დასრულდა შეთქმულება?

a)

შეთქმულები დამარცხდნენ ბრძოლაში

b)

შეთქმულება გამჟღავნდა

c)

შეთქმულებმა მოიპოვეს ქვეყნის ნაწილობრივი ავტონომია